6 საუნივერსიტეტო კამპუსი, რომელსაც ინოვაციური ცენტრი და არქიტექტურული შედევრი შეგიძლიათ უწოდოთ

სტუდენტური ქალაქი, იგივე კამპუსი, განსაკუთრებული გარემოა საკუთარი ინფრასტრუქტურით, რომელიც სტუდენტებს უზრუნველყოფს სასწავლო შენობებით, ლაბორატორიებით და სახელოსნოებით, ასევე საცხოვრებელი, საკომუნიკაციო და დასასვენებელი ადგილებით. საუნივერსიტეტო გარემო ხშირად საოცრად სოციალურ–კულტურულ სივრცედ გადაიქცევა, რომელიც გამოირჩევა უჩვეულო არქიტექტორით, საგანმანათლებლო პროცესების განსაკუთრებული ორგანიზებით და სასწავლო კორპუსების მიღმა ცხოვრებით. Novate გიზიარებთ 6 ინოვაციურ სტუდენტურ სივრცეს, რომელშიც მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მომავლის ქალაქის ნიშნები შეგიძლიათ დაინახოთ.

1. Gdansk University of Technology–ის კამპუსი გდანსკში (პოლონეთი)

გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (Gdansk University of Technology) კამპუსი ევროპის 10 ულამაზეს კამპუსს შორისაა (Times Higher Education–ის მიხედვით). მასშტაბური სტუდენტური ქალაქი ვჟეშის რაიონში, ქალაქის ცენტრსა და ბალტიის ზღვას შორის მდებარეობს. უნივერსიტეტის მთავარი შენობა 1904 წელს აშენდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ კამპუსის ტერიტორიაზე შეგიძლიათ ნახოთ როგორც ისტორიული შენობები, ასევე თანამედროვე კორპუსი, სადაც კვლევითი ცენტრები, ლაბორატორიები, საერთო საცხოვრებლები და მწვანე ზონებია. 100 წლიანი ისტორიის მანძილზე სტუდენტური ქალაქის ტერიტორია 10-ჯერ გაიზარდა და ახლა 77 ჰექტარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მთავარი შენობა, რომელიც ჰოლანდიური რენესანსის სტილშია აშენებული, დღემდე კამპუსის დეკორაციას და უნივერსიტეტის სიმბოლოს წარმოადგენს. ისტორიული ფასადის მონუმენტური სიდიადის მიღმა იმალება სასწავლო აუდიტორიები და ულტრათანამედროვე ლაბორატორიები, შთამბეჭდავი საკონფერენციო დარბაზები და დასასვენებელი ზონები ლექტორებისა და სტუდენტებისთვის.

უნივერსიტეტს ბოლოს შეემატა ულტრათანამედროვე ნანოტექნოლოგიური ცენტრი, ელექტროენერგიისა და განახლებადი ენერგიის წყაროს ლაბორატორია LINTE-2, იმერსიული 3D ვიზუალიზაციის ლაბორატორია, სადაც ვირტუალურმა რეალობამ ახალ დონეს მიაღწია, ელექტრონიკის, ტელეკომუნიკაციის და ინფორმატიკის ფაკულტეტის კორპუსი. ახლახანს აშენდა უნიკალური ცენტრი ProtoLab Prototyping Center, სადაც სტუდენტებს, მეცნიერებს, ლექტორებს და მკვლევარებს შეუძლიათ საკუთარ იდეებზე კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში იმუშაონ. სტუდენტებს სწავლისა და კვლევის გარდა შეუძლიათ კომფორტულ ოთახებში დაისვენონ, აქვეა სპორტული დარბაზები და მოედნები, დასასვენებელი ცენტრები, 12 საერთო საცხოვრებლიდან ერთ–ერთი, რომელშიც 3 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

2. University of Iowa, Stanford: The Art in STEM (აიოვას შტატი, აშშ)

თუ მითი სილიკონის ველის შექმნის შესახებ სტივ ჯობსის ავტოფარეხით იწყება (ახლა ეს ისტორიული ადგილია), კამპუსის შექმნის მითი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კორპუსით Building 32 იწყება. წყალდიდობის შემდეგ ვიზუალური ხელოვნების ცენტრის დაზიანებული ძველი შენობა დაანგრიეს და ახალი ფუტურისტული კომპლექსით Stata Center ჩაანაცვლეს. პროექტის ავტორია ფრენკ გერი. ამ საოცარმა არქიტექტურულმა ანსამბლმა უნივერსიტეტის კამპუსების არასტანდარტული კორპუსების ექსპერიმენტულ პროექტირებას საფუძველი ჩაუყარა. აიოვას უნივერსიტეტის STEM ხელოვნების სკოლის ახალი შენობა, რომელსაც Building 20 უწოდეს, მაგალითია, როგორ შეგიძლიათ დააკავშიროთ დრომოჭმული ესთეტიკა სამშენებლო სფეროს უახლეს ტექნოლოგიებთან და ხელოვნების უჩვეულო ტენდენციებთან.

