7 ნივთი, რომელსაც სახელი რეალური ქალების პატივსაცემად დაარქვეს

დაფიქრებულხართ, როგორ გაჩნდა ამა თუ იმ ნივთის სახელი? აღმოჩნდა, რომ უმეტესობა მათგანი თავის გამოჩენას ცნობილ ქალებს უნდა უმადლოდეს. Novate ამ საკითხს უფრო დეტალურად გაგაცნობთ, რომ ცოდნა გააღრმავოთ და მეგობრებს საინტერესო ინფორმაცია, როცა შესაძლებლობა გექნებათ.

1. შარლოტა

კერძის გამოგონების ისტორია ყოველთვის ასობით კითხვას იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ რეცეპტი რამდენიმე საუკუნის წინ გამოიგონეს. თანდათან კერძი საიდუმლოებებით და ლეგენდებით იმოსება და ყველა საინტერესო ფაქტის ზუსტად დადგენა შეუძლებელი ხდება. ასე მოხდა საყვარელი შარლოტას შემთხვევაში. რამდენიმე ვერსია არსებობს, როგორ გამოჩნდა ვაშლის პეროგი. ორ პოპულარულ ვერსიას გიზიარებთ.

ერთ–ერთი ლეგენდის მიხედვით, დესერტს სახელი ჯორჯ III-ის მეუღლის, დედოფალ შარლოტას პატივსაცემად ეწოდა. ვაშლის პეროგი მისი მმართველობის დროს ინგლისში უკვე პოპულარული იყო, მაგრამ მან რეცეპტის ოდნავ შეცვლა ითხოვა და მას შემდეგ დესერტს შარლოტას უწოდებენ.

მეორე ვერსია უფრო რომანტიულია, რომლის მიხედვით უცნობი მზარეული სოფლელ გოგოზე, სახელად შარლოტაზე შეყვარებული იყო. წრფელი გრძნობების დასამტკიცებლად მოიფიქრა ვაშლის პეროგი, რომელსაც შეყვარებულის სახელი დაარქვა.

შარლოტა ერთ–ერთი საბაზისო პეროგია, რადგან მასში შედის ბანალური ინგრედიენტები, რომლებიც სამზარეულოში ყველას აქვს: შაქარი, კვერცხი და ფქვილი. რეცეპტის სიმარტივე დიასახლისებს ექსპერიმენტებისკენ უბიძგებს: ზოგი რძეს ამატებს, ზოგი კარაქს, სხვა საერთოდ შიგთავსს ცვლის. სწორედ ამიტომ, თითოეულ ოჯახს შარლოტას საკუთარი საყვარელი ვერსია აქვს.

2. ჩანთა Birkin, Hermès

ალბათ, ცოტა თუ დაფიქრებულა, რატომ ჰქვია Hermès–ის ერთ–ერთ ყველაზე მოდურ და ცნობილ ჩანთას სწორედ Birkin. თუ პარალელებს გაავლებთ, მიხვდებით, რომ ამ აქსესუარის შესაქმნელად მუზა იყო ჯეინ ბირკინი, ფოტომოდელი, მსახიობი და მომღერალი.

მსახიობმა მოდის სახლის Hermès–ის ხელმძღვანელი თვითმფრინავში გაიცნო – ის პირდაპირ მის წინ იჯდა: „ერთი პატარა ნივთის საპოვნელად ჩანთაში დიდხანს ვიქექებოდი, რომ მოულოდნელად ყველაფერი იატაკზე გადმოიყარა. უცნობმა იხუმრა, რომ ჩემს ჩანთას უფრო მეტი განყოფილება უნდა ჰქონდეს, ასე ყველაფერი თავის ადგილზე დარჩებოდა. ვალში არ დავრჩი და ვურჩიე ჩემოდანზე პატარა აქსესუარი გაეკეთებინა, მაგრამ საკმაოდ ტევადი, რომ მასში ყველა საჭირო ნივთი ჩატეულიყო. მამაკაცი გამეცნო როგორც მისიე ჟან–ლუი დიუმა. ჩემი ჩანთა მთხოვა, რომ მასში ჯიბეები დაემატებინა. როცა პარიზში დავბრუნდი, განახლებული და წარმოუდგენლად კომფორტული ნივთი დავინახე. როცა ჩანთას მაძლევდა, მკითხა, შეიძლებოდა თუ არა, რომ ჩანთისთვის ჩემი სახელი დაერქმია“ – გვიზიარებს მოგონებებს ჯეინ ბირკინი.

