13 უცნაური სამზარეულოს გაჯეტი წარსულიდან, რომელთა დანიშნულების გამოცნობა გაგიჭირდებათ 

დრო შეუჩერებლად და სწრაფად გადის, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჩვენ გარშემო ტექნოლოგიები ასე სწრაფად იცვლება. გამონაკლისი არაა სამზარეულოს გაჯეტებიც, რომელიც სინათლის სიჩქარით იცვლება. მთელი რიგი მოწყობილობების შემხედვარე მაშინვე მათი დანიშნულების განსაზღვრა გაგიჭირდებათ. Novate გიზიარებთ 13 უცნაურ სამზარეულოს გაჯეტს წარსულიდან.

1. ყუთი შაქრის თავებისთვის

აღსანიშნავია, რომ ადამიანების უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს, რომ შაქარი ოდესღაც კონუსის ფორმით გამოდიოდა, რომელიც შაქრის თავით იყო ცნობილი. თუ გავიხსენებთ, როგორი რთული იყო ჩაის ან ყავის ფინჯანში შაქრის ნატეხის ჩადება, ასეთ ფორმასთან პრობლემა ნამდვილად უნდა წარმოქმნილიყო. შაქრის თავების წვრილად დასატეხად ყუთი სპეციალური მკვნეტარათი მოიფიქრეს. ზოგჯერ ეს უკანასკნელი ცალკეც იყიდებოდა.

2. კაკლის საფქვავი

დღეს კაკლის ან რაიმე მყარი პროდუქტის დასაფქვავად სხვადასხვა ბლენდერს ვიყენებთ. ვისაც ასეთი გაჯეტი არ აქვს, ხორცსაკეპ მანქანას ან სანაყს იყენებს. ყველა ვერ გაიხსენებს, რომ წარსულში ჰქონდათ საკუთარი გაჯეტი, რომელიც კაკლის საფქვავად გამოიყენებოდა. საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა: პატარა არღანს ჰგავს სახელურით, რომელიც ქილაზე მაგრდება.

3. გაჯეტი ბოსტნეულისა და ხილის პიურესთვის

ერთი შეხედვით, ასეთი მოწყობილობა წვენის ან სხვა ნივთიერების გასაწურად შეგვიძლია გამოვიყენოთ. სინამდვილეში, გაჯეტს რამდენიმე ათეული წლის წინ ხილის, კენკრის ან ბოსტნეულის პიურეს გასაკეთებლად იყენებდნენ. ამ მიზნით ნაყოფს საწურში ფილთაქვით ხეხავდნენ, შემდეგ მიღებული პროდუქტიდან წვენი თასში ჩაედინებოდა.

4. ელექტრო ბრინჯის სახარში

მარტივი მისახვედრია, რომ ასეთ მოწყობილობაში რაღაცის მოხარშვა შეიძლება. აი, თუ რა, ამას ყველა ვერ მიხვდება. საუბარია ცნობილი მწარმოებლის Sony–ს გაჯეტზე, რომელმაც ელექტრო ბრინჯის სახარშის შექმნა გადაწყვიტა. სიტყვაზე, კომპანიისთვის, რომელიც 1946 წელს დაარსდა, ეს მოწყობილობა პირველი პროდუქტი იყო.

5. დანა ფორთოხლის გასათლელად

ერთი შეხედვით, ფორთოხალი საკუთარი წვენსაწურით სხვა ხილისგან ისედაც გამორჩეული იყო. აღმოჩნდა, რომ ძველად ამით არ გაჩერებულან. მაგალითად, გასულ საუკუნეში რუსეთში შექმნეს სპეციალური დანა, რომელსაც ნარინჯისფერი ციტრუსიდან ქერქის გასათლელად იყენებდნენ.

6. კედელში ჩაშენებული კონსერვის დანა

მაღაზიებში კონსერვის დანის სხვადასხვა ვარიანტი შეგიძლიათ იპოვოთ: ჩვეულებრივი, ბორბლიანი, მექანიკური ან ელექტრო. თითოეულს დანიშნულების გარდა კიდევ ერთი მსგავსება აქვთ – პორტატიულობა. ოდესღაც კონსერვის დანა ამ უკანასკნელ თვისებას მოკლებული იყო. მაშინ გაჯეტს კედელში აშენებდნენ. რთული სათქმელია, რამდენად მოსახერხებელი იყო, მაგრამ მფლობელი დარწმუნებული იყო, რომ მოწყობილობა არ დაიკარგებოდა.

