ვიშორებთ უხილავ შეცდომებს: რატომ არ შეიძლება ანჯამებზე მცენარეული ზეთის წასმა

გაგიჭირდებათ ადამიანის პოვნა, რომელსაც ოთახებს შორის კარის ჭრიალი მოსწონს. ანჯამების შეზეთვა საკმარისია, რომ უსიამოვნო ხმამ ჭკუიდან არ გადაგიყვანოთ. ცოტამ თუ იცის, როგორ გააკეთოს ეს სწორად. Novate გაგიმხელთ საიდუმლოებებს, რომელთა დახმარებით უხილავ შეცდომებს თავიდან აიცილებთ.

მცენარეული ზეთი – საუკეთესო საშუალება ანჯამების და საკეტების შესაზეთად! ეს ყველაზე გავრცელებული ცდომილებაა ბინის მფლობელებსა და „პროფესიონალებს“ შორის. გიამბობთ, რატომ არ ღირს ამის გაკეთება. გირჩევთ, არარაფინირებული მცენარეული ზეთი სალათისთვის შეინახოთ. ასე მეტ სარგებელს მიიღებთ!

1. რატომ არ ღირს მცენარეული ზეთის გამოყენება

მცენარეული ზეთი პრეტენზიული პროდუქტია. მისი მდგომარეობა გარშემო არსებულ ტემპერატურის მაჩვენებელზეა დამოკიდებული. მაგალითად, ზეთი სიცივეში სქელდება და კარგავს თვისებებს, რომლებიც საგნების შესაზეთად სასარგებლო შეიძლება ყოფილიყო. შემოსასვლელი კარისთვის განსაკუთრებით ცუდი იდეაა.

ახლა წარმოიდგინეთ სამზარეულო – ადგილი, სადაც ქურა, ღუმელი გამუდმებით მუშაობს. გაიხსენეთ, რა ემართება გამწოვის გისოსებს, თუ პერიოდულად არ გაწმენდთ! მართალია! ცხიმის ფენას ჭუჭყი და მტვერი ეკვრის. სიცხეში მსგავსი რამ მცენარეული ზეთით შეზეთილ ანჯამებს და საკეტებს ემართებათ. ჭუჭყიანდება და ჭრიალი არსად ქრება.

მაშინაც კი, თუ კარმა ჭრაჭუნი შეწყვიტა, ეს დროებითი მოვლენაა. მცენარეული ზეთით შეზეთილი საკეტი საერთოდ წყობიდან გამოდის.

2. რა წავუსვათ ანჯამებს ჭრიალის მოსაშორებლად

პირველ რიგში, სანამ ანჯამებს შეზეთავთ, გახსოვდეთ: ანჯამის მოხსნა საჭირო არაა! მეორეც, მანქანის ზეთი ყველაზე ოპტიმალური საშუალებაა. ამისთვის ავტობაზრობაზე წასვლა და ხუთლიტრიანი ქილის ყიდვა აუცილებელი არაა. დღეს მაღაზიებში საყოფაცხოვრებო მანქანის ზეთების დიდი არჩევანია, რომელთაც საკერავი მანქანის და სხვა ტექნიკისთვის იყენებენ. თუ საშუალებას მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნისთვის გამოიყენებთ, 100 მლ დიდხანს გეყოფათ.

პროფესიონალური საპოხის არჩევისას WD-40–ს ყურადღება მიაქციეთ. ეს ფირმის დასახელება არაა, არამედ პროდუქტის აღწერა. ასოების აბრევიატურა Water Displacement („წყლის გამძევი“). ციფრებთან ნამდვილი ლეგენდაა დაკავშირებული. ამბობენ, რომ გამომგონებელს სწორედ ამდენი მცდელობა დასჭირდა, რომ სწორი ფორმულა ეპოვა. ნებისმიერ შემთხვევაში, მრავალფუნქციური საშუალებაა: კარის ანჯამებსაც შველის და ჟანგსაც აშორებს. მნიშვნელოვანია: ტოქსიკური საშუალებაა, ამიტომ ბავშვებს მოარიდეთ და ოთახი გაანიავეთ.

თუ ისე მოხდა, რომ სახლში მანქანის ზეთი ან სპეციალური საშუალება არ გაქვთ, არ იდარდოთ. ალბათ, სახლში უბრალო ფანქარი გაქვთ! გრიფელის შემადგენლობაში ზეთიც და პარაფინიც (ცვილი) შედის.

ფანქარი ბასრი დანით ისე დააქუცმაცეთ, რომ გრიფელი ამოიღოთ. წვრილად დაფშვენით. შეგიძლიათ იპოვოთ რეკომენდაცია, როგორიცაა „ფხვნილი ანჯამებს მოაყარეთ“. სინამდვილეში, ამის გაკეთება რთულია. ფხვნილის წასმას თითებით გირჩევთ. თუ ანჯამებს ნახვრეტები არ აქვს, კარის ოდნავ აწევა მოგიწევთ. შემდეგ წარმოქმნილ ნახვრეტში გრიფელის წასმა, შემდეგ რამდენჯერმე გაღება–დახურვა, რომ გრიფელი დაიფშვნას და ყველა ნაწილი შეზეთოს. სამწუხაროდ, მეთოდით დროებით სიწყნარეს მიიღებთ.

კიდევ რამდენიმე საშუალება, რომელიც მომაბეზრებელ ჭრაჭუნს მოგაშორებთ: სარეცხი საპონი, სილიკონის საპოხი ან სპრეი და ვაზელინიც. გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ნახევარი ზომებია, რომელიც სპეციალური ქიმიკატების შეძენას დროებით გადადებს.