მზა ჩანთა არა მხოლოდ მსახიობს, არამედ ათასობით სხვა ქალს მოეწონა. მის გამო 2-დან 5 წლამდე რიგშიც დგებოდნენ. ასეთი ფუფუნების შეძენა ყველას არ შეუძლია, რადგან აქსესუარი 50 ათასი დოლარი ღირს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩანთა იშვიათი ნიანგის, ანაკონდას და სირაქლემას ტყავისგან იკერება, გამართლებული ფასია.

3. ბარდოტი

მსახიობები ცნობილი დიზაინერების მუზები ხშირად ხდებიან. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ბრიჯიტ ბარდოს სახელობის ტანზე მომდგარი ბლუზა. ბარდოტი ბოდსა და ტოპს შორის რაღაც შუალედია. გოგონა ასეთ ბლუზში ერთ–ერთ ფილმში თამაშობდა და დიდ ეკრანზე გამოსვლის შემდეგ წარმოუდგენლად პოპულარული ნივთი გახდა. ბარდოტის შემქმნელია ცნობილი ფრანგი დიზაინერი ჟან-პოლ გოტიე. თავიდან ბლუზის ორი მოდელი შექმნა: ერთ–ერთი იყო ტანზე მომდგარი რკინების გარეშე, მეორე – ბიუსჰალტერის ხაზზე რკინებით, რომ მკერდის ფორმა დაეკავებინა. დიზაინერის ჩანაფიქრით, ბარდოტი შეგიძლიათ ჩაიცვათ სცენაზე და საღამოს ლუქები შექმნათ, მაგალითად, რესტორანში წასასვლელად.

დღეს ამ ნივთს, რომელსაც ტოპ–ბიუსტეს უწოდებენ, ერთ–ერთი საყვარელი ნივთია არა მხოლოდ მოდის მიმდევრებს, არამედ დიზაინერებს შორის. ამის ნათელი მაგალითია მოდის სახლი Dolce & Gabbana, რომელიც თავის კოლექციაში ბარდოტს ხშირად რთავს.

4. პალტო და კაბა Kate

ქეით მიდლტონი დიზაინერების ფავორიტია. უხარიათ, როცა ჰერცოგინია უპირატესობას მათ სამოსს ანიჭებს. მადლიერების გამოსახატად დროდადრო ზოგიერთ ნივთს მის სახელს არქმევენ. მაგალითად, კემბრიჯში ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ქეითს Max Mara–ს პალტო ეცვა. როგორც კი საზოგადოებამ გაიგო, რომელი ბრენდის იყო ჰერცოგინიას საგარეო ტანსაცმელი, მაღაზიებში პალტოს ერთი მოდელიც არ დარჩა – რამდენიმე დღეში ყველაფერი გაიყიდა. მადლიერების ნიშნად Max Mara–ს წარმომადგენელმა გადაწყვიტა პალტოსთვის Kate დაერქვა.

ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო. პრინც უილიამთან ოფიციალური ნიშნობის დროს ქეით მიდლტონს ეცვა Issa–ს მოკრძალებული ლურჯი კაბა წელზე დრაპირებით. კაბა მაშინვე მოდური ჰიტი გახდა და მყისიერად ამოიყიდა – 43 ქვეყნის ქალები კაბის ბედნიერი მფლობელები გახდნენ!

