კლეტი, იზბა და ტერემი: როგორ გავერკვიოთ ძველი რუსული არქიტექტურის მრავალფეროვნებაში

Novate ძველ რუსულ არქიტექტურულ ნიმუშებს გაგაცნობთ, რომელთაც ხელმისაწვდომი მასალებისგან (ძირითადად, ხისგან) აშენებდნენ. შენობების მრავალფეროვნებამ შეიძლება დაგაბნიოთ, თუ მათ შორის განსხვავებები არ გეცოდინებათ.

1. კლეტი

რუსეთში ხის ხუროთმოძღვრება გაბატონებული იყო, რადგან მათთვის ხე როგორც საცხოვრებელი სახლების, ასევე გარე შენობების ასაშენებლად ყველაზე ხელმისაწვდომი მასალა იყო. ამავდროულად, მორებით სახლს უფრო სწრაფად აშენებდნენ, ვიდრე ქვით. მათ განსაზღვრეს, რომ მორების ჰოროზინტალურად განთავსების შემთხვევაში სახლი უფრო თბილი გამოდის, თუნდაც კონსტრუქცია ხის გაშრობის შემდეგ დაწეულიყო. ასეთი თავისებურების გამო ყველა არქიტექტურულ ობიექტს გამონაკლისის გარეშე ამ ტექნოლოგიით აშენებდნენ. მნიშვნელობა არ ჰქონდა, საქმე იზბას თუ დიდებულ ტაძარს ეხებოდა.

სხვათა შორის, იმ პერიოდში ევროპელები ვერტიკალურ წყობას იყენებდნენ, რაც შენობის დაგეგმარებაში მეტ შესაძლებლობას იძლეოდა.

მორების ჰორიზონტალურ წყობას თავისი მინუსებიც ჰქონდა, რომელთაგან მთავარია ზომაში შეზღუდვა, რადგან კედლის სიგრძე დამზადებული ხის ტანის სიგრძეს ვერ გადააჭარბებდა. როგორც წესი, პატარა კვადრატი ან მართკუთხა შენობა გამოდიოდა, სადაც მორებს ოთხ კუთხეში ამაგრებდნენ. ასეთი ტიპის მშენებლობას კლეტი ეწოდება, ჩვენ დროში ძელური ეწოდება. კონსტრუქციული სიმარტივის მიუხედავად ობიექტი კაცობრიობის მიღწევად ითვლება, რადგან მის ბაზაზე ბევრი აქტუალური სტრუქტურის შექმნა შეიძლება.

კლეტი შედგებოდა ერთი ოთახისგან, რადგან ტიხრებს არავინ იყენებდა. ასევე გათვალისწინებული იყო პატარა სხვენი საყოფაცხოვრებო ნივთების, ჭურჭლის, ხელსაწყოების და ცხოველის საკვების შესანახად. საცხოვრებელ სივრცეში კლეტს იყენებდნენ როგორც ცალკე სტრუქტურად (ზოგჯერ ორსართულიანიც), ასევე ქოხის ნაწილად.

პატარა შენობაში, რომელსაც საკუჭნაოდ იყენებდნენ, პატარა ფანჯარას ჭრიდნენ, უფრო ზუსტად ერთი მორის სისქე ჭრილს, რომელსაც ხის სამაგრით ხურავდნენ. სხვა შემთხვევაში, ფანჯრის ზომა სამი მორის სიმაღლეს არ აჭარბებდა, ხოლო სიგანე დამოკიდებული იყო მიზანზე. ასეთ ფანჯარას ირიბს უწოდებდნენ, რადგან კუთხურად იჭრებოდა.

ხის ნაგებობა იდგმებოდა „ბალიშზე“, ანუ მიწაზე, ბოძებზე ან ნამორზე (საძირკვლის პროტოტიპი). ბოლო ვარიანტში შესაძლებელია სარდაფის (თანამედროვე ცოკოლის სართული) მოწყობა, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ მალფუჭებადი პროდუქტები, ხოლო იზბის შემთხვევაში, მას უფრო მაღალს აკეთებდნენ, რომ აქ პირუტყვი შეეყვანათ ან მუშების საცხოვრებელი ან სახელოსნო მოეწყოთ.

