გლამურული კემპინგი: სად დავისვენოთ რუსეთში კომფორტულ და მდიდრულ კარავში

გლამურული კემპინგი, იგივე გლემპინგი, პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად ძალიან სწრაფად გადაიქცა. ბოლო დროს ახალი სასტუმროს სერვისის გამოჩენასთან ერთად ტყეში კომფორტულად დასვენების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა. დღეს სასტუმროს მფლობელები გვთავაზობენ დასვენების ბევრ ვარიანტს, ხეზე სახლით ან საფარი–კარავით დაწყებული და მინის ვიგვამით და გამჭვირვალე გუმბათებით დამთავრებული. Novate გიამბობთ, სად დაისვენოთ რუსეთში კომფორტულად.

1. გლემპინგი კალუგის ტყეში Pine river

რუსეთის დედაქალაქთან ახლოს ხელუხლებელ ტყეში უჩვეულო დასვენების მოყვარულთათვის შესანიშნავი ვარიანტია. კალუგის ეკოსასტუმრო Pine river, რომელიც დამსვენებლებს საოცარ ნომრებს და მაქსიმალურ განმარტოებას სთავაზობს. მოსკოვიდან სულ რაღაც 2 საათში ფიჭვნარებს შორის შეიქმნა სკანდინავიური სტილის და მაღალი სერვისის მქონე კუნძული, სადაც თითოეულ სტუმარს შეუძლია აირჩიოს ოთახი საკუთარი გემოვნებით და საჭიროებებით. ეკო სასტუმროს ორგანიზატორებმა ტრადიციული სახლების, ორსართულიანი კოტეჯების და ალპური შალეების გარდა მოაწყვეს გამჭვირვალე ნახევრად სფერული ნომრები, მინის ვიგვამები და კემპერის სტილის მიკრო სახლები.

თითოეული ნომერი ისეა განლაგებული, რომ მეზობლები შეიძლება ვერ დაინახოთ და მოსეირნე ხალხსაც არ შეხვდეთ, თუ სრული განმარტოება გსურთ. აღსანიშნავია, რომ როგორი ზომის და ტიპის სახლიც არ უნდა იყოს, თითოეული კომფორტულად აღჭურვილია. ორადგილიანი საწოლის და მისაღების ზონი გარდა არის: სააბაზანო/საშხაპე, სველი წერტილი, კონდიციონერი და 24 საათიანი Wi-Fi. გამოდის, მუშაობასაც შეძლებთ.

2. გლემპინგი „მწვანე ბილიკი“ ტულის ოლქში

გლემპინგი „მწვანე ბილიკი“ ტულის ოლქში ფიჭვნარში მდებარეობს. მდინარე ოკთან სიახლოვე, ხელუხლებელი ტყე და სოფლის ლანდშაფტი იზიდავს ბუნებაში „გადატვირთვის“ მსურველებს, რომელთაც თანამედროვე სიამოვნებაზე უარის თქმა არ სურთ. ნომერი–კარავი, სასტუმროს სახლი და სახლი ხეზე უზრუნველყოფილია კომფორტული რბილი საწოლით, ცხელი წყლით და საშხაპით. აქ დილით ჩიტების ჭიკჭიკი გაგაღვიძებთ და ვერანდაზე დილის ყავით ისიამოვნებთ. ადმინისტრაცია გლემპინგის ტერიტორიაზე კოცონთან მეგობრულ შეკრებებს აწყობს, სადაც შეგიძლიათ გლინტვეინი დალიოთ, გრილზე შემწვარი  ხორცი/ბოსტნეული მიირთვათ, გიტარაზე დაუკრათ. ასევე სოკოს საკრეფად წახვიდეთ, ფერმებს და ყველის ქარხნებს ეწვიოთ. „მწვანე ბილიკის“ შემოთავაზებები მოეწონება რომანტიკოსებს, რომელთაც ბუნებაში დასვენება უყვართ.

შენიშვნა: 2018 წლიდან „მწვანე ბილიკი“ მოსკოვის გარეუბანში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული გლემპინგი გახდა. ამას რეიტინგი და რამდენიმე ჯილდო ადასტურებს: Live Organic Awards–ის გრანპრი ნომინაციაში „ძალის ადგილი“, ჯილდო АРХИWOOD ნომინაციაში „პატარა ობიექტი“ (ხეზე სახლისთვის).

3. გლემპინგი „ეკოსასტუმრო ნოვო–ოკატოვო“ ტვერის ოლქში

ახლახანს ვოლგის სანაპიროზე გამოჩნდა ახალი გლემპინგი, რომელიც კარვის მსგავს ნომრებში სასიამოვნოდ დასვენებას გვთავაზობს. ეკოსასტუმროს ტერიტორიაზე სულ 14 კარვის სახლია, რომლებიც ერთმანეთისგან კომფორტულ მანძილზე დაშორებულნი არიან. ასე მაქსიმალური განმარტოება უზრუნველყოფილია. თითოეულ ნომერში დაგხვდებათ საძინებელი ადგილები, სველი წერტილი ბიოუნიტაზით, მინი სამზარეულო, საკუთარი ვერანდა და სამწვადე ზონა. შხაპი ცალკე მდგომ საერთო მოდულში შეგიძლიათ მიიღოთ. დამსვენებელს საავტორო სამზარეულოს რესტორანი, კაფე და აბანო ემსახურება.

