5 საბჭოური ხრიკი, რომელიც ხალხურ საზრიანობას აჩვენებს

სხვადასხვა დროს ხალხს საზრიანობა და მოხერხება პრობლემებისგან იცავდა. ასე შეიქმნა ბევრი ხრიკი, რომელიც გვეხმარება მარტივად და უფრო მხიარულად ვიცხოვროთ, როცა რაღაც გვაკლია ან რაიმეს მიღება შეუძლებელია. სსრკ–ს პერიოდში, როცა ბევრი რამ დეფიციტური იყო, საზრიანობა აქტუალური იყო. ამ დროს შეიქმნა იმდენად მარტივი და სასარგებლო ხრიკები, რომ ხალხი დღემდე იყენებს. Novate გიზიარებთ 5 საბჭოურ ხრიკს, რომელიც ხალხის საზრიანობას და მოხერხებულობას ნათლად წარმოაჩენს.

1. შპალერის და პარკეტის გამოცვლა

რემონტი ყოველთვის რთული საქმეა, ხოლო საბჭოთა დეფიციტის დროს აუცილებელი მასალების პოვნა ნამდვილი თავსატეხი ხდებოდა. ძალიან ხშირად პრობლემები შპალერს უკავშირდებოდა, ამიტომ ხალხმა ორიგინალური გამოსავალი იპოვა. კედლებსა და იატაკზეც თვითწებვად მუშამბას აკრავდნენ და სურვილის შემთხვევაში ლაქით ფარავდნენ. ამ ხრიკს სამზარეულოში ან აგარაკზე ხშირად იყენებდნენ. ასეთ მუშამბას დღესაც იყენებენ, მაგალითად, მაგიდის ან სხვა ზედაპირისთვის.

2. წვენსაწურის ალტერნატივა

ახალ დაწურული წვენები ადრეც უყვარდათ, მაგრამ ყველას არ ჰქონდა, მაგალითად, თუჯის მექანიკური წვენსაწური, თან საკმაოდ მოუხერხებელი იყო. როგორც აღმოჩნდა, ბევრ საბჭოელ დიასახლისს გამოსავალი კომოდში ჰქონდათ. პომიდვრის ბევრ წვენს მიიღებთ, თუ პომიდორს გაწურავთ ქალის წინდაში, რომელსაც პირდაპირი დანიშნულებით ვეღარ იყენებთ.

3. საპონი ნატეხებისგან

ალბათ, ყველაზე პოპულარული და ყველგან გამოყენებული ხრიკია. საპნის ნატეხების გადაყრა ნამდვილი სიგიჟე იყო, ამიტომ ერთად აგროვებდნენ. როცა ბევრი გროვდებოდა, მისგან სრულფასოვან საპონს აკეთებდნენ, თან ფერადს, თუ არ იხარშებოდა. ეს უნარი საზოგადოებაში იმდენად გაჯდა, რომ ბევრ ოჯახში დღემდე იყენებენ.

4. გენერატორის ქამრის ალტერნატივა

ქალის წინდები, რომელთაც პირდაპირი დანიშნულებით აღარ იყენებდნენ, კაცებისთვის აქტუალური იყო. ეს განსაკუთრებით ავტომობილის მფლობელებს ეხება. ისინი წინდას მეორე სიცოცხლეს ანიჭებდნენ. ჩალიჩივით გრიხავდნენ, რომ დროებით წყობიდან გამოსული გენერატორის ქამრად გამოეყენებინათ.

5. ბაგვის ღაბაში

თექის ღაბაში სსრკ–ში ძალიან პოპულარული და თან თბილი იყო. მისი პოვნა რთული იყო, ამიტომ საბჭოელმა მოქალაქეებმა გამოსავალი იპოვეს. რაღაც მსგავსს ხელმისაწვდომი მასალიდან აკეთებდნენ. ასე, ფეხსაცმლის კარგ ღაბაშს მიიღებთ, თუ სახლში აღმოჩენილი ქეჩის ნაჭრიდან ან გამოუსადეგარი ბაგვიდან გამოჭრით.