დამხმარე მცენარეები, რომლებიც აგარაკზე სარეველებს გააძევებენ

რა აერთიანებს გამოცდილ და დამწყებს მეაგარაკეს (რა თქმა უნდა, ბუნების სიყვარულის გარდა)? საერთო საქმე: სარეველებთან ყოველწლიური ბრძოლა. სარეველა ნებისმიერ პირობებს ადვილად ეგუება და იზრდება იქ, სადაც არაფერი და არასდროს იზრდება. მომაბეზრებელ მცენარეულობასთან ბრძოლის მრავალ მეთოდებს შორის აღსანიშნავია სხვა კულტურების გაზრდა, რომელიც სარეველების ზრდას აფერხებს. Novate ამ ეკოლოგიური დამხმარეების შესახებ გიამბობთ.

ვერც ერთი დამხმარე მექანიკურ/ხელით გამარგვლას ვერ შეედრება, როცა სარეველები ფესვებიანად ითხრება, მაგრამ ეს დიდ დროს და ძალას მოითხოვს, რომელიც ადამიანს საკმარისი არასდროს აქვს. ქიმიური საშუალებების (ჰერბიციდები) უსაფრთხოება ძალიან საეჭვოა. რა საჭიროა გარისკვა, თუ პრობლემა მარტივი და ჯანსაღი გზით შეგიძლიათ მოაგვაროთ: ნაკვეთზე ზოგიერთი მცენარე დარგეთ, რომელიც სარეველებს ზრდის საშუალებას არ მისცემს და ნიადაგს გააუმჯობესებს.

1. გაზონი

ლამაზი და მოვლილი გაზონის ხალიჩა რომ მიიღოთ, ნიადაგი აუცილებლად მოამზადეთ: ხარისხიანად გამარგვლეთ, ყველა მავნებელი მცენარის ფესვი მოაშორეთ, სურვილის შემთხვევაში მიწა ქიმიური საშუალებებით დაამუშავეთ. ბალახის სახეობის არჩევისას გაითვალისწინეთ თქვენს კლიმატთან ბალახის შეგუების ხარისხი, ზრდის სიხშირე, მორწყვის სიხშირე, გათელვის მიმართ მდგრადობა და მოვლის სიმარტივე. თუ ყველა ამ მომენტს გაითვალისწინებთ, ჭანგას და დურღენს შანსი არ ექნება. მაგალითად, ბალახების ნარევი შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ მაინც ერთი სახეობის ბალახის დარგვა გსურთ, მაშინ პოპულარულია შემდეგი კულტურები.

მდელოს თივაქასრა – მრავალწლიანი ბალახი, რომელსაც უყვარს მზე (დათესვისას გაითვალისწინეთ). სქელმა ბალახის ხალიჩამ სარეველები რომ შეავიწროვოს, რამდენიმე წელი უნდა მოიცადოთ, რადგან კარგი გაზონი მე-4 წლისთვის იზრდება. წითელი წივანა – ჩრდილის მოყვარული ბალახი, რომელიც ლამაზ უხეშ მუქ მწვანე მდელოდ იზრდება. ბალახი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იზრდება, ამიტომ სარეველებს ზრდის საშუალებას არ აძლევს. ასეთ გაზონზე ფეხშიშველა ვერ გაივლით, თუ გამოცდილი იოგი არ ხართ. კოინდარის გაზონი ლამაზი და რბილია. მის ფონზე ყვავილების კლუმბი და ვარდების ბუჩქი მომგებიანად გამოიყოფა.

2. ყვავილები

მავნებელ მცენარეებთან ბრძოლის კიდევ ერთი ლამაზი მეთოდი – ყვავილები ნაკვეთზე. უმეტესობა მათგანი მარტივი მოსავლელია და მფლობელებს სიცივემდე ახარებს.

ლამაზი და სახიფათო შროშანა ტერიტორიიდან ნებისმიერ მეზობელს გააძევებს. სწრაფად იზრდება, ამიტომ მომენტი არ გაუშვათ, რომ კვლებში ან კლუმბში ტიხრები გააკეთოთ. ჩრდილის მოყვარული მცენარე აბსოლუტურად უპრეტენზიო მოსავლელია. თუ შროშანა ნაზი და უპრეტენზიო ყვავილია, ხანჭკოლა შეუძლებელია ვერ შეამჩნიოთ. დიდებული ბუჩქის მტევნიანი ყვავილედი სიმაღლეში 50 სმ–მდე აღწევს. ფერადი პალიტრა საშუალებას გაძლევთ, რომ კონკრეტული დიზაინის და გემოს მცენარე შეარჩიოთ. ყვავილის მაღალი „ქუდი“ ქმნის ჩრდილს, ხოლო ძლიერი ფესვები სარეველებს ზრდის საშუალებას არ აძლევს. ხანჭოლა ყინვას ადვილად იტანს, უპირატესად მჟავე ნიადაგში იზრდება.

