კედლების დათბუნვის ეფექტური მეთოდი – საერთოდ არ დათბუნოთ. არავითარი პარადოქსი, მხოლოდ მარტივი გაანგარიშება

რატომღაც, ცოტას ესმის, რომ აგარაკზე საცხოვრებლად და ზამთარში გაყინვის თავის ასარიდებლად საკმარისია, გათბობის ინტენსივობის გაზრდა და კედლების დათბუნვის პროცესში არ ჩართვა. გაძლიერებულ გათბობაზე ყველა ხარჯს ფასადის იზოლაციის მუდმივი შეკეთების არარსებობით დაფარავთ.

Novate–მ ყველა სახის საიზოლაციო ტექნოლოგიებზე ბევრჯერ დაწერა, მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი სულ ტყუილად იყო, ვინაიდან საცხოვრებელი შენობის დათბუნვის პრობლემა ამად არ ღირს. რატომ? რადგან სახლის კედლების დათბუნვის პრობლემას მათი მუდმივი შეკეთება მოყვება, რისთვის ყველა თანამედროვე აგარაკის მშენებელი მზად არაა, უფრო ზუსტად მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 5% ან უფრო ნაკლები.

დაფიქრდით, მზად ხართ ახალი ავტომობილის ან კომპიუტერის შეძენისას, რომ ამ მექანიზმებს მუდმივად შეკეთება დასჭირდება? არა, რა თქმა უნდა, იმედი გაქვთ, რომ მანქანაც და კომპიუტერიც შეუფერხებლად გემსახურებათ, სანამ მოდიდან გადავა. სინამდვილეში, ამ ნივთებს არა თუ პერიოდულად, არამედ მუდმივად შეკეთება სჭირდებათ, სხვა შემთხვევაში ქალაქებსა და სოფლებში ამდენი სარემონტო სახელოსნო და სხვა სპეციალიზირებული სერვისები არ იარსებებდა.

ზუსტად ასეა აგარაკის შემთხვევაში, რომელსაც მუდმივად შეკეთება სჭირდება. რემონტის 90% საძირკველზე, კედლებზე, სახურავზე ან კარ–ფანჯრებზე არ მოდის, არამედ საიზოლაციო კონტურზე. ვინც იზოლირებულ კერძო სახლში ცხოვრობს, დაგვეთანხმება. სწორედ ამიტომ, პრობლემა მნიშვნელოვნად ითვლება, ხოლო მასთან დაკავშირებული საკითხი დახურულია.

გჭირდებათ იზოლაციასთან დაკავშირებული ყველა ეს საზრუნავი, რომელიც ძალიან სწრაფად თავის ტკივილი ხდება? თან მუდმივი, დამღლელი და გამაკოტრებელია?

არ ვკამათობთ, სახლს იზოლაცია სჭირდება, მაგრამ საკმაოდ იშვიათ შემთხვევაში. მაგალითად, კარკასულ სახლს დათბუნვა აუცილებლად სჭირდება, რადგან მასში კედლები როგორც ასეთი არაა. თუ არ იცით, გეტყვით, რომ კარკასულ სახლში კედლები ჩანაცვლებულია თხელი ფანერებით ქარსაფარის და შიდა მოპირკეთების სახით. ასეთი სახლი ასეთი კედლით, თუ თბოსაიზოლაციო მასალით არ დაფარავთ, შიგნიდან გათბობის მიუხედავად ცივი იქნება.

კლასიკური ხის და ქვის სახლი სხვა საქმეა. ხის და ქვის კედლები უკვე მათბუნებელია, უფრო ზუსტად, არა მათბუნებელი, არამედ სითბოს ამრეკლავი, რაც პრინციპში ერთი და იგივეა. თითქოს მათბუნებელი არ ათბობს, რადგან მასში სითბოს ენერგიის წყარო არაა, მაგრამ სამაგიეროდ შენობის სითბოს გარეთ არ უშვებს, არამედ უკან სახლში აბრუნებს. თუ ამ ფაქტს გავითვალისწინებთ, კედლები მაინც ათბობს. მართალია, არა ნებისმიერი მასალის კედელი.

