წყალქვეშა ნავის ეკიპაჟი დასპირტულ პურს ჭამს 

წყალქვეშა ნავის მეზღვაურობა ერთ–ერთი სპეციფიკური პროფესიაა, რადგან სამსახურის დროს ორგანიზმზე უჩვეულო და პოტენციურად სახიფათო დატვირთვა ხდება. სწორედ ამიტომ, წყალქვეშა ნავებზე სპეციალური მენიუ და გაძლიერებული რაციონი გამოიყენება. ალბათ, ყველამ იცის, რომ წყალქვეშა ნავის ეკიპაჟს 100 გრამ წითელ ღვინოს აძლევენ. ცოტამ თუ იცის, რატომ იძლევიან დასპირტულ პურს წყალქვეშა ნავზე.

სინამდვილეში, დასპირტული პური წმინდა საზღვაო არაა. ამაზე მოგვიანებით გიამბობთ. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ პური ადამიანის რაციონის ერთ–ერთი ძირითადი კერძია. ხარისხიანი მასალით სწორად მომზადებული პური ბევრ მკვებავ ელემენტს და სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ამის შეფასება რთულია, როცა მაღაზია ნებისმიერი საკვები პროდუქტი სახლიდან 50-100 მეტრის მანძილზე მდებარეობს. ყველა, ვისაც ფიზიკურად და გონებრივად მძიმედ უშრომია და თან მკაცრად გრაფიკით იკვებებოდა, შავი პურის ნამდვილი გემო იცის!

მეზღვაურებთან, განსაკუთრებით წყალქვეშა ნავის მეზღვაურებთან ამ მხრივ ყველაფერი „ცუდადაა“. ისინი დაძაბული მუშაობენ, დამატებით ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დატვირთვას განიცდიან. სწორედ ამიტომ, მათთვის დაბალანსებული და გაძლიერებული კვება მნიშვნელოვანია. ფლოტის და წყალქვეშა ფლოტის შემთხვევაში ერთი პატარა პრობლემა არსებობს. რეიდში არაა სასადილო, საველე სამზარეულო, მიწოდების მანქანა, რომელიც რაიმე ნოყიერს და გემრიელს მოიტანს. სხვა სიტყვებით, ახალ პურს არავინ ეზიდება.

ამავდროულად, წყალქვეშა ნავში საკმაოდ სპეციფიკური „კლიმატია“. პირველ რიგში, ნესტიანია. ასეთი ატმოსფერო ახალი პურის დიდხანს შენახვას ხელს არ უწყობს, რადგან სწრაფად დაობდება. როგორც კი, ეს მოხდება, პირველ მოწამვლას ელოდეთ. როგორც უკვე მიხვდით, დასპირტული პური დიდხანს შესანახი პროდუქტია. ადრე პურს ლითონის კონსერვში დებდნენ. დღეს დასპირტული პური პარკში შეფუთული გვხვდება. ასეთი პროდუქტი ძალიან დიდხანს და თითქმის ნებისმიერ არახელსაყრელ პირობებში ინახება.

დასპირტული პური არა მხოლოდ ფლოტზე, არამედ ჯარშიც გამოიყენება. ასეთი პურით მომარაგება ნებისმიერი მომსახურე პირს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია. მაგალითად, ომის ან ლოჯისტიკის პრობლემის შემთხვევაში. ყველა, ვისაც დასპირტული პური ნაჭამი აქვს, ამბობს, რომ ძალიან უგემურია. და მაინც „ჭამა მოგინდება“, არჩევას არ დაიწყებ. მით უფრო, „უმად“ არ მიირთმევენ. ჯერ დაკონსერვებული პურიდან მთელი სპირტი უნდა აორთქლდეს. სპირტის აორთქლების შემდეგ გემოს თვალსაზრისით საკვებად ვარგისი ხდება.

დასპირტული პურის მომზადება მარტივია. ეს უბრალო ახალი, ახლახანს გამომცხვარი პურია, რომელიც 96% რექტიფიცირებულ ეთილის სპირტში გააჩერეს. პური ზუსტად 5-6 საათი სპირტდება, შემდეგ პარკში ან ლითონის ქილაში იფუთება. პურიდან სპირტის ასაორთქლებლად შეფუთვა უნდა გახსნათ, რამდენიმე ადგილას დასეროთ, მეტი წყალი აპკუროთ, შემდეგ ღუმელში ან ქურაზე მოათავსოთ. რამდენიმე წუთში საკვებად ვარგის პურს მიიღებთ, რომელსაც მწარე „არყის“ გემო აქვს.