„მშვიდობისმყოფელი“: როგორია ჰიპების ყველაზე ცნობილი სახლი ბორბლებზე

ევროპაში კემპერი საგზაო ტრანსპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა არაა. აშშ–ში მობილური სახლების მიმართ სულ სხვა დამოკიდებულებაა. აქ სტაბილურად დიდი მოთხოვნით სარგებლობს. რა არის განსაკუთრებული კემპერში? უმეტესად, არაფერი. სხვა საქმეა, როცა ვსაუბრობთ ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზე, როგორიცაა „მშვიდობისმყოფელი“, ჰიპების მიერ შექმნილი ავტობუსი.

როგორც წესი, მობილური სახლი გადაკეთებული ავტობუსი, გადაკეთებული ფურგონი ან პიკაპზე ან სატვირთო მანქანაზე მიბმული საცხოვრებელი მოდულია. აი, „მშვიდობისმყოფელი“ ასეთი არაა. უნიკალური სახლი ბორბლებზე შექმნა თანამედროვე ჰიპების ჯგუფმა, რომელიც საკუთარ თავს „12 ტომს“ უწოდებს. უცნაური ხალხია, მაგრამ მათთან მიმართებაში სიტყვა „სექტა“ ცოტა უადგილოა. თუნდაც იმიტომ, რომ ეს მებრძოლი პენსიონერები (დიდწილად) უკანონო არაფერში შეუნიშნავთ.

„მშვიდობისმყოფელის“ ბაზად ორი ოდესღაც პოპულარული ამერიკული ავტობუსი გამოიყენეს. პირველია 1995 წლის Scenicruiser GMC, მეორე – 1994 წლის General American Aerocoach. სახლის ბაზად პირველი ავტობუსი გამოიყენეს. მეორეს დიდი ნაწილი ამა თუ იმ სათადარიგო ნაწილის, კვანძის, აგრეგატის და კომპონენტის დონორი გახდა. 2005 წელს შექმნილი ავტოსახლი ორიგინალური „მშვიდობისმყოფელის“ ერთგვარი რემეიკია. საქმე იმაშია, რომ პირველი ნამდვილი „მშვიდობისმყოფელი“, რომელიც 1987 წელს შექმნეს, დიდი ხანია ჯართში ჩააბარეს.

აღსანიშნავია, რომ ორივე ავტოსახლი ვიზუალურად არ განსხვავდება. მეორე მხრივ, 2005 წლის კემპერის კონსტრუქციის და გაფორმების თვისებები გაიზარდა. „მშვიდობისმყოფელი“ შიგნით თითქმის მთლიანად ხით მოპირკეთებულია: ალუბლით, იფანით და წითელი ხით. ავტობუსის ჭერი ძალიან მაღალია, თან მთელი სახურავი „კიბურად“ გაკეთებულია. ჭერქვეშ ბევრი თარო და სტელაჟია. სალონის უკან არის სამზარეულო და პატარა სააბაზანო ოთახი საშხაპით.

ავტოსახლის პირველი საჯარო გამოჩენა 2007 წელს მოხდა. საინტერესოა, რომ მდიდრული კემპერი „თორმეტი ტომის“ წევრების დასასვენებლად არ გამოიყენება, არამედ ჰუმინატარული საქმიანობისთვის. ორგანიზაციის წევრები სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებას ესწრებიან, სადაც მოძრავი უფასო სამედიცინო პუნქტი ხდება. ასე თანამედროვე ავტოსახლი აგრძელებს კეთილ ტრადიციას, რომელიც ჯერ კიდევ 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ჰიპებმა დაიწყეს.