2 მარტივი მეთოდი ივლისში, როგორ გავზარდოთ კარტოფილის მოსავალი მესამედით

რომელი მებაღე/მებოსტნე არ ზრდის კარტოფილს? კარტოფილი ბევრისთვის საყვარელი კულტურაა. ჩვეულებრივ, ივლისში ძალიან ცხელა, კარტოფილი აქტიურად ვითარდება და ყვავილობს, ხოლო ნაადრევი სახეობა მალე მომწიფდება.

ცოტამ თუ იცის, რომ ამ დროს კარტოფილის მოსავლიანობის გაზრდა ზუსტად 40%–ით შეიძლება. რა უნდა გააკეთოთ? Novate გიზიარებთ რჩევებს, რომელიც გამოგადგებათ პატარა ნაკვეთზე, სადაც კარტოფილი მხოლოდ 1-2 ჰა მიწას იკავებს. ხრიკები მაშინაც გამოგადგებათ, თუ კარტოფილისთვის დიდი ნაკვეთი გაქვთ გამოყოფილი.

1. ყვავილების მოშორება

ივლისის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე კარტოფილი სრულად ყვავილობს. ამ დროს ყვავილების მოჭრა კარტოფილის მოსავლიანობას ზუსტად 15%–ით ზრდის (მცენარე ყვავილობასა და ნასკვების განვითარებაზე ძალებს არ ხარჯავს). დამატებით, ვინაიდან მწვანე ნაყოფი არ ინასკვება, ნაკვეთს კარტოფილის სათესლე მასალით არ დააბინძურებთ. სწორედ ამიტომ, ამ მომენტს ყურადღება მიაქციეთ.

2. ფოთლოვანი კვება

ყვავილობის დასრულებიდან პირველი ორი კვირა კარტოფილის გამოკვება ძალიან სასარგებლოა. ფესვებთან გამოკვება საკმაოდ შრომატევადია, ამიტომ ფოთლოვან კვებას გირჩევთ. მაგალითად, მონოკალიუმის ფოსფატი აიღეთ. 1 კოვზი ასეთი სასუქი 10 ლ წყალზე სასწაულს მოახდენს. გამოგადგებათ კრისტალონი, აგრიკოლი, თითქმის ნებისმიერი სხვა სასუქი. მთავარია, რომ ძალიან ბევრ აზოტს ან საერთოდ არ შეიცავდეს.

ამ სასუქებს დაუმატეთ ბორის მჟავა – 2 გ ბორის მჟავის ფხვნილი 10 ლ წყალზე. გახსოვდეთ, რომ ბორის მჟავა აუცილებლად ცხელ წყალში უნდა გახსნათ. ცოტა წყალში (ზუსტად 0,5 ლ) გახსენით, შემდეგ დანარჩენი წყალი დაუმატეთ. აი, ზემოთ აღნიშნული სასუქები ცივ წყალში კარგად იხსნება.

ბორის მჟავით სამუშაო ხსნარი მოამზადეთ და კარტოფილი გამოკვებეთ, ფოჩები დანამეთ. ასე ფოთლოვან კვებას შეასრულებთ. ასე გააკეთეთ და ნახავთ, შემოდგომაზე ბევრ და მსხვილ ბოლქვს მიიღებთ, რომლებიც კარგად შეინახება.

მეთოდები (ყვავილების მოშორება და ფოთლოვანი კვება) საშუალო და გვიანდელი ჯიშის კარტოფილზე განსაკუთრებით ეფექტურია. როგორც წესი, ივლისის ბოლოს ნაადრევი ჯიში უკვე ჭკნება, ფოჩები ყვითლდება და ეფექტს ვეღარ მიიღებთ. აი, ივლისის დასაწყისში ნაადრევი ჯიშის კარტოფილზე მსგავსი პროცედურები ჯერ კიდევ შეიძლება ჩატარდეს.

მარტივი, ნაკლებად შრომატევადი მეთოდებია, რომელიც თვალშისაცემ ეფექტს იძლევა, კარტოფილის მოსავლიანობას და ზამთარში ბოლქვის შენახვის ვადას ზრდის.