ფუტურისტული არტგალერიის კონცეფცია, რომელიც ციფრული ხელოვნების გამოფენის ადგილი გახდება

ძალიან მალე აბუ–დაბიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) საადიატის კუნძულზე კულტურული უბნის ყველაზე გასაოცარი არქიტექტურული ობიექტების მახლობლად (ლუვრი აბუ–დაბი და გუგენჰაიმის მუზეუმი) კიდევ ერთი შენობა გამოჩნდება, რომელიც თავისთავად ხელოვნების ნიმუშია. უჩვეულო გალერეა, რომელიც შექმნილია ცნობილი იაპონური არტ–კოლექტივისთვის TeamLab, იმერსიული ხელოვნების (ციფრული, ინტერაქტიული) გამოფენების ადგილი გახდება. აქ თითოეულ ვიზიტორს შეუძლია ვირტუალურ რეალობაში თავიდან ბოლომდე ჩაეფლოს.

უახლოეს მომავალში აბუ–დაბიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) გამოჩნდება საოცარი არტ სივრცე, სადაც ყველა შეძლებს ხელოვნების ახალი სახეობით დატკბეს. ეს არა იქნება მხოლოდ ხელოვნების მუზეუმი ან გალერეა, სადაც ვიზიტორები დარბაზებში, ნახატებს, ქანდაკებებსა და არტკომპოზიციებს შორის დინჯად დასეირნობენ. აბუ–დაბის სტუმრებს და მაცხოვრებლებს შეუძლიათ შეეხონ ინტერაქტიულ ხელოვნებას, რომელიც თავისთავად არ არსებობს, არამედ იაპონური ინტერდისციპლინარული ხელოვნების გუნდის TeamLab–ის მიერ არის შექმნილი. ისინი სხვადასხვა ფენომენებით სავსე გარემოს (შუქი, ჩრდილი, ჰაერის მოძრაობა და ა.შ.) ოსტატურად იყენებენ, რომ საოცარი შედევრები შექმნან.

არის მოლოდინი, რომ ახალი ფუტურისტული ობიექტი TeamLab Phenomen Abu Dhabi საადიიატის კუნძულის კულტურული რაიონის ნათელი წერტილი გახდება. აქ უკვე აშენებულია აბუ–დაბის ბუნებისმეტყველების და ისტორიის მუზეუმი (Mecanoo–ს პროექტი), ლუვრი აბუ–დაბი (ჟან ნუველიას პროექტი), ეროვნული მუზეუმი Zayed (Foster+Partners–ის პროექტი, მშენებლობა ბოლო ეტაპზეა), 3 მრავალსარწმუნოებრივი ტაძარი, რომლის პროექტიც დევიდ აჯაიეს ეკუთვნის, აბუ–დაბის გუგენჰაიმის მუზეუმი ფრენკ გერისგან (მშენებლობა 2026 წელს დასრულდა) და სხვა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაოებები.

Novate–ს ინფორმაციით, ყველამხრივ ინოვაციური არტგალერიის მშენებლობის ინიციატორი იყო აბუ–დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტი (DCT Abu Dhabi), რომელსაც ხელმძღვანელობდა მუჰამედ ხალიფა ალ მუბარაქი. კომპანია Miral–ის წარმომადგენლებთან, ახალი ტურისტული მიმართულებების და გართობის წამყვან შემქმნელებთან, TeamLab გუნდის სპეციალისტებთან და ადგილობრივ არქიტექტურულ სტუდიასთან MZ Architects ერთად ამბიციური პროექტი, მისი მოწყობა და არასტანდარტული განლაგება შემუშავდა. ერთობლივი შემოქმედებითი პროცესის მიზანია, რომ ფუტურისტული ობიექტი „ისტორიის, კულტურის, მაღალი ტექნოლოგიების და შემოქმედებას შორის ულტრათანამედროვე შემკვრელ რგოლად გადაიქცეს და ვიზიტორებმა ვირტუალური რეალობის განსაკუთრებულ სამყაროში ჩაფლობა შეძლონ.“

