8 დამღუპველი მენტალური დოგმა, რომელიც გამდიდრებაში ხელს გვიშლის

არა მხოლოდ ეზოთერიკოსები, არამედ ფსიქოლოგებიც აბსოლუტურად დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანის ცხოვრება საკუთარი ფიქრების რეალიზებაზეა აგებული. სხვა სიტყვებით, რასაც ვფიქრობთ, ის გვემართება. Novate გიზიარებთ იმ დამღუპველ ფსიქოლოგიურ შეხედულებებს, რომლებიც გვაიძულებს უფრო ნაკლები გამოვიმუშავოთ, ვიდრე რეალურად შეგვიძლია.

1. “დრო არ მაქვს“

ასეთი მოსაზრება ადამიანის პიროვნულ და კარიერულ ზრდას ზღუდავს. ეს თვითგამართლებაა. თუ ჯერ კიდევ ფული არ გყოფნით, მაშინ საქმიანობა, რომლითაც დაკავებული ხართ და რომელიც მთელ დროს გართმევთ, სავარაუდოდ, ფინანსურ კეთილდღეობამდე ვერ მიგიყვანთ. სწორედ ამიტომ, დრო დაუთმეთ იმას, რაც ნამდვილად ღირებულია. უმნიშვნელო საქმეზე უარი თქვით.

2. “თუ ბევრი ფულის შოვნა მარტივია, რატომ არაა ყველა მდიდარი?“

პასუხი ძალიან მარტივია. ისინი ფულს არ სწავლობენ, შეზღუდული აზროვნება აქვთ, დისციპლინა, ზრდისა და თვითგანვითარების სურვილი აკლიათ. არ იციან, როგორ მართონ საკუთარი განწყობა და ემოციები. გარშემო ბევრი ასეთი ადამიანია, რომლებიც ცუდად ცხოვრობენ და თვლიან, რომ ამაში მთავრობაა დამნაშავე, მაგრამ თავად არაფერს აკეთებენ, რომ საკუთარი მდგომარეობა გააუმჯობესონ. კიდევ უარესია, რომ ამ ადამიანებს ჰყავთ შვილები, რომლებიც ასეთი დოგმების გამო იძულებულნი არიან სიღარიბეში გაიზარდონ.

3. “ყველა მდიდარი თაღლითია“

უსინდისო ხალხი როგორც ღარიბებში, ასევე მდიდრებშია. მდიდარი ადამიანების უმეტესობა მდიდარი საკუთარი ინტელექტის, უჩვეულო უნარების განვითარების, ბეჯითი სწავლისა და თვითგანვითარების წყალობით გახდა. მათ იპოვეს დრო, რწმენა განივითარეს და თავით საქმეში გადაეშვენ. ამის კარგი მაგალითებია სტივ ჯობსი, ბილ გეითსი, ილონ მასკი.

4. “ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ“

აშშ–ში 14 წლის მოზარდები პროფესიონალივით ფინანსურ ბაზარზე ინვესტიციებს დებენ და ისეთ შედეგებს იღებენ, რომლის მიღწევა ზოგჯერ საუკეთესო მენეჯერსაც არ შეუძლია. ეს თითქოს მათთვის თამაშია. ახალგაზრდობა და, შესაბამისად, საკუთარი გამოცდილებით მიღებული შეზღუდული მოსაზრებების უქონლობა მთავარი უპირატესობაა. როგორც სპორტში: რაც უფრო ადრე დაიწყებთ, მით უფრო ადვილად მიაღწევთ საუკეთესო შედეგებს ზრდასრულ ასაკში.

5. “ქალი არ ვარ“

კაცებს ყოველთვის უწევთ იმის ინტერპრეტაცია, რასაც ეუბნებიან, და საკუთარ სიტუაციაზე მორგება. ეს ხშირად იწვევს იმას, რომ წესებს არ ასრულებენ. ქალებს კაცებისგან განსხვავებით ერთი რამ აკლიათ: მამაკაცური ეგო. ეს ეხმარებათ, რომ წესები კაცებზე უკეთ დაიცვან. ქალები უფრო ზუსტები და შეუპოვრები არიან. გარდა ამისა, კაცებზე უკეთეს საკომუნიკაციო უნარებს ფლობენ. მოლაპარაკებების დროს ქალებს უფრო ვენდობით, ვიდრე კაცებს. რა თქმა უნდა, გავრცელებული პატრიარქალური საზოგადოების მიღმა დამალვა არ ღირს. პატრიარქატი უკურნებელი სენი არაა, არამედ ის არსებობს ან არ არსებობს კონკრეტული ქალის კონკრეტულ ტვინში და ქალი ან ცხოვრობს ან არ ცხოვრობს პატრიარქალური საზოგადოების კანონებით.

6. “უკვე ის ასაკი არ მაქვს“

სინამდვილეში, როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანდაზმულ ადამიანს გამდიდრების ერთნაირი შანსი აქვს. ერთადერთი რეალური პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ასაკოვანი ადამიანი კომფორტის ზონისკენ უფრო მიისწრაფვის. შეცდომებს ნაკლები მონდომებით უშვებს, რადგან არ სურს, სულელი გამოჩნდეს.

7. “მდიდარი რომ გახდე, რამდენიმე უმაღლესი განათლება უნდა გქონდეს“

სოციოლოგებმა სიმდიდრესა და განათლების წლებს შორის კავშირი ვერ გამოავლინეს. სინამდვილეში, როცა ბანკში მიდიხართ, ორი დიპლომის ჩვენებას არ გთხოვენ, არამედ მატერიალური მდგომარეობის საბუთს, რაც იმის ნიშანია, რომ თქვენი ფინანსური მიღწევები უნივერსიტეტში მიღებულ შეფასებებზე უფრო მნიშვნელოვანია.

8. “როცა გავმდიდრდები, ნაძირალა გავხდები“

ადამიანს ფული არ ცვლის, ის უბრალოდ „საწყისს“ აძლიერებს. თუ უკვე ხარბი ხართ, მდიდარი კიდევ უფრო ხარბი გახდებით. ზუსტად ასევე, თუ სხვებს ეხმარებით, საკუთარი ფულის გამოყენებით კიდევ უკეთესი გახდებით, რადგან ფულით კეთილ სიტყვას ვერ იყიდით, ფულით შეგიძლიათ იყიდოთ მომსახურება, სამედიცინო დახმარება, სახლი, საჭმელი. მატერიალური და სულიერი დახმარება მნიშვნელოვანია. დედა ტერეზა მილიონი დოლარის ქონებით გარდაიცვალა და ათი ათასობით ადამიანის დახმარება შეძლო, რადგან დაგროვება, მართვა და დიდი ფულის განაწილება შეეძლო.