9 იდეა, როგორ განაახლოთ ინტერიერი მხოლოდ ერთი ნივთით და კარგად დაზოგოთ თანხა

დამტკიცებულია, რომ თუ ბინაში რემონტი დიდი ხანია არ გაგიკეთებიათ ან არაფერი შეგიცვლიათ, საცხოვრებელი დეპრესიას იწვევს. რა უნდა გააკეთოთ, თუ ახალი დივნის, სხვა შპალერის ან ახალი სასადილო ნაკრების საყიდლად ფული არ გაქვთ? Novate გირჩევთ გამოიყენოთ ერთი თეორიის ნივთი – სხვა უსარგებლოს ნივთის ჩანაცვლება. აი, რამდენიმე იდეა, როგორ განახორციელოთ.

იდეა 1: სარკე მოულოდნელ ადგილას ჩამოკიდეთ

სარკე ინტერიერში ბევრ სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია გამოსახულების არეკვლა, რომ შევაფასოთ, როგორ გამოვიყურებით. მეორე, სივრცეს ვიზუალურად აფართოებს, ნათელს და მსუბუქს ხდის. მესამე, შესანიშნავი დეკორია, მაგრამ რატომღაც გასაფორმებლად იშვიათად განიხილება. სულ ტყუილად. ერთი და იმავე სტილის ორი სარკე საწოლის ორივე მხარეს ბრის ნაცვლად შეგიძლიათ ჩამოკიდოთ. ასე საძინებელი ოთახი ელეგანტური და მხიარული გამოვა.

კიდევ ერთი ვარიანტი: სარკე სამზარეულოს სამუშაო ზედაპირის ზემოთ, ფანჯრის მოპირდაპირედ ჩამოკიდეთ. ასე სამზარეულოში სინათლის რაოდენობას გაზრდით და ჭურჭელს ყოველთვის კარგი განწყობით დაალაგებთ, რადგან კარგ ადამიანს გაუღიმებთ.

იდეა 2: საწოლთან ერთი სანათი შეცვალეთ

ადრე საძინებელ ოთახში ერთნაირი სანათების დაკიდება სიმეტრიისთვის მოდური იყო. ახლა ასეთი ხრიკი მოსაწყენი, ბანალური და მოძველებულია. ტრადიციულ ინტერიერზე უარი თქვით. ერთი სანათი სრულიად სხვა, მოდელისგან განსხვავებული სანათით ჩაანაცვლეთ. მაგალითად, ეკლექტიკურ ინტერიერში ჰაიტექის სტილის ნათურის და კლასიკური ტორშერის კომბინაცია მისაღებია. თუ კარდინალური ცვლილებებისთვის მზად არ ხართ, მსგავსი კონსტრუქცია, ოღონდ სხვა ფერში შეიძინეთ ან ერთ–ერთი სანათის აბაჟური გამოცვალეთ. სხვათა შორის, აბაჟური შეგიძლიათ საკუთარი ხელით გააკეთოთ ან ძველი აბაჟური ლენტით, მაქმანით, ღილით და სხვა ხელმისაწვდომი საშუალებით განაახლოთ.

იდეა 3: საწოლის ტუმბოს ალტერნატივა მოძებნეთ

სტანდარტული საწოლის ტუმბოები საკმაოდ ბანალურია. რა თქმა უნდა, ორიგინალური დიზაინის შეგიძლიათ მოძებნოთ, მაგრამ ძვირი დაგიჯდებათ. გირჩევთ არასტანდარტული გზა აირჩიოთ და ტუმბოების ნაცვლად დადგათ წიგნების დასტა, დაწნული კალათა ან ძველი ჩემოდანი. მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება, მთავარია, რომ სიმაღლით საწოლის ტოლი იყოს და დადოთ ნივთები, როგორიცაა მაღვიძარა, წიგნი, ღამის ნათურა, ჭიქა წყალი და ა.შ.

იდეა 4: ბინა მცენარეებით გააფორმეთ

როგორც წესი, მისაღებ ოთახში ბევრი ცარიელი კუთხეა. ამ სამწუხარო უსამართლობის გამოსასწორებლად მაღალი მცენარე კასრში შეიძინეთ. მცენარე დივნის გვერდითაც მშვენივრად გამოიყურება. ანტიკვარულ ლარნაკზე ან ძვირიან დიზაინერულ სტატუეტზე ცუდი არაა. კიდევ უფრო შორს წადით და ოთახი ხით, მაგალითად, ციტრუსის, ყავის ან ავოკადოს ხით დაამშვენეთ. ბენჯამინის ფიკუსი წაუგებელი ვარიანტია. მისი ნახვა ხშირად შეიძლება დიზაინერულ ბლოგებში. ეს მის სილამაზეს და პოპულარობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

იდეა 5: სასადილო ზონას „უცხო“ სკამები შემატეთ

სასადილოს ნაკრები სამზარეულოს ან სასადილო ოთახის გულია. მაქსიმალურად მოდური და ჰარმონიული რომ იყოს, ბინის მფლობელები ხშირად მზა ნაკრებს ყიდულობენ ან ცალკე მაგიდას და 4 ერთნაირ სკამს, რომლებიც ერთმანეთს იდეალურად ეთავსება. რა მოხდება, თუ ამ იდილიას დაარღვევთ ან ინტერიერში ცოტა ქაოსს შემოიტანთ? ამისთვის საკმარისია, რომ უცხო სკამი შეიძინოთ ან სხვა ოთახიდან გამოიტანოთ. მთელი სურათი უფრო საინტერესო გახდება.