TeamLab Phenomen Abu Dhabi – ფილოსოფიური ადგილია, რომელიც შექმნილია შთაგონებაზე სააზროვნოდ. უნიკალური კონცეფცია აღმოჩენისა და წარმოსახვის გაღვიძებისკენ არის მიმართული, რომელიც ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას და ცოდნის წყურვილს აუცილებლად გამოიწვევს. ეს განვითარებული ადამიანის ძირითადი სამშენებლო ბლოკი გახდება. „ფენომენი“ თითოეულ ვიზიტორს სამყაროს აღმოჩენის შანსს აძლევს, რომელიც წინ გველოდება. არტგალერეა საამიროში და მის ფარგლებს გარეთ ნოვატორი და შემოქმედი ახალი თაობის შთაგონებისკენ სწრაფვას სრულად მხარს უჭერს“ – ამბობს DCT Abu Dhabi–ს წარმომადგენელი, ალ მუბარაქი.

პროექტი TeamLab Phenomen Abu Dhabi (უკვე ახლა სხვა სახელიც აქვს – „უსასრულო ცნობისმოყვარეობის სახლი“) წარმოაჩენს შენობის ქათქათა გარსის საოცარ დიზაინს, რომლის თითოეულ დონეს ცვალებადი ინტერაქტიული და უფრო ჩვეული მხატვრული ინსტალაციები დაამშვენებს. ისინი აბუ–დაბის კულტურისთვის რაღაც ახალი და შეუცნობი გახდება, ამავდროულად, საერთო არქიტექტურული სურათისთვის არც ისე უცხო.  ექსკლუზიურად გაფორმებული გარე გარსის და ღია ტერასების მქონე ახალი ობიექტის ჰარმონიულ ინტეგრაციას ხელი შეუწყო არქიტექტურული გარემოს, ბუნებრივი სივრცის დეტალურმა ანალიზმა და ქალაქის ხელისუფლების სურვილმა, რომ უნიკალური კულტურული უბანი შეექმნათ. „ჩვენ ვმუშაობთ აბუ–დაბის, როგორც ავთენტური, ინოვაციური და განუმეორებელი შთაბეჭდილებების მქონე ადგილის სტატუსის გაზრდაზე, რომელიც წარმოდგენილია მრავალსაუკუნოვანი სტუმართმოყვარეობის ტრადიციებით, ინოვაციური ინიციატივებითა და შემოქმედებითი აზროვნებით“, – ნათქვამია ახალი კონცეფციის პრესრელიზში.

ობიექტის ფორმების, ტექსტურების და მასალების არჩევაში ექსპერიმენტული მიდგომა ყველა დეტალსა და ელემენტში მკაფიოდ გამოხატულია, რომ სანაპიროზე მოსეირნეთა ყურადღება მიიზიდოს. სწორედ აქ იგეგმება მასშტაბური ობიექტის მშენებლობა, რომლის ფართობი 17 ათასი მ². ავტორის ჩანაფიქრით, TeamLab Phenomena Abu Dhabi–ს ექნება თეთრი უცხოპლანეტელი არსების ამორფული გამოსახულება სკულპტურული ფორმებით, რომელიც აფრენას ცდილობს (თუ სანაპიროდან შეხედავთ).

ფუტურისტული შენობის მთავარი სტრუქტურული მახასიათებელი იქნება ფასადის ნაწილის მთავარ კიბედ გამოყენება. ამ კიბით ვიზიტორი არა მხოლოდ შენობაში, არამედ ზემოთ სახურავზე მოხვდება. ამავდროულად, მასზე ასვლა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, რადგან შეძლებთ დატკბეთ აბუ–დაბის პანორამული ხედებით (არაფერს ვამბობთ ადგილობრივი ლუვრის და გუგენჰაიმის მუზეუმის ფორმებზე), წყლის ლივლივით და ეგზოტიკური მცენარეებით, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიებს ამშვენებს. თავად სახურავზე განთავსდება რესტორანი, დასასვენებელი ზონები, სადამკვირვებლო მოედანი და საგამოფენო სივრცეები უფრო ნაცნობი არტკომპოზიციისთვის, თუმცა ვიზუალური ილუზიები აქაც იქნება.

