გატეხილი ჭანჭიკის ამოღების მარტივი მეთოდი გაბურღვის და კუთხვილის გაჭრის გარეშე

ჭანჭიკებთან მუშაობისას ტექნიკის დაზიანების რისკი ყოველთვის არის. მსგავსი რამ საკმაოდ იშვიათად ხდება, მაგრამ ბოროტი და ცინიკური ტრადიციის თანახმად, ყოველთვის ყველაზე შეუფერებელ მომენტში. მფლობელების უმეტესობამ იცის, რომ ასეთ სიტუაციაში დაზიანებული ლითონი უნდა გამობურღოთ ან კუთხვილი გაჭრათ, შემდეგ ჭანჭიკის ნარჩენები ამოხრახნოთ. ამოცანას სხვა მხრიდან შეგიძლიათ შეხედოთ და პრობლემა მარტივად მოაგვაროთ. Novate გასწავლით, ეს როგორ გააკეთოთ.

სამუშაოდ დაგჭირდებათ ორიდან ერთი ხელსაწყო, კერძოდ საბურღი ან კუთხესახეხი მანქანის პატარა დისკი, რომელიც თითქმის დაბლაგვდა. ზერთული არაფერია გასაკეთებელი. უბრალოდ დარჩენილ გატეხილ ჭანჭიკში პატარა ჭრილი გააკეთეთ. აბსოლუტურად მნიშვნელოვანი არაა, რამდენად კარგად გამოდის გარეთ ჭანჭიკის დარჩენილი ნაწილი. მაშინაც კი, თუ მონატეხს მცირე ჩაღრმავება აქვს, სწორი მიდგომით მის გახერხვასაც შეძლებთ.

როცა განახერხი მზად იქნება, კიდევ ერთი ხელსაწყო დაგჭირდებათ. ესაა სახრახნისი ბრტყელი შლიცით. აქ ახსნა საჭირო არაა: ჭრილში ჩადეთ და დატრიალება დაიწყეთ. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ღრმა ჭრილს გააკეთებთ, მით უკეთესია. ცოტა ძალისხმევა საკმარისია, რომ კუთხვილი გაათავისუფლოთ.

ზოგჯერ სახრახნისით ჭანჭიკის ნატეხის დატრიალება შეუძლებელია. ამის მცდელობისას გვეჩვენება, რომ მკვდარივით დევს. უმეტესად მსგავსი პრობლემა მარტივად და „დახვეწილად“ გვარდება. ჩაქუჩი აიღეთ, სახრახნისი განახერხს დაადეთ, რამდენჯერმე ჩაქუჩით სახრახნისს დაარტყით. ასე გატეხილი ჭანჭიკი ზეთივით უნდა ამოვიდეს. აღწერილი მეთოდი საშუალებას მოგცემთ, რომ ნატეხები კუთხვილის დაუზიანებლად და სერიოზული ხარჯების გარეშე ამოიღოთ. მთელი პროცედურა 10-15 წუთს მოითხოვს.