19 ლიტრიანი ბოთლი გამწვანდა: როგორ გავრეცხოთ სასარგებლო ჭურჭელი ჭუჭყისა და წყალმცენარეებისგან

არასწორ დროს და არასწორ ადგილას დატოვებული ბოთლი, კასრი და ვედროც ადრე თუ გვიან შეიძლება მწვანე წყალმცენარეებით დაიფაროს. ჭურჭლის დაბინძურების ბევრი სხვა სახეობაც არსებობს. ასეთი ჭურჭლის გამოყენება ტექნიკური მიზნისთვისაც მინიმუმ უსიამოვნოა, არაფერს ვამბობთ საყოფაცხოვრებო მიზნებზე. სწორედ ამიტომ, ჭუჭყიან ან მწვანე ბოთლს, იქნება 5–იანი თუ 20-იანი, გარეცხვა არ აწყენდა. Novate სასარგებლო ხრიკს გიზიარებთ.

1. ლიმონმჟავა გამოიყენეთ

მოამზადეთ ლიმონმჟავის ხსნარი: 100 გრამი ლიმონმჟავა 20 ლ წყალზე. ხსნარი ჭურჭელში ჩაასხით და აურიეთ. ხსნარით სავსე ჭურჭელი აქტიურად შეანჯღრიეთ. 10 წუთის განმავლობაში არ შეჩერდეთ. ახლა მთელი ღამით გააჩერეთ. დილით უბრალო საყოფაცხოვრებო ქიმიით გარეცხეთ და სუფთა წყალი რამდენჯერმე გაავლეთ.

2. სოდა გამოიყენეთ

ძველი, კეთილი სოდა ნებისმიერ ჭუჭყს აშორებს. 20 ლიტრიან ბოთლზე 250-300 გრამი სოდა დაგჭირდებათ. სოდას ცოტა წყალი დაასხით და აურიეთ. ამის შემდეგ ბოთლი აქტიურად შეანჯღრიეთ და რამდენიმე საათით გააჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ 7-10 წუთით კიდევ ერთხელ შეანჯღრიეთ. ამის შემდეგ ხსნარი გადაასხით და სუფთა წყალი გაავლეთ.

3. მექანიკური მეთოდები გამოიყენეთ

რამდენიმე ლითონის ნეჭა (ჭურჭლის სახეხი) აიღეთ. ბოთლში ჩადეთ. თბილი წყალი ჩაასხით და აქტიურად შეანჯღრიეთ. ჭუჭყიანი წყალი გადაასხით, სუფთა წყალი გაავლეთ. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ. თუ ლითონის ნეჭა არ გაქვთ, ფეტვით, ლობიოთი ან ხორბლით და ცოტა წყლით ჩაანაცვლეთ. ბოთლი შიგნიდან ქვიშით შეგიძლიათ გახეხოთ. მექანიკური მეთოდი სოდის ან ლიმონმჟავის ხსნართან კომბინაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ.

4. ზღვის მარილი გამოიყენეთ

ალბათ, ყველაზე უჩვეულო წმენდის მეთოდი. ზოგადად, ზემოთ აღწერილისგან დიდად არ განსხვავდება. პირველ რიგში, ბოთლში ზღვის მარილი ჩაყარეთ. მარილი სჯობს რომელიმე მაღაზიაში ნაყიდ საშუალებასთან ერთად გამოიყენოთ. 2 სუფრის კოვზი მარილი საკმარისია. წყალი ბევრი არ ჩაასხათ. ხსნარი მოამზადეთ, 5 წუთით ბოთლი შეანჯღრიეთ, შემდეგ ნახევარი საათით გააჩერეთ. როცა დრო მოვა, ხსნარი გადაასხით, ჭურჭელი სუფთა წყლით გარეცხეთ.