საჭმელად ვარგისი წყლის ჭურჭელი და გასაბერი ავტოფარეხი: 6 ახალი გაჯეტი, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

სამეცნიერო–ტექნიკური პროგრესი არასდროს ჩერდება, ამიტომ აბსოლუტურად კანონზომიერია, რომ პლანეტაზე ბევრი სასარგებლო გაჯეტი რეგულარულად ჩნდება. ბოლო წლებში ეს ტენდენცია არ გაჩერებულა. მაშინაც კი, თუ გამოგონებას სენსაციურს ვერ ვუწოდებთ, უმეტესობა მათგანი აქტუალურია, რადგან შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანის ცხოვრება უფრო კომფორტული გახადოს. Novate გიზიარებთ 6 ახალ გაჯეტს, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ.

1. საჭმელად ვარგისი წყლის ჭურჭელი

რამდენიმე წლის წინ ინგლისელმა სპეციალისტებმა წარმოადგინეს უჩვეულო კონცეფცია სახელად Ooho, რომელიც საჭმელად ვარგისს წყლის ჭურჭელს გვთავაზობს. მეცნიერები თვლიან, რომ ეს მსოფლიოში არსებულ წყლის შეფუთვებს შორის ყველაზე ეკოლოგიური მეთოდია. Ooho ზღვის წყალმცენარის ექსტრაქტისგან მიღებული რბილი გარსია, ამიტომ წყლის დალევის შემდეგ შეგიძლიათ ჭურჭელი არა მხოლოდ გადააგდოთ, არამედ შეჭამოთ. მაშინაც კი, თუ საჭმელად არ მოიხმართ, ორგანული ჭურჭელი თანდათან დაიშლება ისე, რომ გარემოს ზიანს არ მიაყენებს. შემქმნელების თქმით, ასეთი შეფუთვის თვითღირებულება გაცილებით იაფია, ვიდრე პლასტმასის ბოთლების ტრადიციული წარმოება.

2. ჭკვიანი დამტენი სადგური გრძელსკამის ფუნქციით

კონცეფცია SOFT Rockers 2011 წელს შეიქმნა და გაჯეტების დამტენი პორტატული სადგურია, რომელიც დასასვენებელ ადგილსაც წარმოადგენს. გრძელსკამის ან ჰამაკის სახით წიწვოვანი ხეებისგან ამზადებენ, ზემოდან მზის ბატარეა მონტაჟდება. დეველოპერებმა კარგად მოიფიქრეს, როგორ გაეხადათ სადგური კომფორტული დღის ნებისმიერ მონაკვეთში: დღისით ადამიანს ჩრდილს აძლევს და ბატარეას მზის ენერგიით მუხტავს, საღამოს არა მხოლოდ ენერგიას გამოყოფს, არამედ თავად სადგურს ანათებს.

3. გასაბერი ავტოფარეხი ავტომობილის ნალექისგან დასაცავად

ნებისმიერი მძღოლისთვის ავტოფარეხი მოსახერხებელი და აქტუალური ადგილია, რადგან მანქანას ყოველგვარი მავნე ზემოქმედებისგან, ასევე ქალაქის მტვრით და წვიმით დაბინძურებისგან იცავს. ტრადიციული ავტოფარეხის შეძენის საშუალება ყველას არ აქვს. ამ შემთხვევაში გასაბერი ავტოფარეხი დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, ასეთი ავტოფარეხი ხელსაწყოებით სავსე თაროებს ვერ დაიტევს და დროის გასატარებლად სრულფასოვანი ადგილი ვერ გახდება, თან მასში მანქანის შეკეთებაც მოუხერხებელია, მაგრამ მანქანას წვიმისგან, სეტყვისა და ჭუჭყისგან ნამდვილად დაიცავს.

4. წურწურა ძაღლის დასაბანად

ბევრი შინაური ცხოველისთვის დაბანა საშინელი სტრესია, განსაკუთრებით შხაპის ქვეშ ან შლანგით, როცა ძაღლის ყურში ან თვალში წყლის მოხვედრის რისკი იზრდება. საინტერესო ფორმის წურწურა სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ. ასეთი წურწურა სწორედ ძაღლების დასაბანად შექმნეს. ხრიკი იმაშია, რომ წურწურა ცხოველს ერთდროულად ყველა მხრიდან ბანს, რაც წყლის ნაკადის მიმართულების კონტროლს აადვილებს. ახლა არ შეგეშინდებათ, რომ ძაღლი არასწორ ადგილას დასველდება.

5. საზოგადოებრივი ტუალეტი სპეციალური საჯდომით

საზოგადოებრივი ტუალეტებით სარგებლობა ხშირად მოუხერხებელია. ეს განსაკუთრებით საჯდომს უკავშირდება, რომლის დარეგულირება თითოეული ადამიანის ზომის მიხედვით თითქმის შეუძლებელია. მით უფრო, სავაჭრო ცენტრებსა თუ თეატრებში საბავშვო ტუალეტები არაა, რაც პატარა ვიზიტორებს უხერხულობას უქმნის. სწორედ ამიტომ, საზოგადოებრივ ტუალეტებში პატარა დიამეტრის საჯდომის დამატება კარგი გამოსავალია. ასე ყველა ადამიანი, ასაკის, სიმაღლის და მოცულობის მიუხედავად, თავს კომფორტულად იგრძნობს.

6. წყლის გამწმენდი მილი

აქტიური დასვენების პირობებში, მაგალითად, ლაშქრობის დროს, სუფთა წყლის ქონა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ყოველთვის შესაძლებელი არაა. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ კონცეფცია LifeStraw. ესაა პატარა პლასტმასის მილი, რომელსაც შეუძლია წყალი ბევრი პოპულარული დაბინძურებისგან, მაგალითად, მიკრობებისა და მიკროპლასტიკური ნაწილებისგან გაწმინდოს. მოგზაურებისა და ტურისტების გარდა ასეთი მოწყობილობა მეტნაკლებად აქტუალურია მათთვის, რომლებიც მესამე სამყაროს ქვეყნების მშრალ რეგიონებში ცხოვრობენ.