5 ადგილი პლანეტაზე, რომელიც პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც სიცოცხლემ მიატოვა

დედამიწის თითქმის ნებისმიერ კუთხეში შეგიძლიათ ნახოთ მიტოვებული ობიექტები, სადაც ოდესღაც სიცოცხლე ჩქეფდა. ამ ადგილებს განსხვავებული ბედი შეხვდათ: ზოგი დღემდე ყველასგან მივიწყებულია და თანთადან ქრება, სხვები, პირიქით, აქამდე მიუწვდომელ ტურისტული ღირსშესანიშნაობის სტატუსს იღებს და მეორე სიცოცხლეს იძენს. Novate გიზიარებთ პლანეტის მიტოვებული ადგილების „ხუთეულს“, რომელიც პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც სიცოცხლემ მიატოვა.

1. კოლმანსკოპი (ნამიბია)

ქალაქ კოლმანსკოპის გაჩენის ისტორია ძალიან სწრაფი და მოულოდნელი იყო. ისტორია 1908 წელს იწყება, როცა გერმანელმა ახალმოსახლეებმა გადაწყვიტეს ნამიბის უდაბნოში სარკინიგზო ხაზის გაკეთება, რომელსაც ადგილობრივი ქალაქი კეტმანშუპი და სანაპირო უნდა დაეკავშირებინა. ასე ერთ–ერთმა თანამშრომელმა, ზახარი ლევალამ მუშაობისას აღმოაჩინა დაუმუშავებელი ალმასი და უფროსს აჩვენა. გერმანიის კოლონიაში ძვირფას ქვაზე სიახლე მალე გავრცელდა, რამაც ასობით განძის მაძიებლის გამოჩენა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ზედაპირზე ალმასის გამოჩენა ძალიან იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ამ ადგილთან დაკავშირებული ლეგენდის თანახმად, კოლმანსკოპში, ღამის უდაბნოში სეირნობის დროსაც ქვიშიდან ქვების აღება მარტივად შეიძლებოდა. ძვირფასი ქვის ცენტრალიზებულად მოსაპოვებლად აშენდა ქალაქი, რომელსაც კოლმანსკოპი უწოდეს.

ალმასის ბუმის აყვავების წლებში ქალაქი 1200 მაცხოვრებელს ითვლიდა. „ძვირფასი“ ზღაპარი საკმაოდ სწრაფად დასრულდა. საქმე იმაშია, რომ პირველი მსოფლიო ომის დასრულებისთანავე ეკონომიკურმა კრიზისმა ბრილიანტის ფასი შეამცირა, ხოლო კოლმანსკოპის სამხრეთით უფრო მდიდარი საბადოები იპოვეს. ამან განაპირობა ქალაქის პოპულარულობის სწრაფად დაკარგვა. პირველი ბრილიანტის აღმოჩენიდან სულ რაღაც ნახევარ საუკუნეში ბოლო მაღაროელებმა ოჯახებთან ერთად სახლები დატოვეს.

იმის მიუხედავად, რომ კოლმანსკოპი ქალაქი მოჩვენება გახდა, მისი ცხოვრება არ დასრულებულა. მიტოვებული ხის სახლები უდაბნოში არ დამპალა. გარდა ამისა, ქვიშა სახლებს ღია ფანჯრებიდან და კარებიდან სწრაფად ავსებს. ამ ყველაფერმა ტურისტები მოიზიდა და ქალაქი ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად აქცია. აქ ქვიშით დაფარულ, მაგრამ შემონახული სახლების, სასახლეების, სამეჯლისო დარბაზების, თეატრების და საავადმყოფოების დასათვალიერებლად მოდიან.

2. რადიოდაზვერვის სადგური Teufelsberg (გერმანია)

ევროპის ტერიტორიაზე მიმოფანტულია ბევრი ობიექტი, რომელთაც ცივი ომის სიმბოლოები შეიძლება ვუწოდოთ. ასეთი ობიექტი გერმანიაშიც არის. მაგალითად, ბერლინთან ახლოს მიტოვებული რადარული სადგური. რადიოდაზვერვის სადგური სახელად Teufelsberg 1963 წელს აშშ–ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ინიციატივით აშენდა. ობიექტის ოფიციალური დანიშნულება სოციალისტური ბანაკიდან სამხედრო და დიპლომატიური შეტყობინებების ხელში ჩაგდება იყო. სადგურის შესახებ შემორჩენილი მტკიცებულებები საკმაოდ ბუნდოვანია, ამიტომ მისი ზუსტი დანიშნულება უცნობია.

