„პრეზიდენტის“ ხიდი: სად მდებარეობს, რას წარმოადგენს და რატომ არის რუსეთისთვის მნიშვნელოვანი

პრეზიდენტის ხიდის მშენებლობას 23 წელი დასჭირდა. საინჟინრო სტრუქტურა გახსნიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსეთში ყველაზე გრძელი ხიდი იყო. სად მდებარეობს ხიდი და რატომ არის მნიშვნელოვანი ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და მთელი რუსეთისთვის? Novate ამის შესახებ გიამბობთ.

დღეს, როცა ჩინელები აუცილებლობის შემთხვევაში მრავალსართულიან სახლებს რამდენიმე დღეში აგებენ, ერთადერთი ხიდის 23 წელი აშენება რაღაც უცხოა. „პრეზიდენტის ხიდის“ ისტორია უსიამოვნო და რთული მომენტებით სავსეა. მისი აშენება რუსეთისთვის რთულ პერიოდში დაიწყო. რომელ სტრუქტურაზეა საუბარი? ესაა ცნობილი ხიდი სიმბირსკში, რომელსაც დღეს ულიანოვსკს უწოდებენ. ამ ხიდს 5825 მ სიგრძე აქვს და ვოლგას კვეთს. ლითონის ორდონიანი სხივური კონსტრუქცია 25 მალისგან შედგება და 25 მ სიგანე აქვს.

ახლა პრეზიდენტის ხიდი ვოლგაზე გადებული მეორე ხიდია. პირველია სარკინიგზო იმპერატორის ხიდი, რომელიც 1916 წელს აშენდა და ულიანოვსკი–ვერხნაია ტერასას მონაკვეთზე მდებარეობს. პრეზიდენტს ხიდს სახელი ხატის მსგავსად აქვს შერჩეული. თანამედროვე სტრუქტურა სარკინიგზო ხიდი არაა, არამედ საავტომობილო. ამ ხიდის გახსნა 2009 წლის 24 ნოემბერს მოხდა. ამის შემდეგ ადგილობრივებმა შვებით ამოისუნთქეს, რადგან ახლა ვოლგის გადაკვეთის დამქანცველ „თავგადასავლებს“ თავიდან აიცილებენ, რომელიც ხიდის გამოჩენამდე 2,5-3 საათი იწელებოდა.

რატომ აშენებდნენ ასე დიდხანს? სტრუქტურის პროექტირება 1980 წელს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიწყო. პროექტი 1986 წელს მზად იყო. მინისტრთა საბჭომ ხიდის აშენებაზე 9 წელი გამოყო, ხოლო თანხა 400 მლნ რუბლს შეადგენდა. სპეციალურად ამ პროექტისთვის შემუშავდა „ულიანოვსკმოსტოსტროი“, რომელსაც ნიკოლაი სენტიურინი ხელმძღვანელობდა. ხიდის მშენებლობა 1986 წლის გაზაფხულზე დაიწყეს. პირველი საყრდენი 1988 წელს ჩააბეტონეს. მშენებლობაზე მთელი კავშირის საუკეთესო სპეციალისტები მუშაობდნენ.

ამის შემდეგ რთული დრო დაიწყო. სსრკ–ს დაშლა მშენებლობაზე ცუდად აისახა, ხოლო 1995 წელს ბორის ელცინის ბრძანების მიუხედავად, მთლიანად გაიყინა. 1998 წლამდე ხიდის აშენება არ შეეძლოთ, ფული არ ჰქონდათ. 2002 წელს მშენებლობის საქმე მეტნაკლებად გაუმჯობესდა. დიმიტროვგრადის მაშინდელმა მერმა, ს. ი. მოროზოვმა პროექტის წარმატებით დასრულებაში დიდი წვლილი შეიტანა. მნიშვნელოვანი ხიდის ოფიციალური და ნანატრი გახსნა 2009 წლის 24 ნოემბერს შედგა.