სპინერი, ბალიში და ვებკამერა: 14 ჩვეული ნივთი, რომლებმაც ფუნქციები შეიცვალეს

ყოველდღე მრავალ ნივთს ვიყენებთ. თითქოს მათი პერიოდული გამოყენება საშუალებას გვაძლევს ვიცოდეთ, როგორ გავაკეთოთ ეს სწორად. სინამდვილეში, ასე არაა: უმეტესობა ჩვენგანი ყველაზე ჩვეულ ნივთსაც ისე არ იყენებს, როგორც ეს შემქმნელებმა ჩაიფიქრეს, რადგან მათი პირვანდელი დანიშნულება ისეთი არ იყო, როგორც ახლა წარმოგვიდგენია. Novate გიზიარებთ 14 ჩვეულ ნივთს, რომლებმაც ფუნქცია შეიცვალეს.

1. ამობურცული წერტილები ქაღალდის ჭიქის თავსახურზე

ბევრ სწრაფი კვების ობიექტში გარკვეული რაოდენობის ცხელი სასმელი ქაღალდის ჭიქებში წინასწარ მზადდება. რომ არ აერიოთ და სწორად განსაზღვრონ, თუ რომელ ჭიქაში რომელი სასმელია თავსახურის ახდის გარეშე, საკმარისია თავსახურზე ღილაკებს დააკვირდეთ. თითოეულ ამობურცულ წერტილზე სახელი წერია. მყიდველებისთვის ასეთი სისტემა საკმაოდ მოსახერხებელია, მაგრამ ბოლო დროს ყველა ღილაკი ხელუხლებელი რჩება და უფრო დიზაინის ელემენტად აღიქმება.

2. კედრის საკიდები

დღეს საკიდები მზადდება სხვადასხვა მასალისგან: ხე, პლასტმასი და ლითონი. უმეტესად, როგორც ადრე, ხისგან. ამასთან, პირველად საკიდისთვის კონკრეტულ ხეს, კედარს იყენებდნენ. არჩევანი შემთხვევითი არ იყო: ამ ხეში შემავალი ზეთი ჩრჩილს აფრთხობს. გამოდის, რომ თავიდან საკიდს არა მხოლოდ ტანსაცმლის შესანახად, არამედ მისი მსახურობის ვადის გასაზრდელად იყენებდნენ.

3. პირის ღრუს სავლები სითხე

ყველამ არ იცის, რომ თავიდან Listerine ქირურგიული სადეზინფექციო საშუალება იყო. ის შექმნეს ძმებმა ჯონსონებმა, რომლებიც ოპერაციის უსაფრთხოდ ჩატარების გზებს ეძებდნენ. შთაგონება ინგლისელი ქირურგის, სერ ჯოზეფ ლისტერის საქმიანობაში იპოვეს. ძიების შედეგად 1879 წელს მოიფიქრეს ანტისეპტიკური სითხე, რომელსაც Listerine უწოდეს, სერ ლისტერის პატივსაცემად. თავიდან პროდუქტს რეკლამას უწევდნენ და იყიდებოდა, როგორც ქირურგიული სადეზინფექციო საშუალება, რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა დაზიანების, ქერტლის, ტერფის ეპიდერმოფიტიის და მწერის ნაკბენის დროს სამკურნალოდ. ერთ დროს დეოდორანტად იყიდებოდა.

4. ზღუდარი ხის ჩხირებზე

სუში და სხვა აზიური კერძები ბევრს უყვარს. ისინი ირწმუნებიან, რომ ზღუდარი ხის ჩხირებზე ამ ჩხირების ერთგვარი სადგამია. ოღონდ მხოლოდ ერთჯერადი ჩხირებისთვის. ასეთი შერჩევითობის მიზეზი ამ ელემენტის რეალურ ფუნქციაშია. საქმე იმაშია, რომ ეს ერთგვარი ინდიკატორია, რომ ჩხირები ხელუხლებელია. ასევე შემფუთველი ქარხნის რისკს ამცირებს, რომ ორის ნაცვლად მხოლოდ ერთი არ შეფუთოს. მოკლედ, ეს ხელს არ გვიშლის, რომ ზღუდარი სადგამად გამოვიყენოთ.

