ბეტონი ბეტონსარევში არ მკვრივდება და გიამბობთ, რატომ

ბეტონი დღემდე ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სამშენებლო მასალაა. ბლანტია, ამიტომ მისი კონსისტენცია თხევად ფაფას ჰგავს. ბეტონი დროთა განმავლობაში მაგრდება. ამ ორი თვისების კომბინაცია საშუალებას იძლევა, რომ ნამდვილად საოცარი ნივთები შევქმნათ. დაფიქრებულხართ, რატომ არ მკვრივდება ბეტონი ბეტონსარევში?

ბეტონი შეიძლება განსხვავებული იყოს. ამ მასალის სხვადასხვა ბრენდი არსებობს. მათგან თითოეულს საკუთარი თვისებები აქვს, ამიტომ ამა თუ იმ სფეროსთვის არის განკუთვნილი. გარდა ამისა, ბეტონის ხარისხი შეიძლება სერიოზულად შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდხანს არის გაჩერებული და დაცულია მისი მომზადების ტექნოლოგიები. ნებისმიერი ბეტონის საფუძველია ცემენტი, მშრალი და ფხვიერი ნაცრისფერი ნარევი. სწორედ ცემენტია ძირითადი შემკვრელი ელემენტი.

ბეტონის გამკვრივების პროცესს პოლიმერიზაცია ეწოდება. ის, თავის მხრივ, ორი ძირითადი ელემენტისგან შედგება. პირველი – შეკვრა, მეორე – გამკვრივება. თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა ბეტონის მომზადების ტექნოლოგიაზე, ასევე მის მარკაზეა დამოკიდებული. ბეტონის შეკვრა საკმაოდ სწრაფად ხდება. მარკის მიხედვით რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათი შეიძლება დასჭირდეს. ბეტონის გამკვრივება უფრო მეტ დროს მოითხოვს. მაგალითად, ბეტონის საძირკვლის სრულ გამკვრივებას შეიძლება 1 თვე დასჭირდეს.

რატომ არ მკვრივდება ბეტონი ბეტონსარევში? სინამდვილეში, ხსნარი იკვრება და მუდმივად მაგრდება! საშუალოდ ხსნარის ძვრადობა ყოველ საათში 25%–ით მცირდება. ჰიდრატაციის რეაქცია, რომელიც პოლიმერიზაციას იწვევს, ხსნარის მომზადებიდან, ცემენტში წყლის დამატებიდან უწყვეტლივ გრძელდება. პოლიმერიზაციის შენელება შეიძლება. განსაკუთრებით პირველ ეტაპზე. ამ პროცესის შეფერხება სამშენებლო ნარევის უწყვეტი მორევით შეიძლება.

ამ მიზეზით ბეტონის გადატანისას ბეტონსარევის მანქანის ხსნარის ჭურჭელი მუდმივად ტრიალებს. გარდა ამისა, მშენებლები იყენებენ სპეციალურ დანამატებს, რომლებიც შეკვრის პროცესის შენელებაში ეხმარებათ. ბეტონის მარკის მიხედვით პოლიმერიზაცია ხსნარის მუდმივი მორევის შემთხვევაში 2-4 საათით შეგიძლიათ შეანელოთ. და მაინც, მუდმივი მორევის შემთხვევაშიც ბეტონი ადრე თუ გვიან მაგრდება. მეორე მხრივ, უმეტესად 2 საათი საკმარისია, რომ ბეტონის ნარევი სამშენებლო მოედანზე გადაიტანოთ.