გონიერი მშენებელი გეტყვით, რომ არც ერთი იზოლაცია არ ათბობს. საჭიროა თუ არა საერთოდ დათბუნვა

სახლის მათბუნებლით დაფარვა იაფი საქმე არაა. სახლის მენეჯერი მარწმუნებს, რომ კედლები დავთბუნოთ. თითქოსდა ასე ბინაში სითბოს შენარჩუნებას შევძლებ. ნამდვილად ეფექტურია?

ნებისმიერი გონიერი მშენებელი გეტყვით, რომ ვერც ერთი მათბუნებელი ვერ ათბობს და მორჩა. მოდით გავარკვიოთ, საჭიროა თუ არა იზოლირება. Novate დეტალურად გიამბობთ მათბუნებლის გამოყენების უაზრობაზე.

სახლის დაფარვა მათბუნებლით

მათბუნებელი, როგორც ყინვაში ჩაცმული ბეწვი, სითბოს წყარო არაა. მასალა სითბოს ინარჩუნებს და მას არ ასხივებს.

სამწუხაროდ, ბევრს ეს არ ესმის და რულონის მათბუნებელს უადგილოდ იყენებს. თუ სითბოს წყარო არ გაქვთ, ვერც ერთი მათბუნებელი ვერ დაგეხმარებათ და კედლები ან სახურავი გაიყინება.

მარტივად რომ ვთქვათ, თბოსაიზოლაციო მასალები შენობას საკუთარი თავის გათბობაში ეხმარება, როგორც ბეწვი ეხმარება ადამიანს გათბობაში. საიზოლაციო მასალები მხოლოდ დადებითი ტემპერატურის წყაროს არსებობის შემთხვევაში მუშაობს.

ნებისმიერი თბოსაიზოლაციო მასალის მთავარი კრიტერიუმი თბოგამტარობის კოეფიციენტია. რაც უფრო მცირეა კოეფიციენტი, მით უკეთ აფერხებს სითბოს ოთახიდან გასვლას.

კედლების შიგნიდან დათბუნვა ცუდი იდეაა, რადგან არასწორი საიზოლაციო მასალის შერჩევისას თავად კედლის მსახურების ვადა შეიძლება შეამციროთ. ასეთ შემთხვევაში სითბოს შენარჩუნება რთულდება, სამაგიეროდ თავად კედელსა და იზოლაციას შორის კონდენსატად შეიძლება გარდაიქმნას. შედეგად, კედლის მოპირკეთება თანდათან დაიშლება.

სამშენებელო ნორმებსა და წესებში შავით თეთრზე წერია, რომ სახლის შიგნიდან დათბუნვით ნამის წერტილები კედლის შიგნით გადაგაქვთ, ტენი კედელში დაგროვებას იწყებს.

კედლის დათბუნვა

კედლების შიგნიდან დასათბუნად სჯობს თაბაშირ–მუყაო გამოიყენოთ. თითოეული ფენა იზოლაციაზე სხვადასხვანაირად მუშაობს. თხელი საიზოლაციო მასალა სწრაფად ხურდება და დათბუნვაზე მუშაობას იწყებს, რაც ოთახის გათბობას აჩქარებს. შემდეგი საიზოლაციო ფენა მასის ზრდის გამო ნელა მუშაობს. კედლების შიგნიდან დასათბუნად მინერალური ბამბა გამოგადგებათ. პენოპლექსით კონდენსანტს გვერდს ვერ აუვლით.

ბეტონის, აგურის ან ნებისმიერი მყარი ქვის კედელი გარედან უნდა დათბუნოთ. სხვენის გადახურვა აუცილებლად დათბუნეთ. იზოლაციის ეფექტურობის გასაზრდელად კარკასულ კედელსა და ჭერში მრავალფენიანობა უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, შიგნით ორთქლის იზოლაცია გამოიყენეთ, შემდეგ ორგალიტი, შემდეგ პოლისტიროლის მემბრანა და ამის შემდეგ ქვის ბამბის სქელი ფენა, იზოლაცია ქარის დამცავი საფარით მთავრდება.