არანაკლებ საინტერესოა ბორცვი, რომელზეც სადგური მდებარეობს და საიდანაც სახელი მიიღო. გერმანული სიტყვა Teufelsberg ითარგმნება როგორც „ეშმაკის მთა“. ბორცვი გერმანიის დედაქალაქის უმაღლესი წერტილია, თან უზარმაზარი გროვაა იმის, რაც მეორე მსოფლიო ომის განადგურებული ქალაქის შენობებიდან შემორჩა, ხოლო ისინი მესამე რაიხის სამხედრო სკოლაზე გადაყარეს, რომელიც ტონა ნანგრევების ქვეშ ხელუხლებელი დარჩა.

რადიოდაზვერვის სადგურმა, ასევე ცივი ომის ობიექტების უმეტესობამ 1991 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა. იმ დღიდან ობიექტი, რომელიც შესანიშნავი ხედით გამოირჩევა, ერთი მფლობელიდან მეორის ხელში გადადიოდა და თითოეულს ამ ტერიტორიაზე ამბიციური გეგმის (სასტუმრო ან მუზეუმი გუმბათოვანი თაღის ქვეშ) განხორციელება სურდა. ოღონდ ვერც ერთი კონცეფცია ვერ განხორციელდა. მიტოვებული გარეგნობა ადრე აბსოლუტურად საიდუმლო ადგილის პოპულარობას მხოლოდ ზრდის. სიტყვაზე, ოფიციალურად ობიექტი დამთვალიერებლებისთვის დახურულია, მაგრამ სტალკერებს და ტურისტებს ეს ვერ აჩერებს.

3. ბოსტონის ლონგ აილენდი (აშშ)

კუნძულისგან განსხვავებით, რომელსაც მსგავსი სახელი აქვს და ნიუ–იორკში მდებარეობს, ბოსტონის ლონგ აილენდი დასახლებული შედარებით მცირე ხნით იყო. დაახლოებით 3 კმ² ფართობის მიწის ნაკვეთი ბოსტონის ნავსადგურში მდებარეობს და ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში კოლონიზირებული იყო. იმ დღიდან აქ დასახლების მრავალი პროექტის განხორციელებას ცდილობდნენ, მაგრამ ყველა წარუმატებლად დამთავრდა.

დღეს კლდოვან ნაპირებსა და გადაბარდულ ბორცვებზე შეგიძლიათ ნახოთ იმ არარეალიზებული იდეების რამდენიმე მტკიცებულება. აქ დარჩა მიტოვებული სამხედრო ციხე, რამდენიმე ცარიელი საავადმყოფო, სასაფლაო, სადაც უცნობია ვისი საფლავებია. ბოსტონის ლონგ აილენდის ოფიციალური ისტორია 1675 წლიდან იწყება, როცა ბრიტანელმა ასობით ინდიელი ნავსადგურის კუნძულზე გადაიყვანეს და აქ ფაქტიურად ბედის ანაბარად მიატოვეს. 1675-1676 წლების ზამთარში უმეტესობა მათგანი შიმშილით დაიღუპა. ამის შემდეგ კუნძულზე ხალხის დასახლება რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.

ამ ადგილის ისტორიის საკმაოდ ცნობილი პერიოდი მეორე მსოფლიო ომის მოვლენებს უკავშირდება, როცა ამერიკული სპეცსამსახურების ოპერაციის (სახელად „სამაგრი“) ფარგლებში მესამე რაიხის მეცნიერები ლონგ აილენდზე მალულად გადაიყვანეს. ისინი აქ ცოტა ხნით დარჩნენ. დასახლების ბოლო მცდელობა იყო ბოსტონის უსახლკაროების თავშესაფრის განთავსება, მაგრამ დაუზუსტებელი მიზეზების გამო 2014 წელს ნაჩქარევად დაიხურა.

ბოსტონის მერმა, მარტინ ჯ. უოლშმა უსაფრთხოების მიზეზით ადგილობრივ ლონგ აილენდზე მისასვლელი ხიდის დახურვა გადაწყვიტა. ასევე ყველა მაცხოვრებელი, რომლებიც იმ დროისთვის იქ ცხოვრობდნენ, სხვაგან გადაიყვანა. ასე კუნძული კვლავ მოჩვენებად გადაიქცა. წყვეტილი ისტორიები ობიექტს იდუმალებს მატებს, ამიტომ შეთქმულების თეორიის მოყვარულები მისით აქტიურად ინტერესდებიან.

4. პარიზის რკინიგზის მიტოვებული სარკინიგზო ხაზი (საფრანგეთი)

1841 წელს პარიზი რკინიგზის მშენებლობის მსოფლიო ტალღამ მოიცვა. გარდა ამისა, მალევე საფრანგეთის დედაქალაქის საფორტიფიკაციო ობიექტის პროექტი დასრულდა, ამიტომ სამხედროებს ლოჯისტიკური სისტემის შემუშავება სჭირდებოდათ, რომ ქალაქის ცენტრიდან ჯარი და მარაგი აშენებულ ციხესიმაგრეში გადაეყვანათ.

