„გლამურული ტურიზმი“ ან სად ჩავდოთ ფული საიმედოდ: ბიზნესის ახალი მიმართულება

სად ჩავდოთ ფული, რომ რისკი დაბალი იყოს და მოგება მოგვიტანოს? მაღაზია, კაფე, ავტოსერვისი, ტროტუარის ფილების წარმოება? ისინი ყველა კუთხეშია! ყველა ეს ნიშა წარმოუდგენლად ათვისებულია და რომელიმეში ჩართვა კაზინოს წააგავს – წაგების შანსი მეტია. ბიზნესის ახალი მიმართულებებიც არსებობს, სადაც კონკურენცია ჯერ მინიმალურია. მაგალითად, გლემპინგი, რომლის შესახებ Novate დღეს გიამბობთ.

რა არის გლემპინგი?

გლემპინგი – სახლი ტყეში, რომელიც დღიურად ქირავდება. სახელწოდება „გლემპინგი“ ორი სიტყვისგან წარმოიქმნა: გლამური და კემპინგი. ყველამ იცის, რას ნიშნავს კემპინგი. აი, სიტყვა „გლამურის“ ქვეშ მდიდრულად მოკაზმული ქალები ვარდისფერი ჩანთებით და მინიატურული ძაღლებით არ უნდა წარმოიდგინოთ. ამ კონტექსტში იგულისხმება კომფორტი – ურბანული კეთილმოწყობა ლაშქრობისას. გლემპინგი სუპერკომფორტული „კარავია“ საწოლით და სხვა აუცილებელი ავეჯით, ტუალეტით, საშხაპით, სამზარეულოთი და ინტერნეტით. მომსახურება ძალიან მოთხოვნადია, რადგან ბუნებაში დასვენება ყველას უყვარს, მაგრამ ლაშქრული ცხოვრების ატანა ყველას არ შეუძლია.

გლემპინგი ტყეში ბანალური გასეირნება და მწვადების მირთმევა არაა. ბევრი გლემპინგ სასტუმროს ტერიტორიაზე არის კაფე, აბანო, აქტიური გართობა: მდინარეზე ჯომარდობა, თევზაობა, ველოსიპედით გასეირნება, ცხენზე ჯირითი და სხვა. აქ შეგიძლიათ ქორწილი გადაიხადოთ, კორპორატიული წვეულება მოაწყოთ, დაბადების დღე აღნიშნოთ. მოკლედ, განსაკუთრებული ინფრასტრუქტურაა მოწყობილი, რომელიც კლიენტებს ფულის დახარჯვას აიძულებს. ამავდროულად, უჩვეულო დასასვენებელი ზონაა: აქ არაა ღობე და სრული თავისუფლება შეგიძლიათ იგრძნოთ.

გლემპინგის სტრუქტურები იყოფა ორ კატეგორიად: დროებითი და მთელი წელი მომუშავე. დროებითია ყველა შესაძლო კარავი, თაღოვანი სფერო და გეოსფერო, დროებითი იურტა და ტიპი (ვიგვამი). მთელი წელი მომუშავე კონსტრუქციაა კარკასული სახლი, თაღოვანი კარავი, A ფორმის სახლი, ბარნჰაუსი.

თუ ფიქრობთ, რომ გლემპინგი დიდ ინვესტიციას, შრომას და ცოდნას მოითხოვს, ცდებით. პატარა გლემპინგ სასტუმრო კრედიტით შეგიძლიათ ააშენოთ. საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია, რომელიც ვითარდება!

რატომ არის ეს ბიზნესი კარგი და რა არის მისი უარყოფითი მხარეები?

დადებითი მხარეები:

  • ახალი მოდური მიმართულება, რომელიც საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებში მოთხოვნადია.
  • პერსპექტიული ბიზნესია, რადგან ბევრ ტურისტს ბუნებაში ლაშქრობა იზიდავს.
  • მცირე კონკურენცია. ჩვენთან ამ ტიპის ბიზნესი ახლა ვითარდება, ამიტომ ზოგიერთ რეგიონში საერთოდ არ გვხვდება.
  • მცირე საწყისი ინვესტიცია და სწრაფი ამოღება (14 თვემდე)
  • უკუგების შიდა განაკვეთის (IRR) მაღალი კოეფიცინეტი – 63%, გაყიდვების რენტაბელობა – 26%.
  • ბიზნესის მდგრადობა ეკონომიკის უარყოფითი ტრენდების მიმართ, მიმართულების კონცეფციის სწრაფად შეცვლის შესაძლებლობა.

უარყოფითი მხარეები:

  • შეუფერებელი ადგილის შერჩევა. მთავარ როლს ასრულებს ადგილი, სადაც სახლები განთავსდება. თუ ლოკაცია მიმზიდველია, გარშემო თვალწარმტაცი ტყე, ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, ეკობილიკები, ტბა, აუზი ან მდინარეა, ბიზნესი წარმატებით განვითარდება. თუ ადგილი ცუდია, მაშინ არავინ მოვა და ყველაფერი კანონზომიერია! იგივე არახელსაყრელი კლიმატის მქონე რეგიონებს ეხება. ხშირი წვიმა, მწერების შემოსევა, მწველი სიცხე – ეს ყველაფერი დამსვენებლებს დააფრთხობს.
  • ობიექტების და მოწყობილობების არასწორად შერჩევამ შეიძლება ხარჯების რეგულარული ზრდა გამოიწვიოს. მაგალითად, უხარისხო კარვები შეიძლება ხშირად დაიშალოს და უვარგისი სწრაფად გახდეს. ეს მუდმივად შეკეთებას ან რეგულარულად გამოცვლას მოითხოვს. იგივე ეხება ავეჯს, ელექტროტექნიკას და სხვა მოწყობილობას, რომელიც გლემპინგისთვის გამოიყენება.
  • ამ ბიზნესის მარეგულირებელი საკანონმდებლო წესების შეცვლა ან გამკაცრება. აქ ყველაფერი არაპროგნოზირებადია.

არსებული უარყოფითი მხარეების მიუხედავად გლემპინგი მაინც პერსპექტიული ინვესტიცია სამომავლოდ. ხარჯს სწრაფად ამოიღებთ, ხოლო ასეთ დასვენებაზე მოთხოვნა სულ უფრო პოპულარული ხდება. მით უფრო ასეთი სახლები თქვენია, მიწაზე დგას და შედარებით საიმედო ინვესტიციას უზრუნველყოფს.