8 ნივთი ბინაში, რომელსაც ცუდი გემოვნების სუნი ასდის

ზოგჯერ ბინის სილამაზე და სიმყუდროვე რემონტსა და ავეჯში ჩადებულ ბევრ ფულზე დამოკიდებული არაა. უფრო მნიშვნელოვანია, გაქვთ თუ არა სახლში მოძველებული ნივთი. Novate გიამბობთ, რომელი ნივთების ადგილი არაა თქვენს ბინაში. ეს ნივთები მოიშორეთ და ბინის ინტერიერი უკეთესი და მიმზიდველი გამოჩნდება.

1. მეფური ფუფუნება

ერთ ჩვეულებრივ ქალაქის ბინაში მდიდრული სასახლის შექმნის მცდელობა ერთ–ერთი გავრცელებული შეცდომაა, რომელსაც ბევრი ადამიანი რემონტის დროს უშვებს. თუ ფართო, სამმეტრიანი ჭერის მქონე კერძო სახლის ბედნიერი მფლობელი არ ხართ, მაშინ კლასიკურ სტილში გაფორმებული ინტერიერი სვეტებით, სტუკოთი, მოოქროვილი ელემენტებით დაივიწყეთ. ასეთ გაფორმებას ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს. ბინა ძვირფასეულობით სავსე უაზრო ზარდახშას წააგავს, რადგან მისი ზომა და განლაგება მსგავსი დიზაინერული მეთოდების გამოყენებაზე გათვლილი არაა.

პატარა ბინას უფრო შეეფერება თანამედროვე სტილი, მაგალითად, მინიმალიზმი, ჰაიტეკი. სკანდინავიური მყუდროდ გამოიყურება, ლოფტის სტილის ელემენტებიც (აგურის ან ბეტონის კედელი) დაშვებულია. თუ გული მაინც კლასიკისკენ გიწევთ, ყურადღება მის ინტერპრეტაციას მიაქციეთ. მკაცრი ფორმები და ზუსტი დიზაინი, ნატურალური და ხელოვნური მასალების კომბინაცია, სიმეტრია (წყვილი ელემენტები შემატეთ) გამოიყენეთ. დეკორზე არ გადააჭარბოთ – აქცენტად აირჩიეთ ანტიკვარიატი ან მოდური ხელოვნების ნიმუშები. ასე კლასიკის მსგავს, მაგრამ უფრო ჰარმონიულ ინტერიერს მიიღებთ.

2. ვიზუალური ხმაური

თანამედროვე ინტერიერის ვარიანტები, რომლებიც ნეიტრალურობით და ლაკონურობით გამოირჩევა, ყველას მოსწონს. ძირითადი ფერები, მარტივი ფორმები და ხაზები, ნატურალური მასალები, წერტილოვანი აქცენტები – ერთი შეხედვით იმდენად იდეალური სურათია, რომ გაფუჭება არაფერს შეუძლია. სამწუხაროდ, ასე არაა. ყველა შესაძლო ფერადი ქილები, ტუბები და ფლაკონები თაროზე, წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სამზარეულოს ჭურჭელი სამუშაო ზედაპირზე, ღია სათავსო, ფეხსაცმელების პარადი შემოსასვლელში. ეს სრული სია არაა, რაც ვიზუალურ ხმაურს და ბინაში ქაოსის შეგრძნებას იწვევს.

სიტუაციის გამოსწორებაში ყველა შესაძლო კონტეინერი და სათავსოს კალათა დაგეხმარებათ. სცადეთ, რომ ინტერიერის სტილსა და ფერების სქემას წარმატებულად მოერგოს. მაგალითად, სკანდინავიურ სტილში დამახასიათებელია დაწნული კალათები, მინიმალიზმში – მკაცრი და ერთფერიანი. თუ სურვილი გაქვთ, თავად გააკეთეთ. არ დაგავიწყდეთ უჯრები, კალათები, კომოდი და სხვა დახურული სათავსო. გარეთ არაფერი დატოვოთ, რომ ბინა ყოველთვის მოწესრიგებული ჩანდეს.

3. მოსაპირკეთებელი მასალების იაფი ალტერნატივა

ასეთი შეცდომის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი – ლამინატი, რომელიც იატაკიდან კედელზე ადის. ასეთ ხრიკს ხშირად საძინებლის ინტერიერში იყენებენ, როცა საწოლის თავის გაფორმება საჭიროა. ადრე მსგავსი გადაწყვეტილება აქტუალური იყო, რადგან სერიოზულ ინვესტიციას არ მოითხოვდა. მასალას, რომელიც იატაკის დაგების შემდეგ დარჩა, უბრალოდ კედელზე აკრავდნენ. ახლა დიზაინერები უფრო საინტერესო ვარიანტებს გთავაზობთ. მაგალითად, ლამინატის ნაცვლად გადაჭრილი დაფა გამოიყენეთ და მის ქვეშ განათება გააკეთეთ. ასევე ხის სხვადასხვა ნაჭრებით მოცულობითი პანო შეგიძლიათ გააკეთოთ. პირველ რიგში, გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, რომელიც დროთა განმავლობაში არ უფერულდება, მეორეც, უფრო ესთეტიურად გამოიყურება.

4. ავეჯის გარნიტურა

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი გარნიტურა, რომელიც ავეჯის კატალოგიდან გადმოღებულს ჰგავს, წარსულის გადმონაშთია. სამწუხაროდ, დღემდე აწარმოებენ, ხოლო მყიდველები, რომელთაც მსგავს ავეჯზე ფიქრით თავის შეწუხება არ სურთ, სიხარულით უკვეთავენ. ასე საძინებელ ოთახში ჩნდება საწოლი, კარადა და ტუმბო, რომლებიც ერთი და იმავე მასალით, ერთ სტილსა და ფერშია შექმნილი, ხოლო მისაღები ჟურნალის მაგიდის, სტელაჟის და ტვ კედლის კარადის „ბედნიერი“ მფლობელი ხდება. ასე უფრო შოურუმის გამოფენას გვაგონებს, ვიდრე საცხოვრებელ ოთახს.

