5 ეფექტური მეთოდი, როგორ მოიშოროთ მახრები კვლებიდან

მახრა სახიფათო მავნებელია, რომელიც მოსავალს ანადგურებს, ნერგების ფესვებს ჭამს. გარდა ამისა, საშინელებათა ფილმებიდან არსებას ჰგავს. თითოეულ მეაგარაკეს არ მოეწონება ბაბუისეული მეთოდები მახრებთან საბრძოლველად, რომელიც გულისხმობს მომენტის გამოთვლას, როცა მავნებელი გარეთ გამოდის, რომ გაანადგუროთ. Novate გთავაზობთ აქტუალურ მეთოდებს მახრების დასამარცხებლად.

შესავლის ნაცვლად: რატომ არის სახიფათო მახრა

მახრა უდიდესი მწერია, რომელიც ნერგებს ძლიერ აზიანებს. თითქმის მთელ ცხოვრებას მიწაში ატარებს, სადაც გადასასვლელებს თხრის და შთამომავლობას აშენებს. მისი ქმედებით მცენარის ფესვები ზიანდება, ხოლო ახალგაზრდა ნერგები საერთოდ კვდება. მწერი ძირნაყოფსაც სიამოვნებით მიირთმევს, ამიტომ ანადგურებს კარტოფილის მოსავალს და არა მხოლოდ.

მეთოდი №1 სპეციალური ქარხნული სატყუარა შხამით

მავნებლებს კარგად ანადგურებს უნივერსალური გრანულები, რომლებიც მაღაზიებში იყიდება. მაგალითად, Rubit, Zarit, „რუბეჟი“, „მედვეტოკსი“ და სხვა. ეს საშუალება მიწას შეგიძლიათ დაუმატოთ როგორც დარგვისას, ასევე ზაფხულში. მკაცრად ინსტრუქციის მიხედვით გამოიყენეთ.

მეთოდი №2 ხორბლის ფაფა შხამით

აიღეთ იმდენი ხორბლის მარცვალი, რამდენიმეც 1 ლ მოცულობის ქილაში ჩაეტევა. 1 ლ წყალი დაასხით, აადუღეთ და 3-5 წუთით ხარშეთ. ხორბალი გადაიტანეთ უსარგებლო ქვაბში ან სხვა კონტეინერში, რომელშიც თქვენთვის ან შინაური ცხოველისთვის საკვებს არ ამზადებთ. გაგრილების შემდეგ დაამატეთ ინსექტიციდი, მაგალითად, „რეგენტი“. 1 პაკეტი ფხვნილი საკმარისია. კარგად აურიეთ და 2-3 საათით გააჩერეთ. 2-3 ს/კ მცენარეული ზეთი დაუმატეთ (კარგია, თუ მძაფრი სუნი აქვს). კიდევ ერთხელ აურიეთ. ასეთი ფაფა გაზაფხულზე ბოსტანში მიმოფანტეთ, შემდეგ გადაბარეთ. ეფექტი მთელი სეზონი გაგრძელდება!

მეთოდი №3 კვერცხის ნაჭუჭი

კვერცხის ნაჭუჭი შეაგროვეთ და გაახმეთ. ხელმისაწვდომი საშუალებით დააქუცმაცეთ, რომ წვრილი ნაფშვენი მიიღოთ. გაზაფხულზე ყველა კვალს მიწის გადაბარვისას დაუმატეთ, რომ ნაჭუჭი მიწას შეერიოს. დაქუცმაცებული ნარევი ორმოებს ნერგის დარგვისას დაუმატეთ. ნაჭუჭი მაშინაც გამოგადგებათ, როცა მომავალი მოსავალი უკვე დარგულია. ამისთვის დააქუცმაცეთ. ცოტა ზეთი დაუმატეთ და აურიეთ, რომ სველი თოვლის მსგავსი ფაფა მიიღოთ. კეფირის ან რძის პლასტმასის თავსახურებში გადაანაწილეთ და მახრას საძრომის შესასვლელებთან მოათავსეთ. თავსახურები ისე ჩააღრმავეთ, რომ ზედა კიდე მიწის დონეზე იყოს.

მეთოდი №4 ზეთოვანი ან ქიმიური მორწყვა

მახრას საძრომის შესასვლელთან მიწა ოდნავ გაასუფთავეთ, რომ მიწისქვეშა შესასვლელის მიმართულება განსაზღვროთ. მასში ზუსტად 1 ს/კ ზეთი ჩაასხით. ზემოდან 1–2 ჭიქა წყალი დაუმატეთ. ბევრი ზეთი არ ჩაასხათ. 1 სუფრის კოვზი საკმარისია. ასე ყველა საძრომი დაამუშავეთ. მავნებელი რამდენიმე წუთში ზემოთ ამოვა და სწრაფად მოკვდება. ასე საკმარისად ბევრ მახრას გაანადგურებთ. თუმცა მავნებლები ყველა საძრომიდან არ გამოვა, რადგან სამოძრაოდ დაქსაქსული სისტემა აქვს და შეიძლება სხვა ხვრელიდან ამოვიდეს. მოკლედ, იქაც დაიღუპება. ამ მეთოდს კიდევ ერთი ვარიანტი აქვს. ბოთლში 1 ლ წყალი ჩაასხით და სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი დაუმატეთ. კარგად შეანჯღრიეთ და პირდაპირ მახრას საძრომში ჩაასხით. როცა მწერები ზედაპირზე ამოვლენ, გაანადგურეთ.

ხშირად ასეთი მორწყვისთვის იყენებენ წყალს სარეცხი გელით ან სხვა საყოფაცხოვრებო ქიმიით. რამდენიმე კოვზი საშუალება ერთ ვედროში გააზავეთ და კვლებსა და საძრომში ჩაასხით. ზოგჯერ ნარეცხ წყალსაც არ იყენებენ. მოსავლისთვის მეთოდის უსაფრთხოება საეჭვოა, მაგრამ ამ ვარიანტებს ბევრი მომხრე ჰყავს.

მეთოდი №5 ხაფანგები

მახრასთვის სანეხვე ხაფანგი შეგიძლიათ გააკეთოთ. ივლისის ან აგვისტოს ბოლოს ნაკვეთზე რამდენიმე 30 სმ სიღრმის ორმო ამოთხარეთ. ახალი ნაკელით ამოავსეთ და მიწა მოაყარეთ. რამდენიმე ნიშნის დასმა არ დაგავიწყდეთ, რომ შემდეგ ხაფანგის მოძებნა არ მოგიწიოთ. გვიან შემოდგომაზე ნაკელის ნაწილი უბრალოდ ამოთხარეთ და მავნებლები გაანადგურეთ ან ყინვას დაელოდეთ და ნაკელი მთელ ნაკვეთზე მიმოფანტეთ. მწერები, რომლებიც მასში გამოსაზმთრებლად დასახლდნენ, დაბალი ტემპერატურისგან დაიღუპებიან.

მახრებისთვის ლუდის ხაფანგი შეგიძლიათ მოაწყოთ. ორი პლასტმასის ჭიქა აიღეთ და ერთი მეორეში ჩადეთ. ბოსტანში პატარა ორმო ამოთხარეთ და მასში ჭურჭელი ჩადეთ ისე, რომ ზედა კიდე მიწის დონეზე იყოს. ჭიქის მესამედი ლუდით აავსეთ. გარშემო მიწა დაატენიანეთ. ზემოდან დაფა ან მუყაო დააფარეთ, მაგრამ პატარა ხვრელი დატოვეთ, რომ წვდომა არ დაბლოკოთ. ყოველ 2-3 დღეში ხაფანგი შეამოწმეთ. თუ მავნებელი დაიჭირეთ, ფრთხილად ამოიღეთ და გაანადგურეთ. ჭურჭელი უკან დააბრუნეთ და ლუდის ჩასხმა არ დაგავიწყდეთ. ყოველ 2 ჰექტარზე 3-4 ხაფანგი საკმარისია.

ამ მეთოდის მეორე ვარიანტი: ლუდის ბოთლი, რომელშიც 100-150 მლ სასმელია ჩასხმული. ორმოში მცირე დახრით ჩამარხეთ, ოღონდ ისე, რომ ბოთლის ყელი მიწის დონეზე იყოს. „შესასვლელი“ ფანერით, მუყაოთი, ლინოლეუმის ნაჭერით ან სხვა მასალით დაფარეთ და მთლიანად შეავსეთ. 5-6 დღეში შეამოწმეთ. მავნებლები გაანადგურეთ და ახალი ხაფანგი გააკეთეთ.