რჩევები ნივრის კარგად გამოსაკვებად, რომ მსხვილი თავები გაიზარდოს

ნივრის მოსავლის ხარისხი და მისი თავების ზომა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად და სწორად გამოკვებეთ. გახსოვდეთ, რომ საგაზაფხულო და საშემოდგომო ნივრებს განსხვავებული მიდგომა და სხვადასხვა სასუქი სჭირდება. ამასთან, პირველი უფრო პრეტენზიული და მომთხოვნი მცენარეა „დაბალანსებული“ კვების საკითხში. Novate გიამბობთ, როგორ გამოკვებოთ ნიორი სწორად.

1. რით გამოვკვებოთ საგაზაფხულო ნიორი?

საგაზაფხულო ან საზაფხულო ნიორი მიწისა და გამოკვების მიმართ ძალიან მომთხოვნია. პირველ რიგში, მცენარე ნაყოფიერ და ფხვიერ მიწაზე გიჟდება. კულტურა ორგანულ სასუქზე კარგად რეაგირებს: ჩიტის სკინტლი, კომპოსტი ან დამპალი ნაკელი. საგაზაფხულო ნიორი სწორად მომზადებულ და ნაყოფიერ კვლებში კარგად გაიზრდება. პირველი აღმონაცენის გამოჩენის შემდეგ აზოტით გამოკვებეთ. მინერალური სასუქები სხვადასხვა გზით შეგიძლიათ გამოიყენოთ. პირველ რიგში, შარდოვანას ვგულისხმობთ.

გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში საგაზაფხულო ნიორი ბალახების ნაყენით შეგიძლიათ გამოკვებოთ. ჭინჭარი, ბაბუაწვერა და ოროვანდი მეტნაკლებად პოპულარულია. სასუქი ასე მზადდება: 10 ლ წყალზე 2 კგ დაქუცმაცებული ბალახი დაუმატეთ და 5-7 დღე გააჩერეთ. მიღებული ხსნარი გამოყენების წინ სუფთა წყალში 1:10 თანაფარდობით გააზავეთ. ნიორი 2 კვირაში ერთხელ შეგიძლიათ გამოკვებოთ. სასუქს შეგიძლიათ ლიმონმჟავა დაუმატოთ, 1 ს/კ 10 ლ წყალზე. აკრძალულია სითხეში ნებისმიერი ტუტე კომპონენტის დამატება, როგორიცაა მაგალითად ფქვილი ან ნაცარი.

2. რით გამოვკვებოთ საშემოდგომო ნიორი?

თუ ამ საკითხზე ივლისში დაფიქრდით, აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საშემოდგომო ნიორი უკვე ორჯერ გამოკვებული უნდა იყოს. და მაინც, თუ გამოგრჩათ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ივნისში საშემოდგომო ნიორს ფოსფორი და კალიუმი ყველაზე მეტად სჭირდება, ამიტომ კალიუმ–ფოსფორის სასუქით გამოკვებეთ – 30-40 გ 1 მ²–ზე.

ალტერნატივად ძველი კეთილი ნაცრის ხსნარი გამოიყენეთ. ასე მზადდება: 1 ჭიქა ნაცარი და 1 ჭიქა 9%–იანი სუფრის ძმარი 10 ლ წყალში გააზავეთ. თავიდან მხოლოდ ნაცარი და ძმარი აურიეთ, შემდეგ „ჯადოსნურ ნარევს“ წყალი დაუმატეთ. შიშინს დაიწყებს, არ შეგეშინდეთ, ეს ქიმიური რეაქციაა და არა შავი ჯადოქრობა. თუ ნაცრის ხსნარის მომზადებაზე დროის დახარჯვა არ გსურთ, ნაცარი პირდაპირ კვლებს მოაყარეთ. 1,5-2 ჭიქა ნაცარი 1 მ² კვალს მოაყარეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ საშემოდგომო ნიორს ყვავილების ყლორტები უნდა მოაშოროთ. სხვა შემთხვევაში მკვებავ ელემენტს წაართმევს.