7. იარაღი ტორტის გასაფორმებლად

თუ ამ მოწყობილობას მინიშნების გარეშე შეხედავთ, გაგიჭირდებათ მიხვდეთ, რა იარაღია. მისი საცმებიც საკმაოდ უჩვეულოა. საკმარისია, შეფუთვას დახედოთ და ყველაფერი ნათელი გახდება: სამზარეულოსთვის არატრივიალური ფორმის გაჯეტი ფიგურული ცომეულის მოყვარულებისთვის კარგი დამხმარე იყო. საკმარისია, საცმი შეცვალოთ და ცომეულის საინტერესო ფორმა მიიღოთ.

8. ვინტაჟური ტოსტერი

ამ ნივთის შემხედვარე რთული მისახვედრია, რომ საერთოდ გაჯეტია და არა უცნაური დეკორის ნივთი ან რაიმე მოწყობილობის ელემენტი. მაგალითად, ძველი საკერავი მანქანის ფეხს ჰგავს, რომელიც მუხრუჭზე მუშაობდა. სინამდვილეში, რამდენიმე ათეული წლის წინ ტოსტერი სწორედ ასე გამოიყურებოდა.

9. საყიდლების სიის შემხსენებელი

როგორც არ უნდა განვითარდეს ტექნოლოგიები, კაცობრიობის გულმავიწყობა ყოველთვის იარსებებს. სწორედ ამიტომ, ახლა ვიყენებთ სხვადასხვა შემხსნებელს, ჩანაწერს ტელეფონში ან ჭკვიან სტიკერებს. ძველად ხალხმა მოიფიქრა სხვადასხვა მეთოდი, რომ სახლისთვის პროდუქტების შეძენა არ დავიწყებოდათ. ბევრ ქვეყანაში პოპულარული იყო გაჯეტი, რომელიც გულმავიწყობის პრობლემას აგვარებდა და დიასახლისს ახსენებდა, თუ რით უნდა შეევსო მაცივარი. ეს იყო სპეციალური დაფა ყველაზე გავრცელებული პროდუქტების წარწერებით და მაჩვენებლებით. საკმარისი იყო, ამ გაჯეტზე აღგენიშნათ, რა გაკლდათ სახლში და საყიდლების სიაც მარტივად და პრობლემების გარეშე იქმნებოდა.

10. სასწორი კვერცხისთვის

აღსანიშნავია, რომ საშუალო კლასის ოჯახებში ასეთ მოწყობილობას ძველადაც ვერ ნახავდით. ჩვეულებრივ, ფერმერები იყენებდნენ. ასეთი სასწორი გასაყიდი კვერცხის წონის კატეგორიის დასადგენად გამოიყენებოდა. სხვა ფუნქციაც ჰქონდა: მისი დახმარებით ქათმების გასამრავლებლად ყველაზე შესაფერის კვერცხებს არჩევდნენ.

11. პურის საჭრელი

თანამედროვე ადამიანი ამ მოწყობილობის შემხედვარე გაიფიქრებს, რომ რაღაც ლამაზი სადგამია. სინამდვილეში, ათეული და ასეული წლის წინ პურის საჭრელი იყო. რა თქმა უნდა, ზომებით დღევანდელ ანალოგთან შედარებით შეუთავსებელია, მით უფრო დღეს ამ უკანასკნელს სულ უფრო იშვიათად იყენებენ – მწარმოებლები ბევრ პურს ჭრიან.

12. საკონდიტრო დანა

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ნივთის დათვალიერებისას პირველი ასოციაციები საჭმელთან ან სამზარეულოსთან იყოს დაკავშირებული. ეს ნივთი რაღაც რთულ ფიწალს ჰგავს. ასეთი გაჯეტი ბევრ კონდიტერს და ცომეულის მოყვარულს სახლში ჰქონდა. ესაა საკონდიტრო დანა პეროგის ან ტორტის ნაჭრების დასაჭრელად, თან მოსახერხებელი სპატულის ფუნქციის შესრულებაც შეეძლო.

13. “კარაქის დამხვევი“

ალბათ, გაგიჭირდებათ იპოვოთ ადამიანი, რომელსაც კარაქის ასე ფიგურულად დაჭრა მოუნდება, სანამ პურს წაუსვამს. ადრე ამისთვის სპეციალურად თავს იმტვრევდნენ. ასე შეიქმნა არატრივიალური გაჯეტი „კარაქის დამხვევი“, რომელიც არა მხოლოდ ლამაზ კარაქის ნაჭრებს ქმნის, არამედ კარაქის თეფშის როლსაც ასრულებს.