ერთხელ გამოვიყენე და ბუგრები 3 წელია არ მაწუხებს. ხალხური მეთოდი

Novate გასწავლით, როგორ ებრძოლოთ ბუგრებს აგარაკზე. თუ გსურთ, რომ ვარდი და მოცხარი, ხე და დეკორატიული მცენარე დაიცვათ ისეთი მავნებლისგან, როგორიცაა ბუგრი, ხალხური მეთოდის გამოყენებას გირჩევთ. ყველა ხალხური რეცეპტი ეფექტური არაა, მაგრამ მათ შორის 1 მეთოდია, რომელიც წლებით გამოცდილი და დადასტურებულია.

ბუგრები აბსოლუტურად ნებისმიერ მცენარეს თავს ესხმის. ბოსტნეული, ბუჩქი, ხე და დეკორატიული მცენარეც შეიძლება დააზიანოს. ბევრი მეაგარაკე ხალხურ რეცეპტებს იყენებს, მაგრამ მათგან თითქმის 90% ბუგრების წინააღმდეგ არ მუშაობს.

გთავაზობთ ნაყენს, რომელიც ბუგრებს ნამდვილად ებრძვის. ბევრი გამოცდილი მეაგარაკე ამ ნარევს აგარაკზე არაერთი წელია იყენებს.

ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 200 გ სარეცხი საპონი, რომელიც 2 ლ წყალში უნდა გახსნათ. უბრალო წყალი არ გამოგადგებათ. მძაფრსუნიანი ნებისმიერი სარეველა დაგჭირდებათ. მაგალითად, ქრისტესისხლა კარგი ვარიანტია. სარეველა დააქუცმაცეთ, 2 ლ წყალში მოათავსეთ და ხარშეთ, რომ ნამდვილად კარგი ნახარში მიიღოთ.

შემდეგ ქრისტესისხლას ნახარში გააგრილეთ, გადაწურეთ და 200 გ სარეცხი საპონი დაუმატეთ. სქელ მასას მიიღებთ, რომელიც 1:10 თანაფარდობით უნდა გააზავოთ. ანუ 2 ლიტრ ნარევზე 20 ლ წყალი დაგჭირდებათ. ხსნარი შეგიძლიათ შეინახოთ და მოგვიანებით საჭიროების მიხედვით გამოიყენოთ.