მივაბათ თუ არა პარმაღი სახლის საძირკველს. რომელია სწორი

პარმაღის მიბმის გარშემო ბევრი დავა მიმდინარეობს და დღეს Novate ამ საკითხის განხილვას ეცდება. გამოცდილი კონსტრუქტორები და ინჟინრები ამბობენ, რომ თავიდანვე პარმაღთან ერთად ერთიანი საძირკველი უნდა გააკეთოთ. ეს სწორია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის გაკეთებას ყველა ვერ ახერხებს.

მშენებლების უმეტესობა ირწმუნება, რომ სახლის აშენების შემდეგ პარმაღს მიბმა არ სჭირდება. ამას ხსნიან იმით, რომ პარმაღმა მარტო უნდა იარსებოს. სახლზე მსუბუქია და მიბმის შემთხვევაში დაანკერების კვანძში შექმნილი დაძაბულობის გამო სხვადასხვა სახის ნაპრალი და ბზარი გაჩნდება.

სინამდვილეში, პარმაღი სახლს შორდება და ნაპრალი ჩნდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში – პარმაღის საძირკველი სწორად გაკეთებული არაა. სხვა შემთხვევაში პარმაღი არ იმოძრავებს. ეს ფაქტია!

უმეტეს შემთხვევაში

უმეტეს შემთხვევაში პარმაღის ქვეშ მცირედ ჩაღრმავებული საძირკვლისთვის თხრილი ან ორმო ითხრება, ბეტონით ივსება და ამ ბაზაზე პარმაღი თავსდება. უდავოდ, სწორედ ეს მშენებლები გაჰყვირიან, რომ სახლის და პარმაღის საძირკვლის დაკავშირება არ შეიძლება და აქ ყველაფერი ლოგიკურია.

ასეთ საძირკველზე პარმაღის ღერძიდან გადახრის პირველი მცდელობა უკვე მომავალ ზამთარში გამოჩნდება, ხოლო უხეში გადაბმის შემთხვევაში, ვინ იცის, რა დაძაბულობა წარმოიქმნება ამ კვანძში, რადგან ასე ძირითადი საძირკველიც შეიძლება დაზიანდეს!

ამ შემთხვევაში სახლთან მიბმა არ შეიძლება, რადგან სახლი დგას, ხოლო პარმაღი დასეირნობს.

რა საჭიროა შეცდომის დაშვება? უსიამოვნოა, როცა დროთა განმავლობაში საფეხურებსა და შესასვლელ კარს შორის ზღურბლი ან ნაპრალი ჩნდება.

ახლა ბევრმა შეიძლება გააპროტესტოს და მცირედ ჩაღრმავებულ საძირკველზე მიგვითითოს, რომელიც ყველგან გამოიყენება. მაგრამ მოიცადეთ.

მცირედ ჩაღრმავებული საძირკველი სახლისთვის და მცირედ ჩაღრმავებული საძირკველი პარმაღისთვის სრულიად განსხვავებულად მუშაობს და მიზეზი მიწის გაყინვაშია. სავარაუდოდ, გსმენიათ, რომ მცირედ ჩაღრმავებული საძირკველი „თბილი შემონაკირწყლით“ უნდა დაითბუნოს და იზოლაცია ასე გამოიყურება:

ნებისმიერი საძირკველი, რომელიც ნიადაგის გაყინვის ნიშნის ზემოთ მდებარეობს, უნდა დაითბუნოს, ეს ჭეშმარიტებაა! მაგრამ ეხება შენობებს, რომლებიც მომავალში გათბობის სისტემით აღიჭურვება. აქ დათბუნვას სითბოს შენარჩუნების ამოცანა აქვს:

პარმაღის შემთხვევაში ყველაფერი კარდინალურად იცვლება და აქ უკვე მათბუნებელი ისე არ მუშაობს, როგორც სახლში! პარმაღის ქვეშ ნიადაგს სტანდარტული ტემპერატურა აქვს  +5..+7 °С, აქ გათბობის ბატარეა არაა, რომელიც მთელი ზამთარი +25 °С–ს მიაღწევს, ხოლო თავად მათბუნებელი სითბოს არ გამოყოფს, ამიტომ 20 გრადუსიანი ყინვისას ვერც ერთი მათბუნებელი პარმაღის ქვეშ მიწაში დადებით ტემპერატურას ვერ შეინარჩუნებს.

მიწა აუცილებლად გაიყინება და პარმაღი მცირედ ჩაღრმავებულ საძირკველზე აქეთ–იქით იქანავებს, რადგან ღორღის ან ქვიშის ჩაყრა ვერ დაგეხმარებათ.

სწორედ ამიტომ, სახლსა და პარმაღს შორის შეიძლება დაინახოთ ნაპრალები. ბევრი, ვინც ასეთ ნაპრალს ხედავს, ამბობს: „მართალია, პარმაღის მიბმა არ შეიძლება. ის ცალკე უნდა არსებობდეს“.

როგორ მოვიქცეთ სწორად?

კოტეჯის, ქუჩის ტუალეტის, ღორისა და პარმაღისთვის საძირკვლის აშენების ნორმები არ განსხვავდება. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა შენდება მიწის ზემოთ. მთავარია, რომ ზემოთ მდგომი ნაგებობის დანგრევა თავიდან აიცილოს. საძირკვლის ამოცანა სწორედ ისაა, რომ ნაგებობის მთელი სიმძიმე მიიღოს და მიწაზე თანაბრად გაანაწილოს, ნაგებობის დეფორმაცია არ დაუშვას.

სწორედ ამიტომ, პარმაღი გვერდიდან გვერდზე რომ არ მოძრაობდეს, მისთვის საძირკველი (სვეტები, ხიმინჯები, ლენტური, ფილები და ა.შ.) ნიადაგის გაყინვის ქვემოთ უნდა გააკეთოთ. ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია, თუ სახლს პარმაღს უშენებთ.

პარმაღის საძირკველი ნიადაგს ზუსტად ისე უნდა ტვირთავდეს, როგორც სახლის საძირკველი. თუ სახლი ნიადაგს 2 კგ/სმ² ძალით აწვება, მაშინ პარმაღის საძირკველი ისე უნდა შეარჩიოთ, რომ ნიადაგზე ზეწოლით 2 კგ/სმ² ± 10% ზეწოლას ქმნიდეს. ასეთ პირობებში ორივე ნაგებობის დაწევა ერთნაირი იქნება და სახლთან მიმართებაში პარმაღის რყევები არ იქნება.

მხოლოდ ამ შემთხვევაში სახლის და პარმაღის საძირკვლები ერთმანეთს შეგიძლიათ გადააბათ. ასეთი საძირკველი დაანკერების კვანძში ზედმეტ დაძაბულობას არ შექმნის, შესაბამისად, დეფორმაცია გამორიცხულია.

შეჯამება

თუ პარმაღი კეთდება საძირკველზე, რომლის ძირი ნიადაგის გაყინვის ზღვრის ზემოთაა, მაშინ სჯობს პარმაღი ცალკე ნაგებობად იქცეს, რომელიც სახლისგან განცალკევებით იარსებებს.

საძირკვლები ებმება, თუ პარმაღის საძირკველი დაპროექტებულია იმავე პირობების გათვალისწინებით, როგორც სახლის საძირკველი: გათვალისწინებულია ნიადაგის გაყინვის საზღვარი, ნიადაგზე ნაგებობის ზეწოლა, მიწისქვეშა წყლის დონე და ა.შ. აქ პარმაღი სახლს არავითარ შემთხვევაში არ დაშორდება.