2. იზბა

კლეტი იზბის სტრუქტურული საფუძველია, ერთადერთი, ამ შენობაში უკვე გათვალისწინებული იყო ღუმელი, რაც ზამთარში შენობის გათბობის საშუალებას იძლეოდა. ძველ რუსეთში რამდენიმე სახის იზბა ჰქონდათ, რაც მფლობელის შემოსავალზე იყო დამოკიდებული. გლეხების იზბა ნახევრად მიწური ან მიწისზედა შეიძლება ყოფილიყო. ნახევრად მიწური იზბის (ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტი) ასაშენებლად საჭირო იყო ნახევრად ღრმა ორმოს ამოთხრა, მიწის კარგად დატკეპვნა, რომელიც შემდეგ დაფით იფარებოდა ან უბრალოდ თიხას უსვამდნენ (ეს იატაკი იყო). კედლების ასაგებად ორმოს პერიმეტრზე ბოძებს საჭირო სიმაღლეზე არჭობდნენ, შემდეგ ორფერდა სახურავით (ჭერის როლსაც ასრულებდა) ხურავდნენ. ნახევრადმიწურ იზბაში კერაც ჰქონდათ. ხშირად ეს იყო მიწისქვეშა ღუმელი და შავი მეთოდით ანთებდნენ.

მიწისზედა იზბა ერთი ან რამდენიმე კლეტისგან შედგებოდა (ეს ოჯახის რაოდენობასა და კეთილდღეობაზე იყო დამოკიდებული). მასში ყოველთვის იყო ღუმელი, ხშირად მიწის იატაკი (მდიდრებში – ფიცრის). ასევე ჰქონდა სრულფასოვანი გადახურვა (გლუვი თლილი დაფებისგან) და მაღალი სხვენი, რომელსაც ყოველთვის იყენებდნენ. დიდი ფანჯრის მონტაჟის შემთხვევაში შენობას ნათელი ოთახი ეწოდებოდა და ქალის ხელსაქმისთვის გამოიყენებოდა, რადგან ამ პროცესს მაქსიმალური განათება სჭირდებოდა.

საინტერესო ფაქტი: ერთი კლეტისგან შემდგარი იზბა, რომლის ზომა 16 მ² (4×4 მ) იშვიათად აღემატებოდა, კიდევ ერთი ან რამდენიმე ემაგრებოდა. თუ სახლის წინ მდებარეობდა, ეს იყო ცივი შესასვლელი, რომელიც შეიძლება დაყოფილიყო რამდენიმე ოთახად: სათივე და საკუჭნაო. შესასვლელი საცხოვრებელ ოთახს სიცივისგან იცავდა და ინვენტარის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და წყლის შესანახად გამოიყენებოდა. სათივეში საზაფხული საძინებელი ან ახალდაქორწინებულთათვის საქორწილო ლოჟა ეწყობოდა, რადგან ამ შენობის ჭერი მიწით/თიხით არ ითბუნებოდა, რომელიც გვახსენებს ცხოვრების სისუსტეს, რომლის დაშვებაც ქორწილის დღეს არ შეიძლებოდა.

უმეტეს შემთხვევაში ქოხის გვერდით კლეტს აშენებდნენ, რომელიც სახლს მხოლოდ სამზარეულოს ზონიდან უკავშირდებოდა. ამ კლეტს გორნიცას უწოდებდნენ და ქალის ოთახად ითვლებოდა, სადაც შეეძლო ხელსაქმით დაკავებულიყო და შეკრებები მოეწყო. ამ ნაწილში ყოველთვის ბევრ ფანჯარას აკეთებდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მინა გამოჩნდა და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა (მანამდე გამოიყენებოდა ხარის ბუშტი ან ქარსი, რომელიც სინათლეს ცუდად ატარებდა). გორნიცა ტიხრებით რამდენიმე ნაწილად შეიძლება დაყოფილიყო. მის პატარა ოთახებს საკუჭნაოდ იყენებდნენ.

აღსანიშნავია, რომ იზბაშიც დამატებითი კედელი ან ტიხარი არ იყო, საცხოვრებელი სივრცე ღია განლაგებას ითვალისწინებდა. ამის მიუხედავად, სახლი რამდენიმე ზონად მკაცრად დაყოფილი იყო: შესასვლელიდან მარჯვნივ – მამაკაცის ოთახი გრძელსკამით შემოფარგლული, რომლის ქვეშ ყველა ძვირფასი ხელსაწყო ინახებოდა (ცივ სეზონზე აქ ხელობით იყვნენ დაკავებულნი), მარცხენა შორეულ კუთხეში ხატებს კიდებდნენ და წითელს (მთავარს) უწოდებდნენ. ღუმელის უკან ქალების ტერიტორია იყო (მას ყოველთვის ფარდით ფარავდნენ), სადაც ოჯახის წევრ კაცებსაც შესვლა ეკრძალებოდათ.

