ღრმა თაროები ტევადი ჩანს, მაგრამ სივრცე გონივრულად უნდა გაანაწილოთ

ერთი შეხედვით, კარადის ღრმა თაროები კარგია, რადგან ბევრი ნივთი შეგიძლიათ შეინახოთ. პრაქტიკაში ორ რიგად დაწყობილი ნივთები პრობლემებს იწვევს.

პირველ რიგში, კარადის გაღებისას ვერ ვხედავთ, რა არის მეორე რიგში. მეორეც, მეორე რიგიდან სასურველი ნივთის ასაღებად, ყველაფერი უნდა გადმოალაგოთ, რაც პირველ რიგში დევს. Novate გიამბობთ, როგორ მოაგვაროთ პრობლემა, რომ არსებული სივრცე უფრო გონივრულად გამოიყენოთ.

პლასტმასის კალათა ან უბრალოდ ყუთი დაგეხმარებათ, რომ პრობლემა მარტივად მოაგვაროთ. ასე კომოდის გამოსაწევი უჯრის მსგავსს მიიღებთ. მთავარია, რომ კალათის და ყუთის ზომა თაროს ზომის შესაბამისი იყოს. ყუთი თაროს მთელ სიღრმეს უნდა იკავებდეს.

კომოდის გამოსაწევი უჯრების იმიტაცია დაგეხმარებათ, რომ ღრმა თაროების სივრცე მაქსიმალურად აითვისოთ და ნივთები უფრო მოხერხებულად გამოიყენოთ. ამავდროულად, კალათაში ჩაწყობილი ნივთების დასტა არ დაიშლება და კარადა ყოველთვის მოწესრიგებული გამოჩნდება.