10 წელია ბეტონზე ერთი ბზარიც არ გაჩენილა – დაიტრაბახა მეზობელმა და საიდუმლო გამიმხილა

Novate გიზიარებთ ცემენტის ხსნარის შერევის წარმატებულ გამოცდილებას ერთ–ერთი მომხმარებლისგან. ასეთი ბეტონით მომზადებულ ფილებსა და სხვა ობიექტებზე ბზარები და სხვა დეფექტები არ გაჩნდება.

ბეტონის კონსტრუქციების წარმოების ქარხანაში მუშაობის გამოცდილება ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მიიღო. ჯერ მუშა იყო, დროთა განმავლობაში ვიბროპრესზე მუშაობა დაიწყო. ამ ქარხანაში თითქმის ყველაფერს აწარმოებდნენ, დაწყებული ფილებით და დამთავრებული სტატუეტებით. კიბე, რიკული, ნებისმიერი არქიტექტურული ფორმა – მოკლედ, დიდი გამოცდილება ჰქონდა. თან ქარხანაში როგორც ვიბროპრესის, ასევე ჩამოსხმის ტექნოლოგიას იყენებდნენ. ეს დიდი გამოცდილება აგარაკზე გამოადგა.

ბეტონის შერევისას დაიცავით სამი წესი:

  1. წყალი ნორმის მიხედვით დაასხით;
  2. პლასტიფიკატორი ყოველთვის გამოიყენეთ;
  3. ბეტონი მომწიფების პერიოდში აუცილებლად მორწყეთ;

ბეტონი 1 ნაწილ М500 ცემენტს, 4 ნაწილ ღორღს და 3 ნაწილ სუფთა ქვიშას შეიცავს. პირველ რიგში, ცემენტი და შემავსებელი მშრალად აურიეთ, შემდეგ წყალი დაუმატეთ. СЗ პლასტიფიკატორი გამოიყენეთ, რომელიც ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ, ხოლო მისი რაოდენობა ნარევში ცემენტის საერთო მასის 1 %.

მთლიანობაში, ყველა გათვლა ცემენტის წონასა და წყალს ეფუძნება. წყალ–ცემენტის პროპორციის კოეფიციენტის მიხედვით. თუ ქვიშა მშრალია, მაშინ 0,35 კოეფიციენტია, ხოლო თუ სველია – 0,25 კოეფიციენტი. ცემენტის წონა კილოგრამებში კოეფიციენტზე მრავლდება და წყლის საჭირო მოცულობა ლიტრებში მიიღება.

თავიდან შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთი მოცულობის წყალი ბეტონის შესარევად საკმარისი არაა, მაგრამ პლასტიფიკატორის ხარჯზე ძალიან ელასტიური და ისეთი გამოვა, როგორიც უნდა იყოს.

აღმოჩნდა, რომ ჭარბი წყალი ბეტონს გამძლეობას ართმევს. ჰიდრატაციის პროცესში მხოლოდ წყლის ნაწილი შედის, დანარჩენი ნარევში წვეთების სახით რჩება, ბეტონს ფოროვანს ხდის და მომავალში ბზარებს იწვევს.

თუ შესაძლებლობა გაქვთ, ბეტონის ჩასხმისას ვიბროაპარატი გამოიყენეთ ან პერფორატორის ვაზნა ყალიბში ჩადეთ და ნარევი შეანჟღრიეთ, რომ ნარევში ყველა სიცარიელე აღმოფხვრათ.

ბეტონის ჩასხმის შემდეგ პარკი დააფარეთ, რამდენიმე დღე გააჩერეთ და წყლით მორწყეთ, რომ მზეზე არ გაშრეს. ყოველდღე მორწყეთ და პარკის ქვეშ მინიმუმ 1 კვირა გააჩერეთ, რომ სრულად მომწიფდეს.