აღსანიშნავია, რომ შეძლებული ოჯახის საცხოვრებელი შეიძლება რამდენიმე იზბისგან შემდგარი ყოფილიყო (გადასასვლელით დაკავშირებული). თითოეულ იზბას საკუთარი ღუმელი ჰქონდა. მდიდარ სახლში კიდევ ერთი კლეტი ჰქონდათ, რომელსაც გრიდნიცა (დიდი კლეტი/იზბა) ეწოდებოდა. ის საცხოვრებელი სივრცის წინ ან ცალკე იყო განთავსებული და წვეულების მოსაწყობად გამოიყენებოდა, როცა ბევრი ხალხი იკრიბებოდა. მოგვიანებით, ამ კლეტს სასადილო იზბა უწოდეს და როგორც შიგნიდან, ასევე გარედან მისი გაფორმება დაიწყეს, რომ სტუმრებისთვის მათი სიმდიდრე წარმოეჩინათ.

3. ტერემი

ამ ტერმინს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს – სხვენი, სასახლე, კოშკი, მესამე ან უფრო მაღალი დონე. ტერემი იზბის ან კლეტის ზემოთ მინაშენია, ანუ მესამე სრულფასოვანი სართული (თუ ცოკოლის სართულსაც ჩათვლით). ასეთ ობიექტებს მხოლოდ ძალიან შეძლებული გლეხები აშენებდნენ და ისიც რამდენიმე ეტაპად. ამ ტიპის მინაშენის განმასხვავებელი ნიშანია ბევრი ფანჯარა ყველა კედელზე, ასევე კოშკი, აივანი მოჩუქურთმებული მოაჯირებით და ბევრი სხვადასხვა მინაშენი/გადასასვლელი. რუსული ფოლკლორის მიხედვით, მესამე სართული განკუთვნილი იყო ქალებისთვის (ზღაპრებში ლამაზი ქალები სწორედ აქ ცხოვრობდნენ), რადგან სახლის ეს ნაწილი ფანჯრებით უხვად იყო გაფორმებული, თანაც წითელი იყო.

შენიშვნა: წითელი ფანჯარა გლეხების იზბაში – ყველაზე დიდი ფანჯარა იზბაში/კლეტაში, ჩარჩოთი ან მორით შემოფარგლული. ასეთი ფანჯარა მხოლოდ ქალის ზონაში, ნათელ ოთახში ან გორნიცაში კეთდებოდა. მისი ზომა 30×70 სმ–ს არ აჭარბებდა, მაგრამ იმ დროს დიდად ითვლებოდა.

5. ხორომი

თუ სიტყვას ხორომი ძველი სლავურიდან თარგმნით, მიხვდებით, რომ ასეთი ობიექტი განკუთვნილი იყო მმართველებისთვის, რომელთაც იმ დროს კნიაზებს უწოდებდნენ. ესეც კლეტი და იზბა იყო, მხოლოდ ერთმანეთზე მიმაგრებული. ერთმანეთისგან მცირე მანძილით შეიძლება დაშორებული ყოფილიყო, მაგრამ გადასასვლელებით, გალერეებით და ბევრი დერეფნით ერთმანეთს უკავშირდებოდა. ეს ნაწილი ზოგიერთ შემთხვევაში მისაღები ოთახის როლს ასრულებდა, სადაც საქმიანი/საზეიმო შეხვედრები იმართებოდა.

კიევის რუსეთის დროს ხორომს კნიაზის სასახლეს უწოდებდნენ, სადაც თითოეული ოჯახის წევრისთვის გათვალისწინებული იყო ინდივიდუალური პალატები (აპარტამენტები). შემორჩენილი მატიანეს მიხედვით, მმართველის ხორომი შედგებოდა ბევრი კლეტის, იზბისა და ტერემისგან, რომელთაც სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა. ესაა: გრიდნიცა – საზეიმო დარბაზი, ლოჯნიცა ან ოდრინი – საძინებელი ოთახები, მედუშა – საკუჭნაო ან სასმელების სათავსო, მილნაია – აბანო, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო შენობა და საჯინიბე. სასახლე ყველა დამხმარე ნაგებობით და ეზოს ტერიტორიით ყოველთვის მაღალი მესერით შემოღობილი იყო.