მართალია, თითქმის მაშინვე სარკინიგზო ხაზის აშენების იდეას დაბრკოლებები შეხვდა. რთული ფინანსური მდგომარეობის გამო დამკვეთმა ერთდროულად რამდენიმე კერძო კომპანიას დახმარებისთვის მიმართა. ამის გამო სარკინიგზო სისტემის ცენტრალიზება, მენეჯმენტის და მომსახურების სისტემატიზაცია დიდხანს ვერ მოხერხდა. თითოეული ხაზი კონკრეტული კომპანიის მმართველობაში რჩებოდა, მით უფრო ხაზები არსად არ იკვეთებოდა. სწორედ ამიტომ, გარეუბნის მაცხოვრებლებს მთელი შემოვლითი გზის გავლა უწევდათ: ჯერ პარიზის ცენტრში უნდა წასულიყვნენ, შემდეგ მეორე მატარებელში გადასულიყვნენ და ისევ გარეუბანში დაბრუნებულიყვნენ.

პრობლემა მოგვარდა Petite сeinture–ის შექმნით. იგივე მცირე სარტყელია, რომელიც მხოლოდ ქალაქის პერიმეტრის გასწვრივ წრეს ქმნის და სხვა სარკინიგზო ხაზებს აკავშირებს. ასეთი სისტემა საოცრად ეფექტური იყო – თითქმის საუკუნე წარმატებულად იყენებდნენ, როგორც საფრანგეთის დედაქალაქის ერთ–ერთი მთავარი სატრანსპორტო საშუალება. და მაინც, ყველაფერს დასასრული აქვს, ამიტომ 1934 წელს ხაზი თითქმის მიტოვებული აღმოჩნდა.

მიტოვებული Petite сeinture წლების განმავლობაში ხელუხლებელი იყო, ხავსით და სუროთი დაიფარა, თან იმდენად, რომ ყველა ადგილობრივმაც მისი არსებობის შესახებ არ იცის. აი, საფრანგეთის ფარგლებს გარეთ სარკინიგზო ხაზი ძალიან პოპულარულია მოგზაურობებს და მათ შორის, ვისაც ლამაზი ფოტოები უყვართ. 32 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზი, რამდენიმე გვირაბი და ხიდი, რომლებიც ქალაქის შენობებს შორის დამალულია და ნელნელა ბუნების ძალით პოზიციებს თმობს, ნამდვილად ულამაზეს პეიზაჟებს ქმნის.

5. ჰოლანდიის კუნძული (აშშ)

აღსანიშნავია, რომ ასე რამდენიმე ობიექტს უწოდებენ. მთელ მსოფლიოში ცნობილია პატარა კუნძული მერილენდის შტატში, რომელიც ჩესაპიკის ყურეში აღმოჩნდა. თითქმის 8 კმ სიგრძის კუნძული აყვავების წლებში 400 ადამიანის სახლი იყო. კუნძულზე, ძირითადად, მეთევზეები და მათი ოჯახები ცხოვრობდნენ, რომლებიც ჩესაპიკის ყურეში თევზაობით თავს ირჩენდნენ.

ამ ადგილის ისტორია იმავე ზღვის გამო დასრულდა, რომელიც ადრე არსებობაში ეხმარებოდა. საქმე იმაშია, რომ ჰოლანდიის კუნძულის სანაპირო ზოლს ტალღები აქტიურად აზიანებდა, რამაც 8 კმ–იანი მიწის ფართობის თანდათობითი შემცირება გამოიწვია. მით უფრო, როგორც ჩესაპიკის ყურის სხვა კუნძულების უმეტესობა, ესეც ქვიშისა და თიხისგან შედგებოდა და კლდოვანი საფუძველი არ ჰქონდა.

საბოლოოდ, კუნძულზე ცხოვრება შეუძლებელი გახდა და 1922 წელს კუნძული მიატოვა ბოლო მაცხოვრებელმა, რომელმაც მთელი ქონება და შენობები ბუნების იმედად მიატოვა. ბუნებამაც ამოცანას თავი გაართვა: წლების მანძილზე ჰოლანდიის კუნძულზე წყლის ზემოთ მხოლოდ ერთადერთი სახლი რჩებოდა. ყოფილი მინისტრი ამ ვიქტორიანული ეპოქის ორსართულიანი სახლის გადარჩენას 15 წლის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა დროს და ბუნებას ვერ შეეწინააღმდეგებით, ამიტომ ეს სახლიც 2010 წელს დაინგრა. საოცარია, რომ ამ უკანასკნელი სახლის ფოტო დღემდე ინტერნეტში ტრიალებს და გვახსენებს ადგილს, რომელიც აღარ არსებობს.