„დანგრეული“ ბინა ვიყიდე და ერთ წელში მოდურ საცხოვრებლად გადავაკეთე: პრაქტიკული იდეები ბიუჯეტური რემონტისთვის

ბევრ ადამიანს მეორად ბაზარზე საცხოვრებელი ბინის შეძენის ეშინია, თუმცა ასეთ ბინებს პოტენციალი აქვს. მფლობელებს შანსი აქვთ, რომ საკუთარი ნიჭი გამოავლინონ და ინტერიერის იდეები გააცოცხლონ. Novate ერთ–ერთ ასეთ წარმატებულ მაგალითს გიზიარებთ.

  • ფართობი და საცხოვრებელი ტიპი: ოროთახიანი ბინა, 42 მ²
  • მაცხოვრებლები: ახალგაზრდა წყვილი ძაღლთან ერთად

რა პარამეტრები უნდა გაითვალისწინოთ ბინის არჩევისას

„საკუთარი ბინის ყიდვაზე დააახლოებით 1,5 წლის წინ,  ჩვენს ცხოვრებაში ძაღლის გამოჩენის შემდეგ დავფიქრდით. ბინის არჩევისას მნიშვნელოვანი პარამეტრები იყო:

  • ფასი – დიდი ბიუჯეტი არ გვქონდა, მაქსიმუმ 48 000 ლარი გვქონდა გადადებული.
  • მინიმალური გაფორმება ან მისი არქონა – თავიდანვე ვგეგმავდით, რომ ბინაში ჩვენი იდეები გაგვეხორციელებინა.
  • მეორადი საცხოვრებელი – ახალაშენებულ კორპუსში, სადაც მეზობლები სახლის ჩაბარებიდან 3-5 წლის განმავლობაში ბინებს აქტიურად არემონტებენ, ცხოვრება არ გვსურდა.
  • პარკთან და ინფრასტრუქტურებთან სიახლოვე: მაღაზიები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, პარკინგი.

ძიების პროცესში ქალაქის გარეუბანში გადასვლაზე დავფიქრდით, რადგან იქ ბინა უფრო იაფი იყო და ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. ასე გარეუბანში 40 მ² ფართობის შესაფერისი ვარიანტი ვიპოვეთ.

სირთულეები რემონტის დროს

შეძენისას ბინის მდგომარეობა საუკეთესოს სურვილს ტოვებდა. რემონტი დიდი ხნის წინ იყო გაკეთებული. სახლის გადაკეთება თითქმის 9 თვე შესვენებებით გაგრძელდა. ბინაში საცხოვრებლად შეძენიდან 1 წლის შემდეგ გადავედით.

მოპირკეთების ყველა პროცესის დამოუკიდებლად შესრულება გვაინტერესებდა, მაგრამ ასე პროცესი 10 წელი გაგრძელდებოდა, ამიტომ ხელოსნები მოვძებნეთ. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაზე რთული და ნერვიული ეტაპია. როგორც წესი, საიმედო ბრიგადა 6 თვით წინასწარ დაკავებულია, ჩვენ ყველაფერი ახლა უნდა გაგვეკეთებინა. ალბათ, ამიტომ თავიდან ბევრი შეცდომა დავუშვით.

კედლების შეღებვა გვსურდა. ეს ერთ–ერთი ყველაზე ძვირიანი, მაგრამ ნაკლებად ფუნქციური მოპირკეთების მეთოდი აღმოჩნდა – საღებავი ლამაზად გამოიყურება პირველ „ნაკაწრამდე“, რომელსაც საკიდი, ფეხი ან სკამი შემთხვევით ტოვებს.

ხელოსნებმა კედლები უხარისხოდ გაასწორეს, ამიტომ მღებავებს საღებავის ქვეშ ნაკლოვანებების გასწორება ვთხოვეთ. სადღაც ბზარი გაჩნდა, რომლის ამოვსება მოგვიწია. ხელოსნებმა იატაკის მოჭიმვისას ზოგან შეცდომა დაუშვეს, რაც თავად გამოვასწორეთ.

სარემონტო სამუშაოების დროს ყველაფერის სწრაფად გააზრება გვიწევდა: რა თანმიმდევრობით უნდა შესრულებულიყო სამუშაო – ჯერ იატაკის საფარის დაგება, შემდეგ კედლის შეღებვა თუ პირიქით? პირველად სამზარეულო უნდა დავდგათ თუ გასაჭიმი ჭერი დავამონტაჟოთ, ასე ხომ არ დაზიანდება ახალი გარნიტურა?

პარალელურად ხელოსნების გასაკონტროლებლად უზარმაზარი ახალი ინფორმაცია შევისწავლეთ. მნიშვნელოვანი რჩევა: ჯერ კარი ჩასვით, შემდეგ ავეჯი შეიძინეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიკრონახერხში მხიარული ცხოვრება გელით, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაში იყო.

ვინ გააკეთა დიზაინი?

რემონტისთვის შეზღუდული ბიუჯეტი გვქონდა და დიზაინერის მომსახურებით არ გვისარგებლია, ამიტომ განლაგებაზე დიდხანს და დეტალურად ვფიქრობდით. დამწყები ილუსტრატორი ვარ, ამიტომ ვიზუალური ხელოვნება ჩემთან ახლოსაა. ასეთი მოცულობის პროექტის განხორციელება ადვილი და საინტერესო იყო. სამუშაო პროცესში აქტიურად ჩავერთე, განწყობის დაფები, სურვილების ბარათები გავაკეთე და დიზაინის პროექტის დახატვა ვცადე.