თეორიულად, საუკეთესო მათბუნებელია უძრავი ჰაერი, აქედან მინერალური ბამბით და ქაფპოლისტიროლით დათბუნვის იდეა გაჩნდა. როგორც პრაქტიკული შემოწმების შედეგად ირკვევა, ამ მასალებს თბოტევადობა არ აქვთ და სახლის გარედან მიმაგრებისას სწრაფად ცივდება. რა თქმა უნდა, მათში სითბოს ინერცია სწრაფი არაა, თუმცა ძლიერი ყინვის შემთხვევაში ამ მასალებს სარგებელი არ აქვთ და გათბობის გაძლიერებულად ჩართვა მაინც მოგიწევთ.

დღეს რბილი და მყიფე მათბუნებლების თბოეფექტურობაზე არ ვსაუბრობთ, არამედ მათ ხარისხზე. ყველა მფლობელმა იცის, რომ როგორი ხარისხიანიც არ უნდა იყოს გარე იზოლაცია, წყობიდან მალე გამოდის. უფრო ზუსტად, ირღვევა არა მათბუნებელი, არამედ მათბუნებლის კონტური, რომელიც მოიცავს თბოიზოლაციის მასალებს და გაყინვისგან მის დაცვას. შეიძლება არ იცოდეთ, რომ კედლების გაყინვა არის მისი გაცივება არა მშრალ, არამედ სველ მდგომარეობაში. თუ მინერალური ბამბა მშრალია, 5 წელი არაფერი მოუვა, თუ კედელში დასველდება, მორჩა, მომავალ წელს მოგიწევთ შეკეთება და ყველაფრის გამოცვლა, რაც კედელზეა, მათ შორის მოპირკეთება და შესაკრავები.

ფიქრობთ, რომ ჩვენთან ადვილია შიდა იზოლირებული კედლების მშრალად შენარჩუნება? არც ადვილია და არც რთული, არამედ ხშირად შეუძლებელი. ჩვენთან, ძირითადად, ბიუჯეტურ სააგარაკო სახლებს ანუ ცუდად აშენებენ. ასეთი მშენებლობის დროს მთავარი თავსატეხი კედლების ფასადურ დათბუნვას ეხება. არა, გვყავს ოსტატები, რომლებიც ისეთ იზოლაციას გააკეთებენ, რომელიც 1000 წელიც არ გაფუჭდება, მაგრამ ასეთი ოსტატები კარგად მხოლოდ მაშინ მუშაობენ, როცა კარგად უხდიან.

რამდენად კარგად შეუძლია გადახდა ბიუჯეტურ მშენებელს?

სულ არა. ოსტატთან დაკავშირებას უბრალოდ ვერ შეძლებს, არამედ დაუკავშირდება ვინმე ბიძია თემურს ან აბდულას, რომლებიც კარგად იციან, როგორ დათბუნონ ფასადი სწრაფად და ლამაზად ისე, რომ კლიენტი დაზამთრებამდე შესრულებული სამუშაოს ხარისხი არ შეწუხდეს. თუ გაზაფხულზე აღმოჩნდა, რომ ახალ ფასადს შეკეთება სჭირდება, ყოველთვის შეგიძლიათ ეს უხარისხო მასალას მიაწეროთ.

დიახ, საიზოლაციო მასალების ხარისხი მტკივნეული საკითხია. კიდევ უფრო მტკივნეულია ხარისხიანი მათბუნებელი პეროგის შექმნა. ქაფპლასტის ან მინერალური ბამბის კედელზე მიკვრა საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია გარედან მისი იზოლაცია, რომ წყალმა და მზის სხივებმა არ დააზიანოს. აქ, მუდმივი შეფერხება გვხვდება. შეუძლებელია ფასადის ისე დათბუნვა, რომ პირველ კვირტებამდე მეტნაკლებად კარგი მდგომარეობა შეინარჩუნოს.

საინტერესოა, რომ სამშენებლო კომპანიებიც მათ მიერ გაკეთებულ თბოიზოლაციის კონტურს 5 წელზე მეტ გარანტიას არ აძლევენ. არც ერთ მშენებელს ასეთი პასუხისმგებლობის აღება არ სურს. გინახავთ სერტიფიცირებული გარანტია იზოლაციაზე? ვერასდროს ნახავთ. იგივე ეხება შესრულებული სამუშაოს გარანტიებს – ჩვენი მშენებლები, კარგებიც კი, წერილობით გარანტიას არ იძლევიან. აი, ლაყბობა თუთიყუშსაც შეუძლია.

