
როგორც ჩვენი ბაბუები ამბობდნენ, ტექნოლოგიას შეზეთვა უყვარს, როგორც ქალს მოფერება. ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ არა მხოლოდ ტექნიკის გარკვეული ზონების შეზეთვას, არამედ პროცედურის კომპლექსს, რომლითაც დანადგარზე სათანადოდ იზრუნებთ. უხარისხო დათვალიერების შემთხვევაში ტექნიკა ზიანდება და იშლება, თან ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში.
ბეტონსარევი ნებისმიერ სამშენებლო მოედანზე ცენტრალურ ადგილს იკავებს. მისი ამოცანაა ხარისხიანი ხსნარის მომზადება. ამ მასალას დამახასიათებელი თვისებები აქვს – ბეტონსარევის სამუშაო ზედაპირს ეკვრის. სამუშაო დღის ბოლოს ხსნარი აუცილებლად უნდა მოაშოროთ, რომ გამხმარმა ხსნარმა მბრუნავ მოწყობილობაზე დამატებითი დატვირთვა არ შექმნას. ასეთი დატვირთვა მუშაობის დროს ბალანსს არღვევს და უცხო მავნე ვიბრაციას ქმნის.
დანადგარის ბრუნვისას გამაგრებული ბეტონის ნაწილები ზედაპირს შორდება და მზა სამშენებლო მასალას აფუჭებს.
ბეტონსარევის გაწმენდის ორი მეთოდი არსებობს.
1. მექანიკური მეთოდი. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ავტომობილის კერხერი საუკეთესოდ წმენდს. ასეთ მოწყობილობას ყველა არ ფლობს, ამიტომ უფრო მარტივ წმენდის ტექნოლოგიას გიზიარებთ.
სამუშაოს დასრულების შემდეგ ბეტონსარევში 1 ვედრო წყალი ჩაასხით. ავზი თითქმის ჰორიზონტალურ მდგომარეობამდე იხრება, რომ წყალი ავზის კიდეებს მოხვდეს. ახლა რამდენიმე (3-4) ნიჩაბი ღორღი ჩაყარეთ. ქვიშისა და ქვიშა–ხრეშის ნარევი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მოწყობილობა 10 წუთით ჩართეთ. ვადის გასვლის შემდეგ ნარევი გადმოასხით.
თუ ხსნარი ავზის კიდეებთან დარჩა, პროცედურა გაიმეორეთ, მაგრამ მხოლოდ ქვიშა გამოიყენეთ. მოწყობილობა გარედან სჯობს ხელით, წყლით და უხეში ჯაგრისით გაწმინდოთ. თუ ბეტონი გამაგრებულია, დიდი სიფრთხილით ღოჯი გამოიყენეთ ისე, რომ ბეტონსარევის ზედაპირის საღებავის ფენა არ დააზიანოთ.
2. ქიმიური მეთოდი. აქვე ვიტყვი, რომ ეს სწორ მეთოდად არ მიმაჩნია. საწმენდი საშუალება ძვირია, თან მისი გამოყენება ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ქიმიური საშუალების კანზე მოხვედრა სახიფათოა და სჯობს მათთან საქმე არ დაიჭიროთ.
როგორ ავიცილოთ ნარევის მიკვრა
ცნობილია, რომ დაავადება სჯობს თავიდან აიცილოთ, ვიდრე შედეგის გამოსწორება სცადოთ. ბეტონსარევის სისუფთავის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ შემდეგი ალგორითმი:
- კომპონენტების მოცულობა დაინგარიშეთ;
- ბეტონსარევის მბრუნავ ავზში კომპონენტების მთელი მოცულობის 50% ჩაყარეთ და წყალი დაასხით;
- ნარევს აურიეთ;
- დარჩენილი ნაწილი დაუმატეთ და მასალის სრულად მომზადებას დაელოდეთ;
- ბეტონსარევიდან ხსნარი გადმოასხით ისე, რომ წვეთიც არ დატოვოთ.
მნიშვნელოვანია: დანადგარი ნებისმიერ შემთხვევაში ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ!