ბუზები სახლში: ხრიკი სანთლით მწერების მოსაშორებლად

ზაფხულში, როცა ფანჯარას ვაღებთ, რომ ბინა სუფთა ჰაერით გაივსოს, ერთ უსიამოვნებას ვეჯახებით. სახლში მომაბეზრებელი ბუზები იჭრებიან, რომელთა მოშორება რთულია. თუ მწერების ბადე არ გაქვთ, ბუზები არ მოგასვენებთ. Novate გასწავლით, როგორ მოიშოროთ ბუზები სახლიდან სწრაფად და საიმედოდ.

ეს მწერები არა მხოლოდ ზუზუნით გვაღიზიანებენ, არამედ სხვადასხვა ინფექციების გადამტანი არიან. სწორედ ამიტომ, ბინიდან უმოკლეს ვადაში უნდა გააძევოთ. ამ საქმეში ბევრი ნაყიდი საშუალება დაგეხმარებათ. ხალხური მეთოდიც ეფექტურია, რომლისთვისაც მხოლოდ ერთი სანთელი დაგჭირდებათ.

საიმედო მეთოდი

თუ არ გსურთ, რომ ბუზის საკლავით მწერების დევნაში დრო დახარჯოთ ან უსიამოვნო შესახედაობის წებოვანი ლენტი ჩამოკიდოთ, უფრო დახვეწილი მეთოდი გამოიყენეთ. ხრიკი სანთლით თავისი ეფექტურობით სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

დაგჭირდებათ:

  • 1 თეფში
  • 1 სანთელი
  • ცოტა წყალი

ხაფანგი გააკეთეთ: თეფშზე ცოტა წყალი დაასხით. სანთელი აანთეთ. თეფშის ცენტრში მოათავსეთ. ოთახში დენი გამორთეთ და დაელოდეთ, სანამ ბუზები სინათლესთან მიფრინდებიან და წყალში ჩაიძირებიან.

ბონუს საშუალება

კარგია, თუ კიდევ ერთი მეთოდით შეიარაღდებით, რომელიც მოზუზუნე მწერებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. უმარტივესი ინგრედიენტები დაგჭირდებათ. მათ ნებისმიერ სახლში იპოვით.

დაგჭირდებათ:

  • 1 ქილა
  • საკვების შესაფუთი პარკი
  • 2 ს/კ ძმარი
  • რამდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება

მომზადების წესი: ქილაში სუფრის ძმარი ჩაასხით. ცოტა სარეცხი საშუალება დაუმატეთ და აურიეთ. ქილას პარკი დააფარეთ და რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ. მალე ბუზები ამ ნახვრეტის გავლით ხაფანგში მოხვდებიან.

ხალხური საშუალებების ეფექტურობაში ეჭვი არ შეგეპაროთ. მაღაზიაში ნაყიდ ფუმიგატორსა და აეროზულ სპრეის არ ჩამოუვარდება. თუ ქიმიური საშუალებების გამოყენება არ გსურთ, ბუზების წინააღმდეგ ნატურალური მეთოდები სცადეთ. სანთლისა და ძმრის გარდა გამოგადგებათ ეთერზეთი, რომლის სუნი მომაბეზრებელ მწერებს აფრთხობს. რამდენიმე წვეთი ეთერზეთი წყალს დაუმატეთ, შემდეგ არომატული სითხე ფანჯრის და კარის ჩარჩოებს შეასხურეთ. ეფექტი არ დააყოვნებს!