ასე გამოდის, რომ თანამედროვე კერძო სახლის იზოლაციის გამძლეობა რამდენიმე წელია, განსაკუთრებით მინერალური ბამბის შემთხვევაში. ვერაფერს გახდებით. ეს ისაა, რასაც იმსახურებენ თანამედროვე ბიუჯეტური სააგარაკო სახლების მფლობელები, რომელთა რაოდენობა კერძო სახლის მფლობელთა 95%–ია.

ეს მხოლოდ პრელუდიაა, ხოლო ინტერლუდია მხოლოდ ახლა იწყება. ყველამ იცის, რომ ქვის სახლს დათბუნვა სჭირდება, ვინაიდან არაიზოლირებული სახლის გასათბობად მეტის გადახდა მოგიწევთ. ვიცი, რომ დღეს გათბობის გადასახადი იმდენი არ ღირს, რამდენიც ადრე. მაგალითად, საბჭოთა კავშირის პერიოდში სახლებს იზოლაციას საერთოდ არ უკეთებდნენ. სახლის გათბობის პრობლემას გათბობის მაღალი დონით აგვარებდნენ. მაშინ ენერგორესურსები თეთრები ღირდა. მახსოვს, რომ ზამთარში გათბობის ბატარეა იმდენად ძლიერ თბებოდა, რომ სარკმელს თითქმის არასდროს ვხურავდით, ხშირად დღისით ფანჯარასაც ვაღებდით.

იქ, სადაც ცენტრალური გათბობა არ იყო, იყო ცენტრალური ელექტრომომარაგება და ბევრ სოფლის მაცხოვრებელს სახლში თითოეული ოთახისთვის სხვადასხვა ელექტროგამათბობელი ჰქონდა. ნახშირის ან შეშის ღუმელის შემთხვევაში პრობლემა საერთოდ არ იყო. კედლების ცუდი თბოეფექტურობის პრობლემა საერთოდ არ ყოფილა. ფასადებს მინაბამბით, ქაფპლასტით ან საერთოდ რაიმეთი არავინ თბუნავდა.

მაშინ ფასადების დათბუნვის პრობლემა არ არსებობდა. სხვათა შორის, 90-იან და 2000-იან წლებშიც არ ყოფილა, სანამ ენერგიის ფასების კორექტირება არ დაიწყეს. სწორედ ამიტომ, მთავარი საიზოლაციო მასალები ამ პერიოდში გამოჩნდა და არა ადრე. ადრე ასეთი მასალები არავის სჭირდებოდა.

აი, რისი თქმა მსურს. რა თქმა უნდა, ახლა ძველი დრო არაა და ენერგორესურსებიც გაძვირდა, მაგრამ არა იმდენად, რომ შეიძლება გაკოტრდეთ. სხვა შემთხვევაში ქალაქების ბევრი მაცხოვრებელი სოფლებში არ გაიფანტებოდნენ და გარეუბნების სახლებს თავს არ შეაფარებდნენ. გათბობის ახლანდელი ფასებიც არავის აშინებს, რადგან ისეთი საშიში არაა, როგორც გვგონია. დღეს გათბობის პრობლემა არაა, მაგრამ რატომღაც იზოლაციის პრობლემები მუდმივად არის.

პრობლემის გაგება არაფერს ნიშნავს. დღეს სახლების თბოიზოლაციის ერთგვარი მანიაა და ყველა ფასადის დაბალ ხარისხზე ჩივის. მაგალითად, ამერიკულ სამშენებლო ფორუმებსა და სპეციალიზირებულ სოციალურ ქსელებში იპოვით ამა თუ იმ საიზოლაციო მასალაზე განხილვას, ჩვენთან ამას არ აკეთებენ. ყველა ამ ინფორმაციის შესწავლით შეგვიძლია მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ რომელი საიზოლაციო მასალაც არ უნდა გამოიყენოს სამშენებლო კომპანიამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გამოდის, რომ არ არსებობს მასალა, რომელიც ყველას აწყობს. თუ ასეთი არაა, გამოდის, ფასადის მუდმივად შეკეთების აუცილებლობას ვერ ავიცილებთ.

საკითხავია, რა საჭიროა დათბუნვა, როცა შეგიძლიათ უკეთ გაათბოთ?