რით დავთბუნოთ კედლები? როგორ ამბობენ, აქ, რწმენის საკითხია. ბაზრობაზე შეხვდებით ქვის ბამბას, ეკობამბას, პენოპლასტს და პოლიურეთანს. ასევე გვხდება ბიოტექნოლოგიები, მაგრამ ბაზრის თანამედროვე სტრუქტურაში ეს სექტანტობაა. პრინციპულ განსხვავებას ვერ ვხედავ, ეს ტექნოლოგიური ნიშნებია. პენოპლასტი – როცა იაფი მასალა გჭირდებათ, ეკობამბა – როცა აძვრომა გიჭირთ, პოლიურეთანი – როცა ბევრი ფული გაქვთ. ყველა სხვა შემთხვევაში – მინერალური ბამბა.

საიზოლაციო მასალამ მისი სახეობის და ტიპის მიუხედავად უნდა შეასრულოს შემდეგი ძირითადი ამოცანები: შენობის დათბუნვა, კედლების ჰიდროიზოლაცია, ქარისა და ორპირისგან დაცვა, სითბოს შენარჩუნება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ სითბოს შენარჩუნება და არა სითბოს შექმნა!

იზოლაციის დეტალები

შენობის დათბუნვისას უნდა დაიცვათ წესი: კედლებმა ადამიანის აქტივობის შედეგად შენობაში წარმოქმნილი ტენი არ უნდა შეიწოვოს. ამისთვის კარგი ვენტილაცია უნდა გააკეთოთ და ეს ცალკე საკითხია. აქედან გამომდინარე, შიდა კედელზე უნდა დაამონტაჟთ ისეთი ჰაერგამტარი პანელები, როგორიცაა პენოპლასტი და სხვა.

გარე კედელზე ასეთი ოპერაციის ჩატარება არ შეიძლება. აქ მხოლოდ ტენიანობის გამტარი პანელები და მათბუნებელი გჭირდებათ. ესაა რულონის და პანელის მათბუნებელი მინის და ქვის ბაზაზე. გარე კედლის მოპირკეთებისას მათბუნებელსა და მოსაპირკეთებელ მასალს შორის ბუნებრივი ჰაერის კონვექცია უნდა გაითვალისწინოთ.

და კიდევ. მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ხვრელები (ეს განსაკუთრებული თემაა: მემბრანები, ქაფი). მათბუნებელი შეიძლება 1 მეტრი სისქის იყოს, მაგრამ თუ ქარი ხვრელს იპოვის, ქარიან ამინდში მთელი სითბო გარეთ გავა. სწორედ ამიტომ, საიზოლაციო მასალის დასველება ან შეტკეპნა სახიფათოა. ის ცოტათი, მაგრამ ქვემოთ სრიალებს და ხვრელს წარმოქმნის.

სახლის დათბუნვა კვალიფიცირებულმა და პატიოსანმა ხელოსნებმა უნდა შეასრულოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! როგორც ნაცნობმა არქიტექტორმა მითხრა, შეგიძლიათ ხელოსნებს სთხოვოთ: „მეგობრებო, გთხოვთ, გამიკეთეთ 3 ფენა იზოლაცია“. ისინი თავს აქნევენ: „კარგი, ასე გავაკეთებთ“. სინამდვილეში, თუ მთელ პროცესს არ გააკონტროლებთ, მხოლოდ 1 ფენა იზოლაციას (ორ სხვას გაყიდიან) და შიდა მოპირკეთებას გააკეთებენ.

გარეგნულად ყველაფერი კარგადაა და ამ „შეუსაბამობას“ მხოლოდ 15 წელიწადში შეამჩნევთ. დათბუნვა ყველაზე „კრიტიკული“ სამშენებლო ადგილია თაღლიღობის თვალსაზრისით.

კედლები შიგნიდან უნდა დათბუნოთ, ხოლო გარედან სიცივისგან დაიცვათ. კითხვას, ათბობს თუ არა იზოლაცია, შეგვიძლია თამამად ვუპასუხოთ, რომ არა, რადგან სითბოს არ ქმნის, არამედ ინარჩუნებს. თქვენ რომელ თბოსაიზოლაციო მასალებს იყენებთ სახლში? რას ფიქრობთ კედლების შიგნიდან დათბუნვაზე?