ცხვირგრძელა მარწყვის მოყვარულია. ორგანული პრეპარატებით დროულად ებრძოლეთ

მშვენიერი კენკრის, მარწყვის დრო მოვიდა. ვის არ უყვარს? საწყენია, როცა უხვად ყვავილობს, მაგრამ კენკრას არ იძლევა. წელს როცა კენკრა ყვავილობას იწყებდა, 1 კვირით აგარაკიდან წასვლა მომიწია. ვნერვიულობ, თუ რა მოხდება. ალბათ, ცხვირგრძელა დაუსჯელობას გრძნობს და ჩემი მარწყვით იკვებება.

ნაადრევ გაზაფხულზე მარწყვი პრევენციის მიზნით 2–ჯერ დავამუშავე. თოვლის გადნობის და მარწყვის კვლების ნაწილობრივ გათბობის შემდეგ ყველა მშრალი და დაავადებული ფოთოლი, გასული წლის მულჩი მოვაშორე, მიწა გავაფხვიერე, ბორდის სითხით მოვრწყე, 1 კვირის შემდეგ ინტა–ვირი გამოვიყენე. მეორე დამუშავების დროს ყველა ბუჩქი დავათვალიერე, ხმელი, დაავადებული ფოთლები მოვაშორე და აზოფოსკით გამოვკვებე.

როცა აგარაკიდან მივდიოდი, მარწყვი ყვავილობას იწყებდა, მაგრამ ცხვირგრძელა ჯერ არ ჩანდა. ყველა ყვავილი მთელი იყო. ეს საზიზღარი ცხვირგრძელა კოკრების გამოჩენისას სახიფათოა. მათში მდედრი ცხვირგრძელა კვერცხებს დებს და ყვავილის შუაგულს ჭამს. ასე ყვავილი შავდება.

ხვალ აგარაკზე ვბრუნდები. გადავხედავ, თუ ცხვირგრძელას დავინახავ, აკტოფიტთან ან ფიტოვერმთან შერეულ ბიტოქსიბაცილინით დავამუშავებ. ბიტოქსიბაცილინი, აკროფიტი და ფიტოვერმი ბუნებრივი წარმოშობის ბაქტერიული პრეპარატებია, რომლებიც მცენარის მავნებლებთან საბრძოლველად არის შექმნილი და ადამიანისთვის სრულიად უსაფრთხოა. მიწაში არ გროვდება და მარწყვის გემოზე გავლენას არ ახდენს.

50 გ ბიტოქსიბაცილინი და 10 მლ ფიტოვერმი 10 ლ წყალში გააზავეთ და მცენარე მორწყეთ. ამ ნარევით მარწყვის კვლები დილით ან დღისით დაამუშავეთ. ცხელ ამინდში უკეთესად მუშაობს. კარგად დაამუშავეთ, რომ ხსნარი ფოთლების ყველა ნაკეცს, კოკორს და მარწყვის გარშემო მიწას მოხვდეს. ამ ნარევით მარწყვი კენკრის აღებამდე რამდენიმე დღით ადრეც შეგიძლიათ დაამუშავოთ.

სხვათა შორის, ეს პრეპარატები ობობის ტკიპის, კოლორადოს კარტოფილის ხოჭოს, ფოთოლმჭამელის და სხვა მავნებლის წინააღმდეგაც გამოიყენება. ამ ხსნარით მავნებლების წინააღმდეგ შეგიძლიათ დაამუშავოთ ხეხილი, კომბოსტო, კარტოფილი, ბადრიჯანი, პომიდორი, წიწაკა და ყურძენი.

რეკომენდაციები ხალხური საშუალებებით მავნებლებთან ბრძოლისას:

  1. 1 ს/კ მდოგვი 1 ლ წყალში გააზავეთ. გადაწურეთ და მცენარე მორწყეთ.
  2. 100 გ ნიორი გაატარეთ და 10 ლ წყალი დაუმატეთ. 5 დღე გააჩერეთ. შემდეგ წიწვის ექსტრაქტი და 2 ს/კ ბორის მჟავა დაუმატეთ. მიღებული ნარევით მარწყვი დანამეთ.

ბევრი ფიქრობს, რომ ამ რჩევების გამოყენებისას მარწყვს მდოგვის ან ნივრის სუნი ექნება. თუ გამოყენებული გაქვთ, გვიამბეთ, აქვს თუ არა სუნი კენკრას. როგორი ეფექტი მიიღეთ ამ ხალხური საშუალებების გამოყენებით? როგორ ებრძვით ცხვირგრძელას თქვენს ნაკვეთზე? კარგ მოსავალს გისურვებთ!