ჩინელები წყალს დალევამდე ყოველთვის აცხელებენ. რატომ უნდა მოიქცეთ ასე

ბავშვობიდან გვეუბნებიან, რომ ონკანის წყალი არ დავლიოთ, რადგან მავნებელია. ზრდასრულ ასაკში ეს კარგად გვესმის: გამოხდილი სუფთა წყალი ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად გამოიყენება, მაგრამ გონივრულია მისი „უმად“ დალევა?

ავადუღოთ თუ არა წყალი დალევამდე, ეს სადავო საკითხია. ჩვენთან იტყვიან, რომ ცივი წყალი სხეულს უფრო აგრილებს. აი, ჩინეთში საპირისპიროში არიან დარწმუნებულნი. ჩინელები სიცხეშიც მხოლოდ ცხელ წყალს სვამენ, ხოლო ავტომატებში ადუღებენ, რომ დასალევად ვარგისი გახადონ.

1. რატომ მოსწონთ ჩინელებს ადუღებული წყალი ასე ძალიან

ჩინეთში ათასწლეულების მანძილზე ადუღებულ წყალს სვამენ, ეს უკვე ტრადიციაა. ჩაის ცერემონიების მოყვარულებმა კარგად იციან, რომ ადრე თბილი წყლის, ასევე ჩაის დალევა მხოლოდ მაღალი რანგის ჩინელებს შეეძლოთ. ჩინელი უხუცესების თქმით, ცივი წყალი „ნედლია“, ამიტომ ორგანიზმში სახიფათო ბაქტერიების გავრცელებას ხელს უწყობს. თბილი წყალი ჯანმრთელობას ზრდის, იმუნურ სისტემას აძლიერებს.

ასეთი წყალი შეგიძლიათ დალიოთ, ასევე ფეხის აბაზანა მიიღოთ, გამახურებელი საფენები დაიდოთ, რაც მნიშვნელოვანია. ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად ასე აკეთებენ – დილით, სადილზე და ვახშამზე ჭიქა ცხელ ან თბილ წყალს სვამენ, შემდეგ საღამოს ცხელი წყლით რამდენიმე გამაჯანსაღებელ პროცედურას იტარებენ.

2. როგორ აძლიერებს ადუღებული წყალი ჯანმრთელობას

სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს

1 ჭიქა ცხელი წყლის დალევით სითბოს პირდაპირ იგრძნობთ. ორგანიზმიც იგივეს გრძნობს, სისხლძარღვები ფართოვდება და სისხლი მთელ სხეულში შეუფერხებლად მოძრაობს. საკმარისია, ცხელი შხაპი მიიღოთ, რომ თავი უკეთ იგრძნოთ. ეს ცხელი წყლის მოქმედების ნათელი მაგალითია. ტვინის საქმიანობის გასაუმჯობესებლად ასეთი წყლის დალევა ძალიან სასარგებლოა.

ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს

ტოქსინები და მავნე ნივთიერებები ორგანიზმის მტერია. მათ მოშორებას ცხელი წყლის დახმარებით შეძლებთ. ცხელი წყალი არა მხოლოდ ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, არამედ უჯრედების გამწმენდი ჰორმონების გამოყოფას სტიმულირებს. ამის შესახებ არა მხოლოდ ჩინელები, არამედ ევროპელებიც საუბრობენ. გერმანელი მეცნიერების კვლევის მიხედვით, მხოლოდ 500 მლ წყალი უზმოზე საკმარისია, რომ ორგანიზმი ტოქსინების 40%–ისგან გაიწმინდოს.

ტკივილს აქრობს

ქალებს მენსტრუაციის პერიოდში თბილი წყლის დალევას ტყუილად არ ურჩევენ. ითვლება, რომ ეს სისხლის მიმოქცევას აძლიერებს და თრომბის გაწოვას სტიმულირებს. ზოგადად, დასამშვიდებლად კარგი მეთოდია.

სტრესს ხსნის

ორგანიზმს როგორც შიგნიდან, ასევე გარედან სითბო სიამოვნებს. თუ ადამიანი დაღლილობას, სტრესს გრძნობს ან ნერვული აშლილობის ზღვარზეა, საკმარისია 1 ჭიქა თბილი წყალი ან ცხელი ჩაი დალიოს, ასევე სათბურას ჩაეხუტოს, რომ სტრესი მარტივად მოიშოროს.

3. რატომ არის აკრძალული ნედლი წყალი ჩინეთში

ჩინეთში მოსახლეობას გენეტიკური მახასიათებლების გამო სუსტი საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვს. ჩინელებმა საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაუმჯობესებლად ადუღებული წყალი უნდა დალიონ. 1930 წელს ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მოსახლეობაზე ზრუნვა გადაწყვიტა და ნედლი წყლის დალევა აკრძალა.

„ბავშვებმა დღეში 3–ჯერ ცხელი წყალი აუცილებლად უნდა დალიონ“ – ასე ჟღერდა სლოგანი, რომელიც ამ კანონის შემდეგ გამოჩნდა.

ჩვენს დროში ყველა ჩინელი თანასწორია, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ მაღალი რანგის პირებს, არამედ რიგით მოქალაქეებს ასეთ „ფუფუნებასთან“ წვდომა აქვთ.