ბამბის და ოქროს ქვეყანა: 6 საინტერესო ფაქტი უზბეკეთის შესახებ

ცენტრალური აზიის სახელმწიფოები საინტერესო ისტორიით და უნიკალური კულტურით გამოირჩევა. მათ შესახებ ბევრი რამ არ ვიცით, თუნდაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე ვსაუბრობდეთ. უზბეკეთი გამონაკლისი არაა. ეს ქვეყანა ტრადიციულ კოსტიუმებთან და სსრკ–ს კავშირის დროს საერთო წარსულთან ასოცირდება. ამ სახელმწიფოს შეუძლია გაგაოცოთ იმით, თუ როგორ და რით ცხოვრობს. Novate  უზბეკეთის შესახებ 6 საინტერესო ფაქტს გიზიარებთ.

1. საინტერესო გეოგრადიული მდებარეობა

უზბეკეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. მით უფრო, მასთან მისასვლელად, მინიმუმ ორი სახელმწიფო უნდა გადაკვეთოს, რადგან უზბეკეთის მოსაზღვრე ქვეყნებსაც, თურქმენეთს, ტაჯიკეთს, ყაზახეთს, ავღანეთსა და ყირგიზეთსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. პლანეტაზე ასეთი მხოლოდ ორი ქვეყანაა. მეორეა ლიხტენშტაინი.

2. ტერიტორიის ისტორია იმპერიებში

მსოფლიოს ყველა რეგიონს, როგორც უზბეკეთის ტერიტორიას, იმპერიის საზღვრებში შესვლის ისტორია არ აქვს. აი, უზბეკეთის მიწებმა ეს მინიმუმ 5–ჯერ მოახერხეს: ჯერ სპარსეთის იმპერიის ნაწილი გახდა, შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო და მის სახელმწიფოში აღმოჩნდა, მოგვიანებით ჩინგიზ ხანის მეთაურობით მონღოლები მართავდნენ, 300 წლის წინ თემურლენგის დიდი იმპერიის მმართველობის ქვეშ იყო, 1925 წელს სსრკ–ს შემადგენლობაში უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გამოჩნდა.

3. მსოფლიოში უდიდესი ოქროს მაღარო

უზბეკეთს შეუძლია დაიკვეხნოს, რომ მის ტერიტორიაზე პლანეტის უმსხვილესი ღია ოქროს მაღაროა, რომელიც მდებარეობს მურუნტაუში, ყიზილყუმის უდაბნოში. ამ საბადოს განვითარება მსოფლიოში უდიდესი ოქროს მომპოვებელი კარიერის შექმნას მოითხოვდა. მურუნტაუში დაახლოებით 1750 ტონა ოქროს მარაგია. პირველად ძვირფასი ლითონი 1958 წელს აღმოაჩინეს, ამიტომ ოქროს მოპოვება დღემდე გრძელდება.

4. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები

უზბეკეთს სხვადასხვა დანიშნულების მქონე 5 ობიექტი აქვს, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებია. ამ სიაშია იჩან–ყალა – სატრანზიტო რეგიონი და ქარავნების დასასვენებელი ადგილი შუა საუკუნეებში. ირანთან ახლოს მდებარეობს და 250 ძველი სახლი შემორჩენილია; ბუხარა – შუა საუკუნეების ქალაქი ცენტრალურ აზიაში, რომელიც ლეგენდარულ აბრეშუმის გზაზე მდებარეობს; სამარყანდი – დასავლეთ ტიან–შანის რეგიონის ერთ–ერთი მარგალიტი, როგორც იუნესკოს ბუნებრივი ობიექტის ძეგლი, ასევე შაჰრისაბზის ისტორიული ცენტრი.

5. რეკორდი მჭიდროდ დასახლებაში

უზბეკეთი ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის ყველაზე დიდი სახელმწიფოა. 2019 წელს უზბეკეთში 33,2 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, 1 წლის შემდეგ ამ რიცხვმა 34 მლნ–ს მიაღწია. სახელმწიფოს მოსახლეობა იზრდება: 2017 წელს ქვეყანაში 29,56 მლნ ადამიანი ცხოვრობდა.

6. ეკონომიკის წამყვანი სექტორები

ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი საქმიანობა, რომელიც უზბეკეთს უკავშირდება, ბამბის გაზრდაა. ეს ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის ერთადერთი მიმართულება არაა. მშპ–ში საკმაოდ დიდ წილს იკავებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, მაგალითად, ზემოთ ნახსენები ოქრო, ბუნებრივი გაზი და ურანი.