ზაჰა ჰადიდის ბიურომ ჩინეთის ახალი ქალაქისთვის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის პროექტი შექმნა

ჩინეთში ახალი ქალაქები იმდენად სწრაფად ჩნდება, რომ თვალის მიდევნება რთულია. რეგიონები სწრაფად ვითარდება და ულტრათანამედროვე მაღალგანვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე დასახლებული პუნქტები ხდება. ახალი ქალაქი ჯინგჰე, რომელიც შენსის პროვინციის რუკაზე გამოჩნდა, გამონაკლისი არაა. მალე თვალწარმტაცი რეგიონი სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრის როლში მოგვევლინება. სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის, საცხოვრებელი კვარტალების და მათთან დაკავშირებული დაწესებულებების გარდა იგეგმება კულტურისა და ხელოვნების ცენტრის აშენება, რომლის პროექტიც ზაჰა ჰადიდის არქიტექტურული ბიუროს სპეციალისტებმა შეიმუშავეს.

ახალი ქალაქისთვის, ჯინგჰესთვის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის პროექტი, რომელიც არქიტექტურული ბიუროს Zaha Hadid Architects (ZHA) სპეციალისტებმა შეიმუშავეს და რომელსაც ბოლო დრომდე ნიჭიერი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი ხელმძღვანელობდა, საუკეთესო დიზაინის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. ZHA–ს დეველოპერები ტრადიციებს არ ღალატობენ და ამჯერად საოცარი არქიტექტურული ობიექტი შექმნეს, რომლის ფუტურისტული ფორმები იმეორებს ამავე სახელწოდების მდინარე ჯინგჰეს დინებას, რომელიც პროვინციის მთებსა და დაბლობებში გადის.

ჯინგჰე პატარა მთის სოფლიდან თანდათან ინოვაციური ცენტრი გახდა, სადაც აქტიურად ვითარდება ინდუსტრიები, რომლებიც მიმართულია ენერგიის ალტერნატიული წყაროს შესწავლასა და გამოყენებაზე, უახლესი მასალების შემუშავებაზე, ხელოვნური ინტელექტის სისტემის და კოსმოსური ინდუსტრიის სრულყოფაზე. ახალი ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით კულტურისა და ხელოვნების ცენტრი სახელად Jinghe New City აერთიანებს მულტიმედიურ ბიბლიოთეკას, საშემსრულებლო ხელოვნების თეატრს, მრავალფუნქციურ ცენტრს საკონფერენციო დარბაზებით, სხვადასხვა სტუდიებით, საგამოფენო მოედნებით, სამხატვრო გალერეებით, საზოგადოებრივი დასასვენებელი ზონებით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებით და ავტოსადგომით.

Jinghe New City–ის სტრუქტურული მახასიათებლები: დიდი შენობა წარმოადგენს მოკვერცხილი ფორმის მოცულობების, „ფენების“, გადასასვლელების და ზედაპირების სერიას, რომელიც ყველა სტრუქტურას, შიდა ეზოს, ორანჟერეას და ლანდშაფტურ პარკებს აკავშირებს. პროექტის დამახასიათებელი ნიშანია საჰაერო ხიდი, რომელიც ქალაქის მთავარ პროსპექტზე საქვეითო მოძრაობის გასაუმჯობესებლად გადადებულია. დამრეცი პანდუსები, რომელიც თავად Jinghe New City–ს სტრუქტურული ელემენტებია, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას, როგორც კომერციულს, ასევე საცხოვრებელ უბნებს აკავშირებს. ამავდროულად, ხელმისაწვდომს ხდის პარკს, მდინარის სანაპიროს. მეტროს სადგურთან პირდაპირ გზას უზრუნველყოფს, რაც საშუალებას იძლევა, რომ გადატვირთული 8 ზოლიანი გამზირი არ გადაკვეთოთ.

მულტიმედიური ბიბლიოთეკის ფონდები შედგება ბეჭდური გამოცემებისგან, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ არა მხოლოდ საინტერესო პუბლიკაციები, წიგნები ან ჟურნალები, ასევე საკითხვად განცალკევდეთ. პროექტით გათვალისწინებულია დარბაზები, სადაც ვირტუალური რეალობა სუფევს. Novate–ს ინფორმაციით, ასეთი მრავალმხრივობა მკითხველის ნებისმიერ მოთხოვნას დააკმაყოფილებს და „სწავლის საზღვრების გაფართოებას და ცოდნის გაცვლას“ ხელს შეუწყობს.

აღსანიშნავია, რომ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ამ ნაწილში შთამბეჭდავი ატრიუმია, რომელიც შიდა სივრცეს ბუნებრივი სინათლით უზრუნველყოფს. ეს ზედმეტი არაა მათთვის, ვინც ტრადიციულ კითხვას უპირატესობას ანიჭებს (ჩინელების უმეტესობა წიგნთან ცოცხალი კონტაქტისკენ მიისწრაფვის). Jinghe New City–ის სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია მწვანე ტერასა, ლანდშაფტის პარკი, სარბენი ბილიკი, ბევრი განმარტოებული ადგილი და დასასვენებელი ზონა.

Zaha Hadid Architects-ის დეველოპერებმა საშემსრულებლო ხელოვნების თეატრისთვის გამოყვეს არც თუ ისე დიდი დარბაზი, რომელიც 450-მდე ადამიანს იტევს. პროექტის ავტორის ჩანაფიქრით, მისი გადაკეთება სხვადასხვა, მათ შორის ინტერაქტიული, ღონისძიებებისთვის მარტივად შეიძლება.

მრავალფუნქციური ცენტრის სტრუქტურული დანაყოფები ორიგინალური შემკვრელი ელემენტებია, რომლებიც ორ ძირითად ობიექტს (მულტიმედიური ბიბლიოთეკა და საშემსრულებლო ხელოვნების თეატრი) გარს ახვევია. ისინი მათ ყოფს და ამავდროულად აერთიანებს სივრცეს ისე, რომ ვიზიტორში სოციალური ურთიერთობის სურვილი აღძრას, გამოცდილების გაზიარებისკენ უბიძგოს. კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ყველა შესაძლო დარბაზის, სტუდიის და საგამოფენო სივრცის გარდა იგეგმება პარკების ზონა და მასშტაბური მწვანე ვესტიბიული, ტერასა, საფეხმავლო გზები და საზოგადოებრივი დასასვენებელი ზონები.

ვინაიდან ულტრათანამედროვე ობიექტის მშენებლობას გეგმავენ ქალაქში, სადაც ყველა ინდუსტრია ორიენტირებულია განახლებად ენერგიაზე, ეკოლოგიასა და მდგრად განვითარებაზე, გასაკვირი არაა, რომ პროექტით გათვალისწინებულია ინოვაციური მშენებლობის მეთოდები, ადგილობრივი მასალების და ავტონომიური სისტემების გამოყენება, რომელიც დენის მოხმარებას მაქსიმალურად შეამცირებს. ძირითადი სისტემები გახდება: ბუნებრივი ვენტილაციის და განათების სისტემის ოპტიმიზაცია, მზის ენერგიის გამოყენება, რომელიც ცენტრის მოთხოვნილებებს მთლიანად დააკმაყოფილებს, წვიმის და ჩამდინარე წყლების შეგროვების, შენახვის, გაწმენდის და გადამუშავების სისტემები.