Novate–ს ინფორმაციით, ნომრის ღირებულებაში შედის ცხოვრება და სამჯერადი კვება, თუმცა შეგიძლიათ სამწვადე აქსესუარები აიღოთ და თავად მოამზადოთ. თუ ორთქლის აბანოში ყოფნა მოგწონთ, თანხის დამატება მოგიწევთ, რომლის ფასშიც შედის აბანოს აქსესუარები, ცოცხი და არომატული ჩაი თაფლით.

4. გლემპინგი Mamont Camp უსტ–კოკსინსკის ოლქი, ალტაზე

2018 წელს მთიანი ალტას ველურ ბუნებაში გაიხსნა კლემპინგი Mamont Camp, სადაც განმარტოება, მყუდროება, კომფორტი და „დამუხტვის“ შესაძლებლობა გაერთიანებულია. სტუმრებს შეუძლიათ საოცარი თავგადასავლებით ისიამოვნონ, ახალი ემოციები განიცადონ და ნახევრად სფერულ ნომრებში კომფორტულად დაისვენონ.

გლემპინგი გთავაზობს ორი კლასის ნომრებს „კომფორტი“ და „პრემიუმი“. ნომრები ორ ადამიანზეა გათვლილი, მაგრამ საბავშვო საწოლის და შინაური ცხოველის ადგილის დამატება შესაძლებელია. ნახევრად სფერული კარვები, რომლებიც ხის პოდიუმებზე დევს, გვთავაზობს პანორამულ ფანჯრებს მდინარეზე ხედით, განუმეორებელ ინტერიერს, ორადგილიან საწოლს (ან ორი ერთადგილიანი) გათბობით და დასასვენებელ ზონას. საშხაპე და ტუალეტი საერთო მოდულშია, რომელიც საცხოვრებელ კარვებთან ახლოს მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ამ გლემპინგში დასვენება იაფი სიამოვნება არაა, რადგან ფასში შედის სამჯერადი კვება, აქტიური გართობა, ექსკურსიები, ორთქლის აბანო, აეროპორტიდან ტრანსფერი.

5. შემოქმედებითი ჯგუფი „დერევნია“ მოჟაისკის გზატკეცილზე

მოსკოვის გარეუბანში გამოჩნდა ახალი ფორმატის სივრცე, სადაც შეგიძლიათ კარგად დაისვენოთ და ნაყოფიერად იმუშაოთ. შემოქმედებითი პროფესიის ხალხისთვის შესაფერისია. შემოქმედებითი ცენტრი გთავაზობთ საოცარ ნომრებს, რომელთა შორის არის კონტეინერის სახლი, რომანტიკული კარავი, ვიგვამი, გუმბათოვანი სახლი, A ფორმის სახლი. ტერიტორიას რამდენიმე საერთო მოხმარების ზონა და საცხოვრებელი სივრცე აქვს, ასევე სახელოსნოები და სალექციო დარბაზი. სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ, ერთმანეთს ესაუბრონ, საკუთარ პროექტებზე იმუშაონ, ორიგინალური ობიექტი შექმნან ან ლანდშაფტის დიზაინით დაკავდნენ.

„დერევნიაში“ გათვალისწინებულია ისეთი განლაგება, როგორც დასახლებულ პუნქტებში ქუჩებით და მოედნებით, თითოეულში ერთი და იგივე ტიპის კონცეპტუალური სახლებია. აქ შეგიძლიათ ნახოთ ქუჩები Tiny House–ით, A-frame houses–ით, ორმაგი სახლებით, ასევე ქუჩა გუმბათოვანი სახლებით და კონტეინერის მოდულებით. თითოეული ობიექტი სწორად დაგეგმილია, ხელმისაწვდომი და ეკოლოგიური მასალებით აშენებულია, თან ყველა აუცილებელი კომუნიკაცია გაყვანილია.

6. გლემპინგი „პაპოროტნიკი“ კარელიაში

ტბა მერიანლამპის სანაპიროსა და სამხრეთ კალერიის რელიქტურ ტყეში ეკოსასტუმრო „პაპოროტნიკი“ მდებარეობს. ორგანიზატორებმა მოაწყვეს ატმოსფერული ადგილი, სადაც კომფორტულ ვიგვამებში, გუმბათოვან და კონტეინერის სახლებში განმარტოებით დასვენებას შეძლებთ. გარეგნული სიმყიფის მიუხედავად მასში დასვენება მთელი წელი ხელმისაწვდომია. აღსანიშნავია, რომ უბრალოდ კომფორტულ საწოლზე წოლა არ მოგიწევთ, რადგან სტუმრებისთვის მთელი რიგი აქტივობები და გართობებია შემუშავებული.