როგორც ვარიანტი, ერთი სკამის გადასაკრავი შეცვალეთ. რბილი ბალიში დაადეთ ან ნაჭრის გადასაკრავი შეკერეთ, რომელიც სკამს გამოკვეთს. თუ ხის ავეჯი გაქვთ, სხვა ფერში გადაღებვით განაახლებთ. ფერი განწყობის მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ: დღეს – ყვითელი, 1 თვეში – წითელი, 6 თვეში – მწვანე. გეშინიათ, რომ ასეთი ექსპერიმენტი ინტერიერზე ცუდად აისახება? აირჩიეთ ფერი, რომელიც სხვა აქცენტურ დეტალებს ემთხვევა, მაგალითად, ფარდა, ხალიჩა ან ნახატი.

იდეა 6: სუფრა–ბილიკი შეიძინეთ

რაღაც გაკლიათ სასადილო ზონაში ან არ შეგეფერებათ სკამის ვარიანტი? მაშინ ყოველდღიური სუფრის ნაცვლად ვიწრო სუფრა გადააფარეთ. მის შეძენას მაღაზიებში შეძლებთ. ასევე თავად შეგიძლიათ შეკეროთ, თუ სახლში საკერავი მანქანა და ზედმეტი ქსოვილი გაქვთ.

სხვათა შორის, ქსოვილის შესახებ. აუცილებელი არაა, რომ განსაკუთრებული ქსოვილი იყოს გამძლე ნარევით გაჟღენთილი ან რაიმე დამატებითი ფუნქციით. ფერადი ბილიკისთვის, რომელიც სამზარეულოს ან სასადილოს აქცენტი გახდება, ნებისმიერი ქსოვილი, თუნდაც სარაფნის ჩითიც გამოგადგებათ. სხვათა შორის, ასეთი მასალის დიდ ნაწილს დაახლოებით 50 სმ სიგრძის სიგანე აქვს, ამიტომ 40 სმ სიგრძის ნაჭერი საკმარისია. სუფრის გაშლისას ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზებით შეზღუდული არ ხართ, ამიტომ ასეთი ჩითის ნაჭერი საკმარისად გეყოფათ.

იდეა 7: დააგეთ ხალიჩა სამზარეულოში

ბევრი დიასახლისი სამზარეულოში ხალიჩის დაგებაზე უარს ამბობს, რადგან ეშინია, რომ რამდენიმე დღეში ჭუჭყიანი, ნაფშვენებით და ცხიმის ლაქებით სავსე იქნება. ნამდვილად ასე მოხდება, თუ სტანდარტულ ძველებურ ხალიჩას აირჩევთ. თანამედროვე მაღაზიებში იყიდება სხვადასხვა ვარიანტი, რომლებიც სპეციალურად სამზარეულოსთვის შექმნეს. ასეთი ხალიჩა პრაქტიკული, გამძლეა, წყალს და ჭუჭყს არ იწოვს, ამიტომ ოთახი თამამად შეგიძლიათ გააფორმოთ. წარმოიდგინეთ, როგორი სასიამოვნოა რბილ ქსოვილზე ფეხშიშველა გავლა კერძების ხანგრძლივი მომზადების დროს. ხალიჩა ინტერიერს ფერს და სირბილეს შემატებს, წარმოუდგენლად მყუდროს და სულიერს გახდის. ასეთ სამზარეულოში სტუმრები შეკრებას ნამდვილად ისურვებენ.

დაბალხაოიან ხალიჩას უპირატესობა მიანიჭეთ. იდეალურია, თუ შინნაქსოვ ვარიანტს აირჩევთ, რომელსაც ლაქების აღმოჩენის შემთხვევაში სარეცხ მანქანაში უპრობლემოდ გარეცხავთ.

იდეა 8: თანამედროვე ხელოვნების გალერეა მოაწყვეთ

ნებისმიერ ოთახში სილამაზის ადგილი არის, თუნდაც ეს სველი წერტილი იყოს. თუ გსურთ სააბაზანო ოთახს სიკაშკაშე და ორიგინალობა შემატოთ, კედლის გალერეა გააკეთეთ. რა თქმა უნდა, ტილო მოოქროვილ ჩარჩოში ნაკლებად გონივრულია, მაგრამ შეგიძლიათ გალერეა მოაწყოთ პატარა ჩარჩოებით, რომლებშიც პოსტერებს, ჟურნალის ამონაჭერს, შპალერის ან ქსოვილის ნაჭერს ჩადებთ. სურვილის შემთხვევაში „ექსპონატები“ ყოველთვე შეგიძლიათ გამოცვალოთ. გარდა ამისა, ასეთი გალერეა არსებულ დეფექტებს დამალავს. მაგალითად, თუ ბათქაში ჩამოიყარა, ხოლო რემონტს ჯერ არ გეგმავთ, დეფექტი „ნახატით“ დამალეთ და ლამაზი ინტერიერით ისიამოვნეთ.

იდეა 9: ფერადი ნაგვის ურნა

ჩვეულებრივ, რაც შეიძლება შეუმჩნეველ სანაგვე კონტეინერს ვყიდულობთ, რომ თვალში არავის მოხვდეს. საპირისპიროდ მოიქეცით და ფერადი, ლამაზი ვედრო შეიძინეთ. დიახ, დიახ, ის შეიძლება გახდეს აქცენტი, რომელიც სამზარეულოს ან სააბაზანო ოთახს ასე აკლია. დაწნული კალათა შესანიშნავი ვარიანტია. კალათა ინტერიერს სიმყუდროვის ნოტებს მყისიერად შემატებს. თუ კლასიკას იცავთ, ტრადიციული ვედრო დადგით, მაგრამ მჟავე ელფერში, რომელიც ოთახის დეკორის შესაბამისი იქნება.