არტგალერიის შენობის შესასვლელი გვერდებზე საცალფეხო ზონებს შექმნის. ეს იქნება პატარა თაღოვანი ღიობი, რომელიც მიგიყვანთ პირველ სართულზე ვერსტიბიულთან და ბევრ საზოგადოებრივ ზონასთან. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ დონეზე ფანჯრები ნაწილობრივ გათვალისწინებულია, სხვა სივრცე სრულ სიბნელეშია, რომ ულტრათანამედროვე ხელოვნება შექმნან, რომელსაც იმერსიული ხელოვნება ეწოდება (ინგლისურიდან Immersive – აქ ყოფნის, ჩაძირვის ეფექტის შექმნა). ყველა დროში მხატვრები საკუთარ ნამუშევრებში გამოსახულ სამყაროში ჩაძირვის ეფექტის მიღწევას ცდილობდნენ.

საინტერესო ფაქტი: იაპონური არტკოლექტივი TeamLab, რომელიც 2001 წელს დაარსდა, იმერსიული ხელოვნების განვითარებაში ინოვატორად ითვლება. ის საერთაშორისო ინტერდისციპლინარული ჯგუფისგან (მხატვრები, პროგრამისტები, ინჟინრები, კომპიუტერული გრაფიკის ანიმატორები, მათემატიკოსები და არქიტექტორები) შედგება. მათი ერთობლივი მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ ხელოვნება, მეცნიერება, ტექნოლოგია და ბუნების სამყარო ერთმანეთს შეერწყას. TeamLab ცდილობს ხელოვნებაში ახალი აღქმების დანერგვით ჩვენსა და სამყაროს შორის ურთიერთკავშირი შეისწავლოს. ადამიანების უმეტესობა სამყაროს გასაგებად მას დამოუკიდებელ მოვლენებად ყოფს, მათ შორის საზღვრებს ქმნის. არტკოლექტივი სწორედ ამ საზღვრების გადალახვას ცდილობს ნაცნობი მოვლენებით – სინათლე, ჩრდილი, ჰაერის და წყლის მოძრაობა.

TeamLab–ის მრავალფეროვანი სპეციალისტების გუნდის მიერ შექმნილი ციფრული (ინტერაქტიული) ნამუშევრების წარმოსაჩენად გათვალისწინებულია რამდენიმე მასშტაბური დარბაზი, სადაც თითოეული ვიზიტორი შეძლებს შეეხოს იმას, რისი გაგებაც რთულია. ასეთი ელემენტებია ჰაერი, წყალი და სინათლე, რომლებიც ჩვენი ცხოვრების მეგზურები არიან. მათ ისწავლეს ელემენტების ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნა. „მათი არსებობის საზღვრები ბუნდოვანი და უწყვეტია. მაშინაც კი, თუ ხალხი ნამუშევარს გაანადგურებს, ის მაინც იარსებებს მანამ, სანამ გარემო მხარს უჭერს. და, პირიქით, ნამუშევარი გაქრება, თუ გარემოს არ დაიცავთ“ – ირწმუნებიან TeamLab–ის სპეციალისტები.

Novate–ს ინფორმაციით, პროექტის ოფიციალური დაწყების აღსანიშნავად DCT Abu Dhabi და პროექტის ავტორები მნახველებისთვის საჩვენებელ პრეზენტაციებს გეგმავენ, რომ მათ იმერსიული ხელოვნების ნიმუშები საკუთარი თვალით ნახონ, რომელიც მათ „უსასრულო ცნობისმოყვარეობის სახლის“ კონცეფციას გააცნობს. ყველა, ვინც ღონისძიებას დაესწრება, რომელიც Mamsha Al Saadiyat–ში 24 ივნისიდან 17 ივლისამდე გაიმართება, შეძლებს გამგზავრებას დაუვიწყარ მოგზაურობაში, რომელიც სასწაულებით და სენსორული ძიებით სავსეა.