An-2 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის სავარძლები ნახვრეტიან ნიჟარებს ჰგავს

თუ რომელიმე An-2 ტიპის სატვირთო–სამგზავრო თვითმფრინავის ბორტში შეიხედავთ, მის სალონში ერთ საინტერესო თავისებურებას შეამჩნევთ. თითოეულ სამგზავრო სავარძელს ერთი უცნაური ნახვრეტი აქვს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სავარძლებში ასეთი ნახვრეტები უბრალოდ სილამაზისთვის გააკეთეს. Novate გიამბობთ, რისთვის არის საჭირო.

An-2 ტიპის თვითმფრინავი ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დღემდე გამოიყენება. თვითმფრინავი ფრენას აგრძელებს, მცირეძრავიანი ავიაციის ფუნქციას ასრულებს. ყველაზე ხშირად An-2 ტიპის თვითმფრინავი სატვირთო–სამგზავროა. არსებობს მანქანების მოდელები, რომლებიც მხოლოდ ერთი ამოცანისთვის განკუთვნილია. თვითმფრინავის დანიშნულება შეგიძლიათ განსაზღვროთ იმის მიხედვით, თუ როგორი სავარძელია მის სალონში დამონტაჟებული.

პირველი კითხვა, რომელიც An-2–ს სავარძლებთან დაკავშირებით ჩნდება, მასში არსებულ ნახვრეტს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ არ კეთდება და მით უფრო სილამაზისთვის. მსგავსი სავარძლები მხოლოდ სატვირთო თვითმფრინავებში გვხვდება. თუ კარგად დააკვირდებით, სავარძლების ზემოთ კედლებზე შეამჩნევთ რგოლებს ტვირთის მისაბმელად. რგოლები უძრავია, ამიტომ სავარძელზე ნახვრეტის გაკეთება აუცილებელია. მსხვილი ზომის საქონლის ტრანსპორტირებისას სავარძლები ქვემოთ იკეცება, ხოლო ნახვრეტი ფიქსირებულ რგოლთან წვდომის საშუალებას ტოვებს. უბრალო სამგზავრო თვითმფრინავში სავარძლებს ასეთი ნახვრეტები არ აქვს.

მეორე კითხვა An-2–ის თვითმფრინავების სავარძლების ფორმას უკავშირდება. რატომ ჰგავს აბაზანის ნიჟარას? აქ, ყველაფერი მარტივადაა. საქმე იმაშია, რომ ასეთი ფორმა დასაჯდომად სივრცეს ზოგავს. გამოდის ადამიანი დაჯდომისას თითქოს მასში „ეფლობა“ და ნაკლებ ადგილს იკავებს. გარდა ამისა, როცა საქმე ქალის სავარძელს ეხება, ასეთი ფორმა უფრო მოსახერხებლად ითვლება.