The Art in STEM ფაკულტეტის კორპუსი კრეატიული ბლოკების, მოდულების და გადასასვლელების ლაბირინთია, რომლის მიზანია მომავალი მხატვრების, მოქანდაკეების, არქიტექტორების და დიზაინერების სასწავლო პროცესი გაამარტივოს. მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ საკუთარი ხელით უფრო მეტი რამ შექმნან. ამ მიზეზით სასწავლო კაბინეტების და სახელოსნოების კლასიკურ პროექტირებაზე არ შეჩერდნენ და უპირატესობა მიანიჭეს ინდუსტრიულ სტილს ზედმეტი შელამაზების და კონფიდენციალურობის გარეშე. სტუდენტებს, რომლებმაც ეს მიმართულება აირჩიეს მეტი შანსი აქვთ, რომ სახელოსნოს და 3D პრინტერის კარი იპოვონ, ვიდრე სამკითხველო დარბაზები და დახურული კლასები. მათ სწავლების მეთოდების არჩევაში მეტი თავისუფლება აქვთ. მათ შეუძლიათ თანამოაზრეებთან ერთად მრგვალ მაგიდასთან ან საკუთარი კორპუსის სახურავზე სტუდიაში შეიკრიბონ. 100 მსმენელთან ერთად აუდიტორიაში ყოფნა საჭირო არაა.

საინტერესო ფაქტი: ვიზუალური ხელოვნების ახალი ცენტრი, რომლის ფართობი 11,7 ათასი მ²–ია, სასწავლო და შემოქმედებითი სივრცეა ყველა სახის სახვითი ხელოვნების შესასწავლად. სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია არა მხოლოდ თეორიული საფუძვლები. მათ პრაქტიკაში შეუძლიათ ივარჯიშონ კერამიკაში, საიუველიურო ხელობაში, 3D დიზაინსა და 3D ბეჭდვაში, ქანდაკების შექმნაში, გრავიურის კვეთაში, ხატვაში, ავეჯის ან ტანსაცმლის პროექტირებაში. ასევე შეუძლიათ მედია პროექტებში ჩაერთონ, ვიდეოხელოვნებასა და ფოტოგრაფიაში თავი გამოცადონ. ხელოვნების თითოეული სახეობისთვის ხელმისაწვდომია აუცილებელი მასალები, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სახელოსნოები და სტუდიები, რომლებიც მათთვის ყოველთვის ღიაა.

3. Cardiff University–ს ახალი კამპუსი კარდიფში (უელსი, დიდი ბრიტანეთი)

Cardiff University დიდი ბრიტანეთის ერთ–ერთი ამბიციური და ინოვაციური უნივესტიტეტია, რომელიც 1883 წელს დაარსდა. თავიდან უელსის უნივერსიტეტის ერთ–ერთი კოლეჯი იყო, დღეს დიდი ბრიტანეთის წამყვანი სასწავლო დაწესებულებაა, რომელსაც შეუძლია იამაყოს ულტრათანამედროვე სამეცნიერო–კვლევითი ბაზით, უნიკალური არქიტექტურული ანსამბლებით და დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრების ორგანიზებით. უნივერსიტეტს ძლიერი სასწავლო ბაზა და მასშტაბური კამპუსი აქვს, რომელიც 33 ათას სტუდენტს, თანამშრომლებისა და მეცნიერების დიდ შტატს იტევს.

ახლა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს საკუთარი სამეცნიერო პარკის Innovation Campus  შექმნაზე. ეს ერთგვარი ბიზნეს ინკუბატორი გახდება უნივერსიტეტის ლექტორებისთვის, მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის, ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, სახელმწიფო ორგანოებისთვის, რომლებიც ახალი პროდუქტების, სტარტაპების და სოციალური პროექტების შექმნასა და განხორციელებას ცდილობენ.

4. ფლორიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების, ინოვაციების და ტექნოლოგიების კამპუსი ლეიკლენდში (აშშ)

ფლორიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (Florida Polytechnic University или Florida Poly) მეცნიერების, ინოვაციების და ტექნოლოგიების კამპუსი მსოფლიოში ერთ–ერთ ულამაზეს შენობად სამართლიანად ითვლება. ეს გასაკვირი არაა, რადგან მის პროექტზე სანტიაგო კალატრავა მუშაობდა. სანტიაგო კალატრავა თანამედროვე გენიალური არქიტექტორია, რომლის პროექტები ათას შენობებს შორის შეგიძლიათ იცნოთ. ეს უნივერსიტეტის კამპუსის პირველი არქიტექტურული ობიექტია, რომელიც მალე სრულად ამოქმედდება. ჯერჯერობით ლექტორები და სტუდენტები ერთადერთი კორპუსით სარგებლობენ, რომელიც ტბასთან მდებარეობს. ტბის წყალი შენობას საოცარ სანახაობად აქცევს.