5. ჯაგრისის ლურჯი ნაწილი კბილის ჯაგრისზე

ბევრ კბილის ჯაგრისს თეთრის გარდა ლურჯი ჯაგარიც აქვს, რომელსაც ბევრი ადამიანი დიზაინად აღიქვამს. სინამდვილეში, ასეთი ფერადი გრადაცია ჯაგრისის გამოყენების დასასრულების მოახლოების ერთგვარი ინდიკატორია. ასე მუშაობს: როცა ჯაგარის ლურჯი ნაწილი მკრთალდება ან თეთრდება, სიგნალია, რომ პირადი ჰიგიენის ნივთი უნდა შეცვალოთ და ახალი შეიძინოთ.

6. “პატარა შავი კაბა“

„პატარა შავი კაბა“, ცნობილი როგორც LBD, თანამედროვე ქალის გარდერობში აუცილებელი ნივთია. თავიდან ამ ტანსაცმელს არც თუ ისე სასიხარულო ფუნქცია ჰქონდა. საუკუნეების მანძილზე მხოლოდ ქვრივებს და მათ ნათესავებს ეცვათ, როგორც ნიშანი, რომ მეუღლეს ან ოჯახის წევრს გლოვობენ. სამგლოვიარო კაბის ტარება მინიმუმ 2 წელი აუცილებელი იყო. მხოლოდ 1926 წელს სიტუაცია კოკო შანელის წყალობით კარდინალურად შეიცვალა. სწორედ მან შექმნა მოკლე შავი კაბა, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია.

7. მზის სათვალე

დღეს სათვალეს მუქი მინით მზისგან დამცავ ფუნქციას მიაწერენ და გარდა ამისა, იმიჯის აქსესუარად იყენებენ. თავიდან სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა. ჩინელებმა სათვალე დაბურული მინით მე-12 საუკუნეში გამოიგონეს, როგორც მოსამართლის უნიფორმის ნაწილი. მისი ტარება სასამართლო სხდომის დროს აუცილებელი იყო და პროცესის მონაწილეთა შეხედულებებისგან ერთგვარ დაცვას წარმოადგენდა, ასევე საკუთარი ხედვის დახუჭვას, რომ ემოციები არ გამოემჟღავნა.

8. მფრინავი თევში

მფრინავი თეფში, იგივე ფრისბი, პოპულარული ნივთია ბუნებაში ან უბრალოდ ღია ცის ქვეშ გუნდური თამაშებისთვის. ცოტამ თუ იცის, რომ ამ გაჯეტის ისტორია იელის უნივერსიტეტის სტუდენტების გართობით დაიწყო. მათ რაღაც მომენტში შესვენებების დროს ტორტის თუნუქის სადგამების ერთმანეთზე სროლა დაიწყეს და ამის პოპულარიზაცია მოახდინეს. მაშინ სასწავლო დაწესებულებებში ამ სადგამებს კომპანია Frisbie Pie Company აწვდიდა, ამიტომ მომხმარებელთა აუდიტორიამ მას „ფრისბი“ უწოდა. როცა გართობა უნივერსიტეტის საზღვრებს გასცდა და სპეციალური მფრინავი თეფშის შექმნა საჭირო გახდა, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია, მწარმოებელმა კომპანიამ Wham-O თავის პროდუქტს Frisbee დაარქვა.

9. მაღალი ქუსლები

თანამედროვე მოდის მიმდევრები სხვადასხვა ვარიანტის მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე (მყარიდან წვრილამდე) გიჟდებიან. ცოტამ თუ იცის, რომ თავიდან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კაცებს ეცვათ, თან სამხედროებს. მისი დამზადება მე-16 საუკუნეში სპარსელი ჯარისკაცებისთვის დაიწყეს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ მაშინ ფეხსაცმლის ფუნქციას მოდასთან, ასევე სიარულთან საერთო არაფერი ჰქონდა. ის განკუთვნილი იყო ცხენოსანთა ჯარისთვის, რომ ჯარისკაცებს ცხენზე ჯდომისას მშვილდოსნობის სტაბილურობა და ეფექტურობა გაეზარდათ.

10. მაისური

წლების განმავლობაში მაისური გარდერობის მთავარი ელემენტია, რომელსაც დამოუკიდებლად ვიცვამთ. ის მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გამოჩნდა, თან ქვედა საცვლების სახით. მაშინ ამით ქალაქში გასეირნება თავში არავის მოუვიდოდა. მაისურის ფუნქციასთან დაკავშირებით სიტუაცია შეიცვალა 1951 წელს, თან კინოს წყალობით. ფილმში „ ტრამვაი სახელად სურვილი“ თითქმის ყველა კადრში მარლონ ბრანდოს თეთრი მაისური ეცვა. კინოს პოპულარობამ ყოფილი ქვედა საცვლის პოტენციალი შეცვალა და ასე კიდევ ერთი ყოველდღიური ტანსაცმელი გაჩნდა.

