რჩევა, როგორ შეარჩიოთ სწორად ტკბილი და მწიფე საზამთრო ბაზარში ან მაღაზიაში

როცა საქმე საზამთროს შეძენას ეხება, ყველას სურს, რომ კენკრა მწიფე და ტკბილი იყოს. ოღონდ ასეთის პოვნა ადვილი არაა. ერთი შეხედვით, დახლზე ყველა საზამთრო ერთნაირია. ამ მიზეზით, გემრიელი ხილის ყველაზე აშკარა ნიშნების ცოდნა მნიშვნელოვანია. Novate გასწავლით, როგორ შეარჩიოთ ტკბილი საზამთრო სწრაფად.

1. ზომა და წონა

საზამთროს ნორმალური ზომა სახეობის და წარმოების ადგილის მიხედვით შეიძლება დიდად განსხვავდებოდეს. თუმცა, სავარაუდოდ, დახლზე ყველა საზამთრო ერთი პარტიის იქნება, ამიტომ კენკრის ზომით გარკვეული დასკვნის გაკეთება შესაძლებელია. ძალიან დიდი და ძალიან პატარა არ შეიძინოთ. დიდი საზამთროს შემთხვევაში არის რისკი, რომ ხილი ზედმეტად გამოკვებეს. მეორე შემთხვევაში – საკმარისად არ გააჩერეს. კენკრის ოპტიმალური წონა – 6-9 კგ.

2. სიმკვრივე და ხმა

საზამთროს ვიზუალური შეფასებისას დააკაკუნეთ და დაუტყაპუნეთ (ფანატიზმის გარეშე!). მწიფე საზამთროზე დარტყმისას პასუხად დამახასიათებელ ექოს გაიგებთ. თუ ხმა ყრუა, საზამთრო, სავარაუდოდ, საკმარისად მწიფე არაა. ყრუ და ზარიანი ექოს ხმის გარჩევას ყველა ვერ ახერხებს. აქ, ვერაფერს გახდებით, ეს უნარი მხოლოდ გამოცდილებით მოდის. 10-15 კენკრის შესწავლით მიიღებთ გარკვეულ წარმოდგენას, თუ რაზეა საუბარი.

ასევე საზამთროზე ხელის ტყაპუნი ზედმეტი არაა, წინასწარ მეორე ხელით დაიკავეთ. კენკრის გვერდზე დაატყაპუნეთ. თუ საზამთრო კარგი და მწიფეა, მეორე ხელზე დამახასიათებელ ექოს მიიღებთ. თუ საზამთრო ზედმეტად მწიფეა ან, პირიქით, მკვახე, რბილობი დარტყმას შთანთქავს.

3. ფორმა, ფერი, ლაქა

პოპულარული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, საზამთროს ფორმა მის გემოსა და სიმწიფის ხარისხზე გავლენას არ ახდენს. ფორმის მიხედვით საზამთროს არჩევა უსარგებლო საქმეა. ლაქები სხვა საქმეა. თუ საზამთროს დამახასიათებელი ყვითელი ლაქა აქვს, გამოდის, რომ კენკრა საკმარის სინათლეს იღებდა, სანამ ბოსტანში იდო. თუ ლაქა მოთეთრო ან ფერმკრთალია, საზამთრო მწიფე არაა ან საკმარის მზეს ვერ იღებდა.

კენკრის ქერქის ფერს ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ. ამას საზამთროს სიმწიფის ხარისხზე ბევრის თქმა შეუძლია. უმჯობესია, როცა საზამთროს ქერქს მუქი მწვანე ზოლები აქვს. მწიფე საზამთროს „კანის“ ფრჩხილით გახვრეტა რთულია.

4. “ღილი“ და ყუნწი

პოპულარული მოსაზრების მიხედვით, კარგ მწიფე საზამთროს ყოველთვის ხმელი ყუნწი აქვს. სინამდვილეში, ყუნწი არაფერს ნიშნავს. ზოგიერთ რეგიონში სანამ საზამთრო დამწიფდება, ყუნწი უკვე ხმება. სხვა საქმეა „ღილი“, რომლიდანაც ყუნწი გამოდის. სასურველია, რომ არა უბრალოდ გამხმარი, არამედ უკვე გამაგრებული იყოს. თუ „ღილი“ ჯერ კიდევ მწვანეა, მაშინვე სხვა საზამთრო მოძებნეთ.