დიახ, ვიცი, რომ გაზი და დენი ძვირი ღირს, ნახშირსა და შეშასაც აღარ იყენებენ, ხოლო თუ ვინმე იყენებს, ეს უბრალოდ უკანასკნელი მოჰიკანია. ბოლო დროს ასეთი უკანასკნელი მოჰიკანების რიცხვი მხოლოდ იზრდება. ეს იმ მანიის გამოძახილია, რომელიც ფორუმებსა და სხვა სამშენებლო რესურსებზე ბობოქრობს, რომ კედლების თბოეფექტურობა უნდა გაიზარდოს, მაგრამ უმეტესობა მათგანს ეს არ გამოსდის. ყველაფერი იმიტომ, რომ საუკეთესო საიზოლაციო კონტურის არჩევას ვერ ახერხებს.

ეს მუდმივი ბრძოლაა და თუ არ შეწყდება, ბევრ ბიუჯეტურ მფლობელს გააკოტრებს. თან გაკოტრებას მასალების გაძვირება არ გამოიწვევს, არამედ კედლების შეკეთებაზე გაწეული ხარჯი.

იცით, რა ღირს ყველაზე იაფი საიზოლაციო მასალა კედლისთვის? ძალიან ძვირია ერთჯერად პერსპექტივაშიც, არაფერს ვამბობს მუდმივი შეკეთების ხარჯის გათვალისწინებით. რომ გამოვთვალოთ, არაიზოლირებული კედლების მქონე სახლში ცხოვრება ფინანსურად უფრო მომგებიანია, ვიდრე იზოლირებულში. ცივ სეზონზე 6 თვის განმავლობაში სახლის გათბობაზე შეიძლება 2-ჯერ მეტის გადახდა მოგიწიოთ, ხოლო ყოველ წელს თბოიზოლაციის კონტურის შეკეთება 5-ჯერ ძვირი დაგიჯდებათ.

სქემა ძალიან მარტივია. დამწყებ სახლის მფლობელს მხოლოდ გამძლე და მტკიცე სახლის კედლების აშენება უნდა აღელვებდეს. ისეთი ძლიერი კედლები უნდა ააშენოს, რომელიც ცუნამსაც გაუძლებს და 100 წელი მყარად იდგება. ამბობენ, რომ გაზბეტონი ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტია. გაზბეტონის დიდი მომხრე არ ვარ, მაგრამ ასეთი ბეტონითაც შეგიძლიათ ააგოთ კედლები, რომლებიც 100 წელი გაძლებს.

ასევე შეგიძლიათ კერამზიტბეტონისგან ააშენოთ. ესეც 100 წელი არ შეგაწუხებთ. თუ გსურთ, მარადიული კედლები ფბს ტიპის ბეტონის ბლოკებით შეგიძლიათ ააშენოთ. ასევე ძელიდან ან გრუნტიდან, როგორიცაა ალიზი. მთავარია, რომ კედლები სწორად ააშენოთ. თუ ამ მასალებით კედლებს ისე ააშენებთ, რომ ნაპრალები არ იყოს, მაშინ მათბუნებელი არ დაგჭირდებათ.

არ ვამბობთ, რომ ასეთი კედლები იზოლაციის გარეშე ისეთი თბილი იქნება, როგორც იზოლირებული კედლები. ისეთი თბილი ვერ გახდება, თუ კედლის სისქეს არ გაზრდით. სამაგიეროდ, ასეთი კედლის შეკეთებაზე წლიდან წლამდე ფულს არ დახარჯავთ, მაგალითად, ძველი ქვის სახლის ფასადი, რომელიც რამდენიმე ასეული წლის წინ ააშენეს, არასდროს შეუკეთებიათ, თუ ბათქაშის ფენის რეგულარულ განახლებას არ ჩათვლით. ხოლო ძველი აგურის კედლები, რომელთაც ბათქაში საერთოდ არ სჭირდებათ, ასე ურემონტოდ წარღვნის შემდეგ დგას.

ამრიგად, აგურის კედლები ააშენეთ და რემონტის ხარჯები დაივიწყეთ. ასეთი დაზოგვით ეფექტურ გათბობაზე ხარჯების გაზრდას შეძლებთ, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მაინც მეტს დაზოგავთ, ვიდრე საიზოლაციო პეროგის მუდმივი შეკეთების ხარჯებია.