ინტერიერი მოსაწყენი, ბანალური და უინტერესო რომ არ გამოჩნდეს, გარნიტურის ნაცვლად მოდური საგნები გამოიყენეთ. ასე მეტი დროის დახარჯვა მოგიწევთ, რომ ავეჯი ერთმანეთს ჰარმონიულად მოერგოს, მაგრამ შედეგი გაგაოცებთ და გაგახარებთ. შთაგონებისთვის ინტერიერის ბლოგებს გადახედეთ და ფოტოები დაათვალიერეთ.

5. ბევრი სუვენირი

ყველა შესაძლო სტატუეტის, ლარნაკის, სერვიზის, ეგზოტიკური სუვენირის და სხვა სამახსოვრო ნივთების კოლექცია ძველად ჩვეული ამბავი იყო. ახლა, როცა მინიმალიზმი არა მხოლოდ ინტერიერის სტილი, არამედ ცხოვრების წესი გახდა, თაროზე დალაგებული ბევრი პატარა ნივთი ნაკლებად აქტუალურია. პირველ რიგში, ერთმანეთს არ ეთავსება და უგემოვნოდ გამოიყურება. მეორეც, ბინას დიდ მტვრის შემგროვებლად აქცევს.

რევიზია ჩაატარეთ და უსარგებლო ნივთები, რომელთაც ავტომატურად ინახავთ, გადადეთ. ზოგიერთი შეიძლება ბინასთან ერთად მიიღეთ ან ნათესავებმა გაჩუქათ. გააჩუქეთ, გაყიდეთ ან გადაყარეთ. მხოლოდ ძვირფასი საგნები დაიტოვეთ, რომელსაც თქვენთვის რაღაც მნიშვნელობა აქვს. ქაოსი და უწესრიგობა რომ არ გამოიწვიოს, მათთვის ცალკე ადგილი გამოყავით. კარადა სანათით შესაფერისია.

5. საბჭოური ხალიჩა

90-იანი წლებიდან ბევრი რამ მოდაში ბრუნდება, მაგრამ იატაკის საფარი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, ჭრელი ხალიჩა, რომელიც ბევრს უყვარს. თუ შერჩეული ვარიანტი არსებულ ფერს, ტექსტურას და მასალას იდეალურად ეთავსება, მაშინ კითხვები არ გვაქვს. ბინას ნამდვილად დაამშვენებს. სკანდინავიურ სტილს გადახედეთ და დარწმუნდებით, რომ მათთან ხალიჩები თაობიდან თაობას გადაეცემა და ლამაზ, მყუდრო აქცენტად გამოიყენება.

თუ ინტერიერს შემატებთ დიდ ბაზრობაზე ნაპოვნ გაცვეთილ და გაუფერულებულ ხალიჩას, რომელსაც ბუნდოვანი ორნამენტები აქვს, თან კედელზე დაკიდებთ, ამით კარგს ვერაფერს მიიღებთ. მაქსიმუმ პოპულარული მემების გმირი გახდეთ, რომელიც საბჭოურ ხალიჩებს ეძღვნება და შეემატებით ფოტოებს, სადაც ნაცრისფერი ნივთის ბედნიერი მფლობელები გამოსახულნი არიან.

7. ნეიტრალური ფერი ან ბევრი ელფერი

პოპულარულ სკანდინავიურ სტილს არ გამოეკიდოთ და არ აირჩიოთ მხოლოდ თეთრ–ნაცრისფერის გამა, ასევე ექსტრავანგული კიჩი ან პოპარტი, სადაც 5 ან მეტი ელფერია. იმის მიუხედავად, რომელ სტილში აფორმებთ ინტერიერს (კაშკაშა ან ნეიტრალური), ფერების ბალანსი დაცული უნდა იყოს. უმარტივესი ვარიანტი: იტენის ფერების წრე გამოიყენეთ, რომელიც ელფერების სწორ კომბინაციაში დაგეხმარებათ. დიზაინერები გირჩევენ, რომ პრინციპი 60:30:10 დაიცვათ, სადაც პირველი რიცხვი ძირითადი ფერია, მეორე – დამატებითი, მესამე – აქცენტური. ასე პროპორციებს სწორად გადაანაწილებთ და ჰარმონიულ ინტერიერს მიიღებთ.

8. მრავალფუნქციური ჭერი და ბევრი სინათლე

საბედნიეროდ, მრავალდონიანი ჭერის მოდა წარსულს ჩაბარდა. დიზაინერები მიხვდნენ, რომ ის სივრცეს მხოლოდ ტვირთავს. ისედაც ვიწრო ბინაში ასეთი შედეგი დაუშვებელია. სჯობს ლაკონურ ჭერს უპირატესობა მიანიჭოთ. გასაჭიმი ჭერი გამოიყენეთ ან გაღებეთ. მთავარია, რომ მყვირალა ფერები, ფორმები, ასევე მრავალფენიანი სტრუქტურები არ გამოიყენოთ.

იგივე სინათლეს ეხება. ოთახის ცენტრში ერთადერთი ჭაღი მრავალრიცხოვანმა სინათლის სცენარმა ჩაანაცვლა, მაგრამ ახლა მხოლოდ სამ წერტილზე სჯობს შეჩერდეთ. მნიშვნელოვანია, რომ სინათლის აქცენტები სწორად დასვათ. მაგალითად, მათი დახმარებით სივრცე ზონებად დაყავით.