ბრენდის დამფუძნებლის, დანიელა ჰელაიელის თქმით, 2008 წლის კრიზისის შემდეგ Issa რთულ ფინანსურ სიტუაციაში იმყოფებოდა და მათ კაბაში კემბრიჯის ჰერცოგინიის გამოჩენა კომპანიისთვის ნამდვილი ხსნა იყო. გადაწყდა, რომ კაბისთვის Kate დაერქვათ, მაგრამ დანიელა ამით არ გაჩერებულა. რამდენიმე წლის შემდეგ ბრენდის დიზაინერებმა ასეთი კაბების მთელი ხაზი გამოუშვეს, რომელსაც The Kate Tie Wrap Dress უწოდეს. ახლა ხელმისაწვდომი იყო არა მხოლოდ ლურჯი კაბა, არამედ ყვითელი, ნარინჯისფერი, ლაიმისფერი და ა.შ. ამავდროულად, ტანსაცმლის ფასიც შეამცირეს – თუ ქეით მიდლტონმა კაბა 600 დოლარად შეიძინა, ახალი ხაზის კაბა მხოლოდ 138 დოლარი ღირს.

2013 წელს დანიელა ჰელაიელმა კომპანია დატოვა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ Moonsoon–თან ითანამშრომლა და კაბის Kate მსგავსი დიზაინი პროექტში ჩართო.

5. ტუჩსაცხი და ლუბუტენი Blake

2015 წელს კომპანიამ L’Oréal ბლეიკ ლაივლის სახელობის ტუჩსაცხი გამოუშვა. ფერმკრთალი, ზეთისხილის და გარუჯული კანის მქონე ქალებზე განსაკუთრებით მომგებიანად გამოიყურება.

ცნობილი მსახიობის საპატივცემლოდ სახელი ფეხსაცმელსაც შეარქვეს. სერიალის „ჭორიკანა“ გადაღებების დროს, რომელიც პარიზში მიმდინარეობდა, ბლეიკმა დიზაინერის, კრისტიან ლუბუტენის სტუდიაში შეიხედა. დიზაინერმა გოგონას აჩვენა ფეხსაცმელი, რომელზეც მაშინ მუშაობდა, და ბლეიკის აღფრთოვანება დაიმსახურა: „რა სილამაზეა! მზად ვარ მასთან ერთად დავიძინო!“ კრისტიანს დიდხანს არ უფიქრია და მსახიობს შესთავაზა, რომ ახალი ფეხსაცმლისთვის მისი სახელი დაერქმია. 2010 წელს ლუბუტენმა საზოგადოებას წარუდგინა წვრილქუსლიანი სანდლების მოდელი ფერადი თასმებით სახელად The Blake.

საინტერესო ფაქტი: ბლეიკ ლაივლის ფეხსაცმლის კოლექცია დაახლოებით 300 წყვილ ფეხსაცმელს მოიცავს და მათგან 40 ლუბუტენია.

6. დესერტი „პავლოვა“

ერთხელ ანა პავლოვა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გასტროლებზე იმყოფებოდა და ველინგტონის სასტუმროში გაჩერდა. სასტუმროს რესტორნის შეფმზარეულმა ბალერინის გაოცება გადაწყვიტა და მისთვის მსუბუქი და ჰაეროვანი დესერტი მოამზადა, რომელიც ვიზუალურად ქათქათა ბალერინას კაბას წააგავს. ასე ცილოვან დესერტს ანა პავლოვას სახელი ეწოდა.

დესერტის წარმოშობის კიდევ ერთი ვერსია არსებობს, რომლის მიხედვით დესერტის ავტორია ბერტ საშე, შეფმზარეული. ეს ავსტრალიაში 1935 წელს მოხდა. მან სპეციალურად მოცეკვავისთვის უკვე არსებული ტკბილი ბეზეს კერძი შეცვალა.

7. ტეტრაცინი

ცნობილი იტალიური კერძი წარმოადგენს პასტას ფრინველის ხორცით ან ზღვის პროდუქტებით ნაღების სოუსში გახეხილი პარმეზანის დამატებით. ერთ–ერთი ვერსიის მიხედვით, ტეტრაცინი სან–ფრანცისკოელმა შეფმზარეულმა ერნესტ არბოგასტმა გამოიგონა, მეორე ვერსიის მიხედვით – ნიუ–იორკელმა მზარეულებმა. როგორც არ უნდა იყოს, კერძს ცნობილი იტალიელი საოპერო მომღერლის ლუისა ტეტრაცინის სახელი ეწოდა.