მარტივი და სწრაფი მეთოდები, როგორ გადაარჩინოთ კერძი ნამწვის გემოსა და სუნისგან

კერძის მომზადება დიდ კონცენტრაციას მოითხოვს, რადგან რამდენიმე წუთით ყურადღების გაფანტვა საკმარისია, რომ ყველაფერი დაიწვას. ამ შემთხვევაშიც ხელის ჩაქნევა და კერძის სანაგვე ურნაში მოსროლა არ ღირს. Novate გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომელთა გამოყენებით კერძის გადარჩენას შეძლებთ.

1. საერთო წესები

  • კერძის რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი მომენტი – სიჩქარე. რაც უფრო სწრაფად იმოქმედებთ, მით მეტი შანსია, რომ ნამწვის სუნი უკვალოდ გაქრეს. თუ ნამწვის გემო და არომატი მთელ კერძში გავრცელებას მოასწრებს, მისი გადაგდება მოგიწევთ.
  • მნიშვნელოვანია, ზედმეტი არ მოგივიდეთ. ნამწვის ნეიტრალიზაცია დამატებითი ინგრედიენტების გამოყენებას გულისხმობს და არსებობს რისკი, რომ კერძი უფრო სქელი ან უმარილო გახდეს.
  • „სასწრაფო დახმარების ნაკრები“ სამზარეულოში ყოველთვის გქონდეთ. მასში უნდა შედიოდეს პროდუქტები, რომლებიც დამწვარ კერძს მარტივად გადაარჩენენ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს პროდუქტები უნივერსალური არაა. თითოეული მხოლოდ გარკვეულ სიტუაციაში დაგეხმარებათ. „აფთიაქში“ შეინახეთ მწარე შოკოლადი, ძმარი, ახალი პურის ქერქი, შაქარი, შაქრის ფხვნილის და დარიჩინის ნარევი, რძე, ნაღები, არაჟანი, სანელებლები, კარაქი და ა.შ.

2. როგორ გადავარჩინოთ გადმოსული რძე

რძე დამწვარ კერძებს შორის ყველაზე პოპულარულია. გამოცდილ დიასახლისსაც, რომელიც მთელ თავისუფალ დროს სამზარეულოში ატარებს, რძე შეიძლება გადმოუვიდეს. საბედნიეროდ, პრობლემის მოსაგვარებლად ბევრი მეთოდი არსებობს. მათგან უმარტივესია რამდენიმე ფენად გაკეცილ მარლაში რძის გადაწურვა. ყოველთვის ახალი აიღეთ ან ძველი მარლა ცივ გამდინარე წყალში გარეცხეთ. რძე ცოტა წყალში შეგიძლიათ გააზავოთ და შედეგი შეაფასოთ. ეს მეთოდი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ რძე ცხიმიანია.

კიდევ ერთი ვარიანტი: დამწვარი რძე სუფთა ჭურჭელში, ღრმა ქვაბში ჩაასხით. ჭურჭელი ცივი წყლით სავსე ტაშტში ჩადეთ, შემდეგ რძე ოდნავ დაამარილეთ და კარგად აურიეთ. ბოლოს ქვაბს ძმარსა და წყალში დასველებული სალფეთქი დააფარეთ.

3. როგორ გადავარჩინოთ დამწვარი ფაფა

მეორე ყველაზე პოპულარული კერძი, რომელიც ქურაზე ხშირად გვავიწყდება, ფაფაა. თუ მთელი წყალი აორთქლდა და მარცვლეული ქვაბის ძირს მიეკვრა, ცივი წყლით სავსე ჭურჭელში ჩადეთ, ხოლო ფაფა სხვა ქვაბში გადაიტანეთ, მაგრამ მხოლოდ მთლიანი და გადარჩენილი ნაწილი. ახლა ცოტა ცხელი რძე დაუმატეთ, მარილი მოაყარეთ და კვლავ ქურაზე დადგით, მაგრამ სუსტ ცეცხლზე.

თუ ბრინჯი დაგეწვათ, პურის ქერქი დაუმატეთ, თავსახური დაახურეთ და ნახევარი საათით მოიცადეთ. ამ დროში ფაფა მოსახმარებლად მზად იქნება, რადგან პურის ქერქი უსიამოვნო სუნს შთანთქავს.

შენიშვნა: თუ უყურადღებობის მსხვერპლი გახდა მაკარონი, საწურზე გადაიტანეთ ის ნაწილი, რომელიც გადარჩა, ცივი წყლით გარეცხეთ, შემდეგ სუფთა ქვაბში მოათავსეთ. ცივი წყალი დაასხით და რამდენიმე წუთით მომზადებამდე ხარშეთ. ეფექტის გასაძლიერებლად ცოტა რძე და კარაქი დაუმატეთ.