თუ ნაკვეთზე ალპური ბორცვის ბედნიერი მფლობელი ხართ, აუცილებლად დიცენტრა აირჩიეთ. დიცენტრა სწრაფად იზრდება და დიდ ნაკვეთს ჩრდილით ფარავს. ასეთ პირობებში სარეველებს გაღვივება უჭირთ.

კლდისდუმა. მცენარე ღარიბ ნიადაგზეც იმდენად სწრაფად იზრდება, რომ შემოღობვის გარეშე კლუმბიდან ყველა მეზობელს (არა მხოლოდ სარეველებს) გააძევებს. მცენარეს ბევრი სახეობა და ჯიში აქვს, მაგრამ ყველას საშუალო ზომის ფოთლები და პატარა ყვავილები აქვს.

ჩაგირისთვის ღობის გასწვრივ იდეალური ადგილია. გაუგებარი სარეველების ნაცვლად ლამაზი ყვავილები გაგახარებთ. მცენარე სიცივეს კარგად იტანს. ჩაგირისგან განსხვავებით ასტილბა მხოლოდ ზაფხულში ყვავილობს. ეს დარდის მიზეზი არაა: მთელი ზაფხული შეგიძლიათ დაივიწყოთ სარეველები იქ, სადაც ლამაზი ყვავილები იზრდება.

მეკენძალა სარეველებთან საბრძოლველად კიდევ ერთი ლამაზი დამხმარეა. მცენარე თეთრ ასტილბას ცოტათი წააგავს, მსუბუქი თაფლის არომატი აქვს. ბუჩქი თავისი ფორმით და ზომით რომ გახარებდეთ, ფართო ნაკვეთი გამოყავით. ივლისში თეთრი ყვავილების აყვავილების შემდეგ ძალიან ლამაზად გამოიყურება.

აი, ნემსიწვერას შეუძლია „მომაბეზრებელი მცენარის“ ტიტული მოიპოვოს. სწრაფად იზრდება, ამიტომ კონტროლის გარეშე შეიძლება იისფერ ხალიჩად გადაიქცეს. ამ „მომაბეზრებელ“ კულტურასთან ერთ რიგში შეგიძლიათ დარგოთ სურნელოვანი ია, ხავერდა, ფლოქსი და სხვა.

3. დეკორატიული მცენარე

დეკორატიული ფოთლოვანი მცენარეები სარეველებს ზუსტად ისე ებრძვის, როგორც ყვავილები: დიდი ფოთლები ძლიერ ფესვების სისტემასთან ერთად სარეველებს ზრდის საშუალებას არ აძლევს. როგორც წესი, ასეთ მცენარეებს აგრესორებს უწოდებენ. მათ მიეკუთვნება ლიანების სახეობა, ბუერა, ჰოსტა, მარმუჭი და სხვა.

მარმუჭი ღობის გასწვრივ ან ნაკვეთზე ბილიკის გასაფორმებლად კარგად გამოიყურება. აღსანიშნავია, რომ ამ მცენარის მთავარი ფუნქციაა დეკორაცია, შემდეგ სარეველებთან ბრძოლა. პახიზანდრა უფრო პრეტენზიული კულტურაა. თუ თქვენს ნაკვეთზე გადარჩება, მაშინ მოაგვარებთ რამდენიმე ამოცანას: სარეველებს მოიშორებთ და ტერიტორიას ლამაზად გააფორმებთ.

4. სიდერატები

მცენარე პარაზიტებთან ბრძოლის ეს ეფექტური მეთოდი წინასგან განსხვავდება. საქმე იმაშია, რომ სიდერატები თავისუფალ ნაკვეთზე ითესება, რომ სარეველებმა ეს სივრცე არ დაიკავოს. ჩვეულებრივ, მოსავლის აღების შემდეგ ითესება. როგორც კი, სიდერატები გაიზრდება, უნდა მოთელოთ, შემდეგ მათგან მულჩი გააკეთოთ. ამ მეთოდით არა მხოლოდ სარეველებს მოიშორებთ, არამედ ნიადაგს გააუმჯობესებთ.

მზიანი მდოგვი და რაფსი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც მცენარეებში სხვადასხვა სოკოვანი დაავადების განვითარებას, ასევე სარეველების ზრდას ხელს უშლის. მოჭრილი სიდერატები ცოტა ხნით ნაკვეთზე გადაანაწილეთ, შემდეგ გადაბარეთ და მორწყეთ.

წიწიბურა ეფექტური და უპრეტენზიო სიდერატია. მის შემდეგ ნიადაგი არა მხოლოდ სარეველებისგან გაიწმინდება, არამედ კალიუმით და ფოსფორით გამდიდრდება. პარკოსანი სიდერატები მეაგარაკეებს სარეველებს მოაშორებს და ნიადაგს გაამდიდრებს, თუ მარწყვის რიგებს შორის დარგავთ.

ჭვავი, ხორბალი, ქერი, შვრია – არა მხოლოდ სარეველებს მოგაშორებთ, არამედ მიწას კალიუმით გაამდიდრებს, რაც მომავალ მოსავალზე დადებითად აისახება.