11. ბალიში

ერთი შეხედვით, კარგად ცნობილი ნივთი, რომელიც სახლში ყველას აქვს, შეიქმნა იმისთვის, რომ მასზე დაიძინოთ. სინამდვილეში, ასე არ იყო. ბალიში ძველმა ჩინელებმა გამოიგონეს, რომ ძილის დროს ყურში, ცხვირსა და პირში მწერის მოხვედრა თავიდან აეცილებინათ. სწორედ ამიტომ, გაჯეტი უხეში იყო, თან არსებობდა ცრურწმენა, რომ რბილ ბალიშს ენერგიის წართმევა შეეძლო. სხვა ერებიც მას განსხვავებულად ექცეოდნენ. მაგალითად, აფრიკელები მას სიზმარში წინაპრებთან სასაუბრო საშუალებად მიიჩნევდნენ, ევროპელი მამაკაცები ძველად ამ ნივთს იშვიათად იყენებდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ბალიშზე ძილი მხოლოდ სუსტებისთვის იყო.

12. კოკა–კოლა

ლეგენდარული სასმელი Coca-Cola ფარმაცევტმა ჯონ პემბერტონმა გამოიგონა. როგორც აშშ–ს სამოქალაქო ომის ვეტერანმა კარგად იცოდა, რა არის მორფინზე დამოკიდებულება, რომელიც ნამდვილი კატასტროფა გახდა ამერიკელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ამ ანტისეპტიკის დახმარებით ჭრილობის ტკივილს ებრძოდნენ და შემდეგ მასზე დამოკიდებული გახდნენ. ამ პრობლემის მასშტაბი ისეთი იყო, რომ მიიღო სახელი „ჯარის დაავადება“, ხოლო ამ დამოკიდებულების სამკურნალო საშუალებას ბევრი ექიმი ეძებდა. ამ გზაზე პემბერტონმაც ბევრი რამ გააკეთა. მან გამოიგონა სასმელი სახელად Pemberton’s French Wine Coca, რომელიც ითარგმნება, როგორც პემბერტონის ფრანგული ღვინის სასმელი „კოკა“. ეს იყო ალკოჰოლური ღვინო, რომელშიც შერეული იყო კოლას კაკალი და მცენარე კოკა. თავიდან სასმელი სამკურნალო საშუალება იყო, მაგრამ მოგვიანებით, 1886 წელს, ალკოჰოლის გაყიდვის შეზღუდვის ახალმა კანონმა ფარმაცევტს უალკოჰოლო ვარიანტის შექმნა აიძულა. სწორედ ის თანამედროვე გაზიანი სასმელის პროტოტიპი გახდა.

13. სპინერი

5 წლის წინ ამ პატარა ნივთმა ბავშვებსა და მოზარდებს შორის ნამდვილი ფურორი მოახდინა. ცოტამ თუ იცის, რომ სპინერი ჯერ კიდევ 1993 წელს გამოიგონეს. არის ვერსია, რომ ამ სფეროში პირველი აღმომჩენი იყო კ. ჰეტინგერი, რომელმაც წებოვანი ლენტით და ჩვეულებრივი გაზეთით  ქალიშვილის გასართობად თანამედროვე სათამაშოს პროტოტიპი გააკეთა. აი, დღეს პოპულარულია, როგორც სასარგებლო გაჯეტი. რეკომენდებულია, როგორც ანტისტრესი სათამაშო მათთვის, ვისაც შფოთვა და ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები აწუხებს.

14. ვებკამერა

დღეს ვებკამერა კომპიუტერების და ნოუთბუქების უმეტესობას აქვს, თავიდან პერსონალურ კომპიუტერთან საერთო არაფერი ჰქონდა. მოწყობილობა ჯერ კიდევ 1991 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტში გამოჩნდა. ასე ექსპერიმენტული პროექტი განხორციელდა: კამერა გადასცემდა ყავის მადუღარას ჩანაწერს, რომელიც მეორე სართულზე მყოფთათვის ერთადერთი იყო. ამან გამოიწვია ის, რომ ბევრი თანამშრომელი ყავის დალევას ვერ ასწრებდა. გამოსავალი იპოვეს გამოსახულებაში, რომელიც დისტანციურად მომუშავე კომპიუტერებზე ჩნდებოდა და 3 წუთის ინტერვალით ახლდებოდა. მხოლოდ წლების შემდეგ მოიფიქრეს მისი გამოყენება ისე, როგორც დღეს მიჩვეული ვართ.