რა სტილშია გაფორმებული ინტერიერი?

თავიდან სკანდინავიური დიზაინისკენ ვიხრებოდით, მაგრამ ცოტა ნეოკლასიკის სტილში შევნიღბეთ. ეს შესამჩნევია იატაკის ფილების, ნიჟარის და ოქროს სახელურების არჩევანში.

მალე ბინაში მოგვიტანენ რეტროტუმბოს სააბაზანო ოთახისთვის, მრგვალ მაგიდას და ვინტაჟურ სკამებს სასადილო ზომისთვის. სკამები დიდი სიყვარულით და მოთმინებით თავად აღვადგინეთ. ძალიან მალე ბინა საინტერესო დეტალებით და ისტორიებით გაივსება. გაჩნდება მსუბუქი ფარდები ნატურალური სელის ყვავილებით და ტექსტურით.

კედლის ფერს დიდხანს ვარჩევდით, მაღაზიაში თვალები გაგვირბოდა. ბევრი ვიკამათეთ და საბოლოოდ ავირჩიეთ იდეალური ნაცრისფერი dulux–ის პალიტრაში 54YY 63/072. ფერი მზეზე ნაზი ფსტასფერი ხდება და საღამოს მოცისფრო–ნაცრისფერი. არჩევანით კმაყოფილი ვართ. ნეიტრალური და მყუდრო სივრცე შევქმენით, სადაც გარეგნობა ყურადღებას არ გვიფანტავს და საცხოვრებლად მაქსიმალურად კომფორტულია.

ცოტა რამ განლაგების შესახებ

თავიდან ბინის განლაგება მოიცავდა პატარა შემოსასვლელს, საიდანც თაღოვანი გასასვლელით მისაღებ ოთახში ან დერეფანში გასვლა შეგეძლოთ, დერეფნიდან – სამზარეულოში. სააბაზანო ოთახის კარი პირდაპირ შემოსასვლელი კარის პირდაპირ იყო.

დიდ მისაღებ ოთახს წაგრძელებული მართკუთხა ფორმა აქვს. მისაღები ოთახიდან ამავე სიგრძის, მაგრამ უფრო ვიწრო ოთახში შეგიძლიათ მოხვდეთ. გადაკეთების დაახლოებით 20 საინტერესო ვარიანტი გაგვიჩნდა. სამზარეულოსკენ მიმავალი დერეფნის დანგრევა გადავწყვიტეთ, რომ ამის ხარჯზე სააბაზანო ოთახი გაგვეფართოვებინა. სააბაზანო ოთახის კარი გადავიტანეთ, რადგან ჭუჭყიანი ზონის გავლით სააბაზანო ოთახში შესვლის იდეა არ მოგვწონდა.

მეორე ვიწრო ოთახი ორად გავყავით. ასე მივიღეთ ფართო გარდერობის ოთახი სამუშაო ზონით და საძინებელი. სამზარეულო და მისაღები ოთახი გავაერთიანეთ ისე, რომ მყუდრო სასადილო ზონაც მოგვეწყო.

საინტერესო ხრიკები განათების სცენარის დაგეგმვისას

სადენები თავად გამოვცვალეთ და კაშკაშა განათების სქემა შევადგინეთ. პატარა ხრიკი: იმის დასათვლელად, რამდენი და რა სიკაშკაშის ნათურებია საჭირო თითოეულ ოთახში, ონლაინ კალკულატორი გამოიყენეთ. მოსახერხებელი და მარტივი ხელსაწყოა, რომ ბინაში ძალიან არ ბნელოდეს ან, პირიქით, გადაკაშკაშებული არ იყოს.

წარმატებული გადაწყვეტილებებიდან აღსანიშნავია გამჭოლი ჩამრთველები, რომლებიც საშუალებას იძლევა, რომ სინათლე დერეფანში ჩართოთ და უკვე მისაღებ ოთახში გამორთოთ. ასეა საძინებელშიც: სინათლე ოთახის შესასვლელთან შეგიძლიათ აანთოთ, ხოლო საწოლიდან ადგომის გარეშე გამორთოთ.

განათების რამდენიმე სცენარი შევქმენით: სააბაზანო ოთახში კაშკაშა ზედა განათება, ასევე მყუდრო სანათი საღამოსთვის, რომელიც ანთებულ სანთელს წააგავს. მალე მის გვერდით სარკე და რეტროტუმბო დასადები ნიჟარით გამოჩნდება, რომელზეც სანთლების დადებას და ანთებას შევძლებთ. ოთახი კომფორტულ სარელაქსაციო ზონად გადაიქცევა.

სამზარეულოში ჩაშენებული ნათურების გარდა გათვალისწინებულია 3 დაკიდული ნათურა სამუშაო ზონის ზემოთ, რომელიც ქუჩის გირლანდებს მოგაგონებთ. სახლში მშვიდი საღამოს გასატარებლად იდეალური ვარიანტია.

ამავე მიზნით მომავალი სასადილო მაგიდის ზემოთ დავკიდეთ რძისფერი მინის ნათურა, რომელიც იდეალურია მეგობრებთან ერთად ხმაურიანი წვეულებებისთვის და ასევე ჭიქა ღვინოსთან ერთად განსამარტოებლად.”