4. როგორ გადავარჩინოთ დამწვარი ხორცი

ხელი აწიეთ, ვისაც ხორცი არ დაგწვიათ. მოხარული ვიქნებით, თუ ამას რამდენიმე დიასახლისი მაინც აკეთებს. ნამდვილად საამაყო გაქვთ. სხვებს კი სასარგებლო ხრიკებს ვუზიარებთ. როგორც კი, დამწვრობის სუნს იგრძნობთ, ხორციანი ტაფა ქურას მოაშორეთ. ხორცი სუფთა ჭურჭელში გადაიტანეთ. თუ ჭურჭელს არ შეცვლით და მხოლოდ ცეცხლს მოაშორებთ, ხორცი მაინც დაიწვება. თან გამოყენებული ზეთი დამწვრობის გემოს დიდხანს ინარჩუნებს.

კერძის მომზადება გააგრძელეთ, მაგრამ სუსტ ცეცხლზე. თუ ხორცის მთელი ნაჭრები არ დაზიანდა, მხოლოდ ქერქი, მაშინ დანით ფრთხილად მოაშორეთ. თუ დაზიანებული ნაწილები ძალიან ბევრია, გირჩევთ სანაგვე ურნაში გადაყაროთ, რომ კუჭი არ გააღიზიანოთ.

კიდევ ერთი ვარიანტი, როგორ გადაარჩინოთ დამწვარი ხორცი – სოუსი. ასე იმოქმედეთ: დამწვარი ქერქი მოაჭერით (მიმწვარი ნაწილი შეგიძლიათ გახეხოთ და ასე თავისით მოშორდება), ღორის, ქათმის ან ძროხის ხორცი სუფთა ტაფაზე გადაიტანეთ, ცოტა ბულიონი ან წყალი დაუმატეთ, ნებისმიერი სანელებელი დაუმატეთ და საშუალო ცეცხლზე 3-5 წუთით ხარშეთ. ბოლოს კარაქის პატარა ნაჭრები დაუმატეთ. ასე სოუსი სასიამოვნო გემოს მიიღებს. ბულიონს კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ და მაგიდაზე ხორცთან ერთად გაიტანეთ.

თუ ხორცის გუფთები ან გულიაში დაიწვა, ჯერ სუფთა ჭურჭელში გადაიტანეთ, ცოტა წითელი ან თეთრი ღვინო დაუმატეთ, შემდეგ ქურაში მოსათუშად გაგზავნეთ. 3-5 წუთი საკმარისია. ასევე ტაფას ცოტა შაქარი და ნაღები დაუმატეთ, რომ გემრიელი სოუსი მიიღოთ, რომელთან ერთადაც კერძს მაგიდაზე გაიტანთ.

5. როგორ გადავარჩინოთ ცომეული

ღვეზელი, ორცხობილა, ბისკვიტი და სხვა ცომეული ისევე ხშირად იწვება, როგორც ფაფა. როგორც წესი, აქ დამნაშავე არა დიასახლისი, არამედ ძველი ღუმელია. ნებისმიერ შემთხვევაში, დამწვარი ქერქის მოშორება მოგიწევთ. შემდეგ კრემით და სხვადასხვა დეკორით (ცუკატი, ფერადი მოსაყრელი) გააფორმეთ. შოკოლადის ჭიქური ნამწვის სუნს კარგად ანეიტრალებს.

თუ პიცაზე ყველი დაზიანდა, ჩაის ან სუფრის კოვზით მოაშორეთ, შემდეგ ცომზე ბოსტნეული და ხორცი ახალი ულუფა ყველით გააფორმეთ. პიცა 3-4 წუთით ღუმელში მოათავსეთ, რომ ახალი ყველი გადნეს.

6. როგორ გადავარჩინოთ წვნიანი

დიახ, წვნიანიც შეიძლება დამწვრობის მსხვერპლი გახდეს, ამიტომ აუცილებელია იცოდეთ, როგორ გაანეიტრალოთ წარუმატებელი მომზადების შედეგი. სხვადასხვა არომატული ბალახი დაგეხმარებათ. მათ შორისაა: პროვანსული, იტალიური, ქინძი და ა.შ. თუ სადილზე ბრინჯის წვნიანის გატანას გეგმავთ, გახეხილი მდნარი ყველი და ბევრი კამა დაუმატეთ. კერძი გაჯერებულ ნაღების გემოს მიიღებს, რომელიც ნამწვის გემოს და სუნს აქრობს.