წმენდის „საბჭოური“ მეთოდი, რომელიც ჭუჭყიან ტაფას აიძულებს ახალივით გამოიყურებოდეს

ადრე თუ გვიან ნებისმიერი ჭურჭელი იმდენად ჭუჭყიანდება, რომ „ტრადიციული“ მეთოდებით ღრუბლის, საფხეკის და მაღაზიაში ნაყიდი საშუალებების გამოყენებით გარეცხვა შეუძლებელია. ეს განსაკუთრებით ეხება ყველა შესაძლო ქვაბს და ტაფას, რომელსაც ცხიმთან და ტემპერატურის ცვლილებებთან მუდმივი კონტაქტი აქვს. ცოტამ თუ იცის, მაგრამ ჭუჭყიანი ტაფის ბზინვარებამდე გარეცხვა ძალიან მარტივია. მართალია, ზოგიერთი კომპონენტის შოვნა მოგიწევთ.

სამზარეულოში ჭუჭყიან ტაფაზე უფრო შესამჩნევი არაფერია! ადრე თუ გვიან სარეცხი საშუალება და ჩვეულებრივი ღრუბელი ნამწვის წინააღმდეგ უძლურია. ასეთ სიტუაციაში ძველი, კეთილი ლითონის ღრუბელიც ვერ დაგეხმარებათ. რამდენიც არ უნდა გახეხოთ, ჭუჭყი უფრო ძლიერია. ამ შემთხვევაში „მძიმე არტილერიის“ ჩართვა მოგიწევთ. „ბებიისეული“ რეცეპტები გამოიყენეთ.

ტაფის გასაწმენდად დაგჭირდებათ: 300 გ კალცინირებული სოდა, 1 ჭიქა სილიკატის წებო, 1 ჭიქა მცენარეული ზეთი, 1 სარეცხი საპონი. ასევე დაგჭირდებათ დიდი ზომის ქვაბი ასადუღებლად. ქვაბი საკმაოდ დიდი უნდა იყოს, რომ მასში ჭუჭყიანი ჭურჭელი (ამ შემთხვევაში, ტაფა) ჩაეტიოს. რეცხვის პროცესზე გადავიდეთ.

დიდი ქვაბის 2/3 მოცულობა წყლით გაავსეთ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი ჩაყარეთ. გირჩევთ, სარეცხი საპონი ნატეხებად დააქუცმაცოთ ან გახეხოთ. ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ, მუდმივად აურიეთ. დარწმუნდით, რომ სარეცხი საპონი გაიხსნა. ადუღებულ ნარევში ჭუჭყიანი ტაფა (ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ჭურჭელი) მოათავსეთ. ამის შემდეგ მისი „მოხარშვა“ დაიწყეთ. 5-7 წუთით მოიცადეთ, შემდეგ ტაფა ამოიღეთ და ცხიმის მოშორება სცადეთ. თუ თავისით არ მოშორდება, კიდევ 5-10 წუთით ხარშეთ, შემდეგ ისევ შეამოწმეთ. ასე გამარჯვებამდე გააგრძელეთ.