აჟურული ობიექტის ჰაეროვნების მიუხედავად მასში გათვალისწინებულია სასწავლო აუდიტორიები და ლაბორატორიები, რომელთაც გარს აკრავს პერგოლით დაფარული მოღუნული დერეფნები, რომელიც შენობაში მზის სინათლეს დოზირებულად უშვებს. აჟურული ფოლადის პერგოლის გარდა შენობა დაფარულია ჟალუზის სახურავით, რომელიც ჰიდრავლიკური ასაწევით იმართება. მისი დახმარებით მზის დატვირთვა მცირდება (30%–ით) და ვარსკვლავების მოძრაობის მიხედვით და ამინდის პირობების გაუარესების დროს წვიმისგან საიმედო დაცვას ქმნის.

5. ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბაღი–კამპუსი (სინგაპური)

სინგაპურში, ქვეყნის უდიდეს უნივერსიტეტში Nanyang Technological University გაიხსნა კამპუსი–ბაღი Yunnan Garden campus. სახელმწიფომ 200 ჰა მიწა გამოყო, რომ სინგაპურის მთავარ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სასწავლო ბაზის გაფართოების შესაძლებლობა ჰქონოდა და სტუდენტებისთვის ულტრათანამედროვე ლაბორატორიები და სახელოსნოები, სპორტული ცენტრები, კომფორტული საერთო საცხოვრებლები, დასასვენებელი და შემოქმედებითი ცენტრები მოეწყო.

ახალი კამპუსის პროექტი არქიტექტურულ სტუდიას Heatherwick ეკუთვნის, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ შენობას სწორი კუთხეები და მთავარი შესასვლელი არ აქვს. სამაგიეროდ, მთელი სივრცე ჩაფლულია სიმწვანეში, რითაც ეგზოტიკური ბაღის ილუზიას ქმნის. დეველოპერების წყალობით კორპუსში ვერ ნახავთ მოსაწყენ ინტერიერს, ვიწრო ბნელ დერეფნებს, სწორკუთხოვან აუდიტორიებს და ლაბორატორიებს. აქ შეგიძლიათ ფლორის ბიომრავალფეროვნებით დატკბეთ, აივნებზე, ტერასებსა და შიდა ეზოებში გაისეირნოთ, გიგანტური ატრიუმიდან სინათლით დატკბეთ, რომელიც სასწავლო შენობებს აერთიანებს.

6. შეფილდის უნივერსიტეტის კამპუსის საინჟინრო ფაკულტეტის კორპუსი The Diamond (სამხრეთ იორკშირი, დიდი ბრიტანეთი)

2016 წელს შეფილდის უნივერსიტეტის კამპუსში (Sheffield University) გამოჩნდა საინჟინრო ფაკულტეტის ახალი კორპუსი, რომელსაც The Diamond (ბრილიანტი) უწოდეს. შენობის საოცარი ფორმა, უფრო ზუსტად მისი უჯრედებიანი გარსი ბრილიანტის მოლეკულურ სტრუქტურას წააგავს. რომბის ფორმა ანოდირებული ალუმინისგან არის დამზადებული და მასშტაბური შემინული რკინაბეტონის კონსტრუქციის წინ დამაგრებულია, რაც სტუდენტური ქალაქის ისტორიული შენობებისგან გამოარჩევს.

ახალი კორპუსი უნივერსიტეტის უდიდესი ფაკულტეტის სასწავლო ცენტრია, რომელშიც მოწყობილია: 19 კვლევითი და სასწავლო ლაბორატორია, 9 სალექციო დარბაზი, 30 სასწავლო აუდიტორია, რომლებიც ეფექტური ატრიუმის გარშემო განლაგებულია. ატრიუმის ცენტრში მდებარეობს კაფე და საკონფერენციო დარბაზი, ხოლო კიდეებზე IT ლაბორატორიები და რამდენიმე პატარა ოთახი სემინარის ჩასატარებლად.

იმის მიუხედავად, რომ ახალი შენობის პროექტმა სამშენებლო მეტალკონსტრუქციის ბრიტანული ასოციაციისგან (Structural Steel Design Awards) „ორიგინალური დიზაინის და მშენებლობის ინოვაციური მეთოდისთვის“ ჯილდო მიიღო, იგი ნომინირებული იყო 2016 წლის Carbuncle Cup–ის კონკურსზე, რომელიც გადაეცემა „ყველაზე მახინჯ ახალ შენობებს დიდ ბრიტანეთში“.