7 ეფექტური და მარტივი ხრიკი, როგორ გამოიყენოთ სამზარეულოს ნივთები არასტანდარტულად 

ბევრი ადამიანი ამა თუ იმ ნივთის გამოყენების ინსტრუქციას დეტალურად კითხულობს და ამის მტკიცედ სჯერა. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ კრეატიული ხალხი საოცარ ხრიკებს იგონებს. Novate გთავაზობთ 7 ხრიკს, როგორ გამოიყენოთ სამზარეულოს ტექნიკა უფრო ეფექტურად არაპირდაპირი დანიშნულებით.

1. იდეალური კარაქიანი პურის მიღებას ნივრის საჭყლეტით შეძლებთ

ძველი ნივრის საჭყლეტი დაგეხმარებათ, რომ კარაქი პურს თანაბრად და მარტივად წაუსვათ. ცივი კარაქით ბუტერბროდის გაკეთება საკმაოდ რთულია, რადგან პურს არ ესმება, ხოლო ძალის დატანების შემთხვევაში ადვილად იფშვნება. შემდეგში, როცა ფუნთუშაზე კარაქის სწრაფად წასმა მოგიწევთ, ხოლო ფრთხილად წასასმელად დრო არ გაქვთ, კარაქის კუბი მოჭერით და ნივრის საჭყლეტით დაჭყლიტეთ.

2. კვერცხს ნაჭუჭს ღუმლის დახმარებით მარტივად მოაშორებთ

ალბათ, ნაცნობი თემაა წარუმატებლად მოხარშული კვერცხის გამო გამოწვეული იმედგაცრუება, როცა კვერცხს ნაჭუჭთან ერთად ცილის ნაწილებიც შორდება და პროდუქტი სალაფავი ხდება. საბედნიეროდ, ამ პრობლემის მოგვარების მეთოდი არსებობს. ღუმელი 160° გააცხელეთ, კვერცხი ლანგარზე დააწყვეთ და 30 წუთით აცხვეთ. შემდეგ 10 წუთით ცივ წყალში ჩადეთ. იდეალური მეთოდია, განსაკუთრებით დიდი ოჯახისთვის.

3. წვრილი, წვეტებიანი სახეხი ხილს პიურედ აქცევს და არა მხოლოდ

სახეხის წვრილ, წვეტიან მხარესიშვიათად ვიყენებთ და სულ ტყუილად. სინამდვილეში, ბევრი სასარგებლო გამოყენება აქვს. მაგალითად, მისი დახმარებით ბავშვისთვის ხილის ან ბოსტნეულის პიურე შეგიძლიათ მოამზადოთ ან წვენი გააკეთოთ. გარდა ამისა, სანელებლების, მაგალითად, დარიჩინის ან მუსკატის კაკლის, წვრილად გასახეხად შესაფერისია.

4. კარტოფილის საჭყლეტი მოხარშულ კვერცხს სალათისთვის ლამაზად დააქუცმაცებს

თუ ბევრი კვერცხი უნდა დაჭრათ, მაგალითად, ღვეზელის შიგთავსისთვის ან სალათისთვის, დანის აღება არ იჩქაროთ. კარტოფილის საჭყლეტით ამას მარტივად გააკეთებთ: რამდენიმე მოძრაობა და მზადაა. მთავარია, არ გადააჭარბოთ, რომ ფაფა არ გამოვიდეს.

5. მარშმელოუ ტოსტერში შეწვით

ოცნებობთ პიკნიკზე წახვიდეთ და საყვარელი ფილმის მსგავსად მარშმელოუ კოცონზე შეწვათ? უკვე სცადეთ ამის გაკეთება ქურის ცეცხლით და შავი კუთხეები მიიღეთ? იმედი არ გაიცრუოთ! ტოსტერი დაგეხმარებათ. უბრალოდ ზემოთ მოცემულ ფოტოს შეხედეთ.

6. 2 თეფშით 20 პატარა პომიდორს შუაზე ერთდროულად გადაჭრით

მოქმედების პრინციპი შემდეგია: 2 იდენტური წყვილი თეფში (ნახევრად მრგვალი, თანაბარი კიდეებით) აიღეთ. ერთ თეფშზე ჩერი ან პატარა ზომის პომიდორი დააწყვეთ, ზემოდან მეორე თეფში დააფარეთ. მარცხენა ხელით მჭიდროდ დააჭირეთ. თეფშებს შორის ნაპრალში ბასრი დანა გაატარეთ. ახლა ყველა პომიდორი შუაზე გაჭრილია.

ბონუსი. თუ ასე დაჭრილ პომიდორს ტაფაში მოთუშავთ, თითოეულს ქერქი ერთი შეხებით მოძვრება.

7. მიკროტალღური ღუმლის გისოსი ტაკოსთვის მზა კვერების გაკეთებაში დაგეხმარებათ

ზოგჯერ მიკროტალღურ ღუმელს სპეციალური თარო–გისოსისთვის ჭრილები აქვს. მაშინაც კი, თუ არ აქვს, გრილის გისოსი გამოიყენეთ ან სამზარეულოდან აიღეთ. ჩვეულებრივ, ასეთ გისოსს თეფშების საშრობად იყენებენ. ისე გააკეთეთ, როგორც ფოტოზე და ესეც ასე! ტაკოს კვერები მარტივი ცომიდან მზადაა. კლიარიც გამოგადგებათ.