
დღეს Novate გიამბობთ, რომელი უფრო მომგებიანია: წამწეს თუ ნივნივის სისტემა? თითოეულ დეველოპერს სურს, რომ საიმედო და გამძლე შენობა ააშენოს, თან ბიუჯეტი დაზოგოს. სწორედ ამიტომ, საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგეთ და თითოეული კონსტრუქციის თავისებურებები გაითვალისწინოთ.
რით განსხვავდება წამწე ნივნივისგან
წამწეს მთავარი დანიშნულებაა სახურავის ღვეზელის მთლიანი მასის გაძლება. როგორც უკვე ვიცით, იგი რამდენიმე ფენისგან შედგება.
ზოგიერთი მასალა საკმაოდ მძიმეა. საძირკველზე დატვირთვა იზრდება. ზოგჯერ შენობის თავისებურება მძიმე მასალის გამოყენების საშუალებას არ გვაძლევს, მაგალითად, მანსარდული სახლი მსუბუქი მასალებით შენდება. ასეთ სიტუაციაში დეველოპერს წამწე დაეხმარება. ის ორი ჰორიზონტალური მიმართულების ძელისა და დამაკავშირებელი ელემენტის კონსტრუქციას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ამ როლს ლარტყები ასრულებს.
ამასთან, ხეს შეიძლება ნაკლები სისქე ჰქონდეს, რაც მასალაზე დაზოგვის საშუალებას იძლევა. ასე სახურავი დამატებით სიმტკიცეს და სტაბილურობას იძენს, თან კედლებზე დატვირთვას თანაბრად ანაწილებს.
წამწეს გამოყენება ყოველთვის შესაძლებელი არაა. გთავაზობთ სტანდარტულ სიტუაციებს, როცა წამწეს გამოყენება შეუძლებელია:
- დაგეგმილია რთული კონფიგურაციის სახურავის მოწყობა მრავალი კუთხით და გადასვლებით;
- კონსტრუქციის პროექტის შესადგენად სპეციალისტის მოწვევა ვერ ხერხდება, ხოლო თავად შესაბამისი ცოდნა არ გაქვთ;
- სპეციალური ხელსაწყოები არ გაქვთ;
წამწეს აწყობა რთული საქმეა. გამოცდილებას და სპეციალურ ტექნიკას მოითხოვს. მის აწყობას სამშენებლო მოედანზე ვერ შეძლებთ. მოგიწევთ კონსტრუქცია შეუკვეთოთ ან ხელოსნები მოიწვიოთ, რომელთაც შესაბამისი უნარები აქვთ. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ სტანდარტული ნივნივის გამოყენება უფრო გონივრულია.
საიდუმლო ოსტატისგან: წამწეს აღჭურვილობა მასალაზე 25%–მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა. მანამდე სპეციალისტის მომსახურების ხარჯები დათვალეთ. თუ გამართლებულია, მაშინ მსგავსი კონსტრუქცია ოპტიმალური გადაწყვეტილებაა.
ნივნივის სისტემის უპირატესობები
ნივნივის სისტემის მონტაჟი უფრო მარტივია. ამას დამწყები ხელოსანიც შეძლებს.
ნივნივი წარმოადგენს კონსტრუქციას, რომელიც მაუერლატს და მოპირდაპირე კედელს ეყრდნობა. აუცილებლობის შემთხვევაში ძელები სპეციალური ელემენტებით მაგრდება. ასე სახურავის სისტემის სიმტკიცე ძლიერდება და მეტ დატვირთვას უძლებს.
საყრდენი ელემენტებით სახურავის კონსტრუქციის მოწყობა მასალაზე დამატებით ხარჯებს იწვევს. თუ სახურავი რთული, მასიურია, მფლობელის ხარჯი იზრდება. ზოგიერთ შემთხვევაში, ხარჯი გამართლებულია.
საიდუმლო ოსტატისგან: ნივნივი დამოუკიდებლად შეგიძლიათ გააკეთოთ. სპეციალისტის და დამპროექტებლის დახმარება არ დაგჭირდებათ. ნებისმიერი ტიპის, მათ შორის დახრილი სახურავისთვის შესაფერისია.
რომელია მომგებიანი?
თუ მასალების, ამ შემთხვევაში ხის შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯებზე ყურადღებას გავამახვილებთ, მაშინ წამწე უფრო მომგებიანია.
ორივე კონსტრუქციის მომსახურების ვადა თითქმის ერთნაირია. და მაინც, წამწე უფრო მეტი სიმტკიცით და გამძლეობით გამოირჩევა. თუ მომავალზე ფიქრობთ, მაშინ წამწეს მოწყობა უფრო იაფი დაგიჯდებათ. სწრაფად შეკეთება არ სჭირდება. თუ შეკეთება დასჭირდა, სპეციალისტის დახმარებას გვერდს ვერ აუვლით. ნივნივი დამოუკიდებლად შეგიძლიათ გააძლიეროთ.
იგივე პირობა პირვანდელ აწყობას ეხება. წამწეს ასაწყობად გამოცდილი პროფესიონალების მომსახურებით უნდა ისარგებლოთ. მას ზუსტი გათვლები სჭირდება. დამოუკიდებლად ვერ გააკეთებთ.
სწორედ ამიტომ, სანამ არჩევანს გააკეთებთ, დათვალეთ, რა დაგიჯდებათ მასალა, ასევე ხელოსნის მომსახურება და დასკვნა გააკეთეთ. არჩევანი ყოველთვის თქვენზეა.