გრაფი დრაკულას რეზიდენცია: როგორ გადაიქცა რუმინეთში სასახლე ბრანი ტურისტულ ღირსშესანიშნაობად

ხალხს იდუმალი და მისტიკური ისტორიები ყოველთვის იზიდავს. გასაკვირი არაა, რომ ნახევრად მითიური პიროვნება გრაფი დრაკულა ბევრი მოგზაურობის მოყვარულის ყურადღების ობიექტი გახდა. უმეტესობა მათგანი რუმინეთში მოგზაურობისას ცნობილ სასახლე ბრანს გვერდს არ უვლის. ამ სასახლეს ვლახეთის პრინცის ვლად III ცეპეშის რეზიდენციასაც უწოდებენ. თავად გრაფი დრაკულასთვის ეს სრულიად გაუგებარი იქნებოდა, რადგან ამ საოცარი სტრუქტურის მფლობელი არასდროს ყოფილა.

ბრანის ციხესიმაგრის ისტორია მე-14 საუკუნის ბოლოდან იწყება, როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით თავდაცვითი ნაგებობის მშენებლობა დაიწყო. ეს დღესაც შესამჩნევია, თან არა მხოლოდ ფასადით და გარეგნობით, არამედ განლაგებით. სწორედ თავდაცვითი მიზეზის გამო სასახლის დარბაზი და დერეფანი რთულ ლაბირინთთან დაკავშირებულია, რომ უცნობმა, მაგალითად, დამპყრობელმა, აქედან გასვლა თითქმის ვერ შეძლოს.

საინტერესო ფაქტი: მოსახლეობის შრომა და ხარჯები, რომელიც საკუთარი უსაფრთხოებისთვის გაიღეს, სახელმწიფომ აანაზღაურა. ისინი რამდენიმე საუკუნით გადასახადებისგან გათავისუფლდნენ.

ბრანის სასახლის მრავალსაუკუნოვანი ისტორია მესაკუთრეთა დიდი რაოდენობით გამოირჩევა. მით უფრო, დიდი რუმინეთის გამოცხადების შემდეგ გარკვეული პერიოდი სამეფო რეზიდენცია იყო. და მაინც, მსოფლიოში ყველაზე მეტად გრაფ დრაკულასთან ასოცირდება. სინამდვილეში, ვლად ცეპეში, გრაფ დრაკულას ისტორიული პროტოტიპი, აქ მუდმივად არ ცხოვრობდა. მხოლოდ ზოგჯერ ლაშქრობის დროს ღამეს ათევდა. მიზეზი, რატომაც ეს ადგილი ვლახეთის სასტიკ პრინცთან ასოცირდება, დაკავშირებულია იმასთან, რომ გარეგნულად გამორჩეულია და ამ ადამიანის შესახებ ცნობილი რომანის ავტორს, ბრემ სტოკერს მოეწონა. მოგვიანებით მისი ნაწარმოების თაყვანისმცემლებმა შენიშნეს, რომ ბრანის სასახლე საოცრად ჰგავს იმას, რომელიც რომანში დეტალურად აღწერილია.

დღეს ბრანის სასახლე რუმინეთის შუა საუკუნეების ხელოვნებისა და ისტორიის ძეგლია და მუზეუმის ტიტულს ატარებს. ამ მიზეზით აქ გრაფ დრაკულასთან დაკავშირებულ ფილმებს ხშირად იღებენ. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ბრანი წარმოადგენს შუა საუკუნეების ტიპიურ ციხესიმაგრეს, რომელიც თან იდუმალების საფარველშია გახვეული. მაგალითად, მის ქვეშ რთული ლაბირინთების და გადასასვლელების მთელი სისტემაა. სასახლის კარიბჭესთან ქვის ჯვარია ამოკვეთილი გველით, რომელიც რგოლად შეკრულია – დრაკონის რაინდული ორდერის სიმბოლო, ხოლო მისი ერთ–ერთი წევრი იყო ვლად II დრაკო, თავად გრაფი დრაკულას მამა.

შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ღირსშესანიშნავი ნივთების გარდა ბრანის სასახლეში შეგიძლიათ იპოვოთ ციხის და საწამებელი საკნები, საძინებელი ოთახები ავთენტური ავეჯით და ჭა შუა ეზოში. ამ ადგილების უმეტესობას რაიმე მისტიკური ლეგენდა უკავშირდება, რომელიც ცნობილ ვლახეთის პრინცს ეხება. დღეს დრაკულას სასახლე ერთ–ერთი ცნობილი ტურისტული ადგილია რუმინეთის რუკაზე და არა მხოლოდ ვლად ცეპეშის ისტორიას, არამედ ბნელი და იდუმალი შუა საუკუნეების საერთო სულს პოპულარიზაციას უწევს.