მსოფლიოს 6 ღირსშესანიშნაობა, რომელთა შესახებ ლეგენდები უფრო საინტერესოა, ვიდრე ნამდვილი ამბავი

მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლები ან ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები დიდ ინტერესს იწვევს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მათ შესახებ ბევრი წარმოუდგენელი ისტორია და ლეგენდა იქმნება. ახლაც, როცა უმეტეს შემთხვევაში თანამედროვე ხალხს ამა თუ იმ მოვლენის და მითის ახსნა შეუძლია, ლეგენდები აქტუალობას არ კარგავს. ბევრი გიდი სანდო ფაქტებთან ერთად ყვება შთამბეჭდავ ისტორიებს ხალხური ფოლკლორიდან, რომ ნამდვილად შესანიშნავი ობიექტების მიმართ ინტერესი გააღვივოს.

1. “გიგანტების გზა“ ირლანდიის ჩრდილოეთ სანაპიროზე

უნიკალური ბუნებრივი ძეგლი ქალაქ ბუშმილთან ახლოს, ირლანდიის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს. თითქმის 40 ათასი მრავალმხრივი ქვის სვეტი, რომლებიც ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრის, უჩვეულო გზას ქმნის, რომელიც ზღვის სიღრმეში მიდის. ბაზალტის სვეტების გროვა (დიამეტრი 30-50 სმ, სიმაღლე – 6-12 მ), რომელიც ხმელეთზე 275 სმ სიგრძისაა და წყლის ქვეშ დაახლოებით 150 მ, კლდეებით გარემოცულ გზას წააგავს. ასეთი საოცარი ბუნებრივი წარმონაქმნი ყოველთვის დიდ ინტერეს და აღტაცებას იწვევდა. ადგილობრივებს და მოგზაურებს აშინებდა კიდეც, რამაც ბევრი ლეგენდის შექმნა გამოიწვია.

ამ იშვიათი მოვლენის მეცნიერეულ ახსნაზე დეტალურად არ შევჩერდებით, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ასეთი რამ ვულკანური ამოფრქვევის დროს ხდება, როცა გამდნარი ლავას (დიდი რაოდენობით ბაზალტი) სქელი ფენა კირქვას ეცემა და სწრაფად ცივდება, შემდეგ „ხმება“ და ნაპრალებს ქმნის.

ლეგენდა: ხალხურ ფოლკლორს საკუთარი ახსნა აქვს და აქ გვხვდება გმირები, ბოროტმოქმედები და გიგანტები. ყველაზე ცნობილია ლეგენდა ირლანდიელი გიგანტის, ფინ მაკ კუმალის შესახებ, რომელმაც ჰებრიდის კუნძულზე მცხოვრებ ცალთვალა ურჩხულთან, გოლთან შებრძოლება გადაწყვიტა. ფინმა მოწინააღმდეგესთან მისასვლელად ბევრი ქვის სვეტი ჩაასო, ხოლო როცა დასასვენებლად დაწვა, ეშმაკი მტერი ამ ხიდით გადმოვიდა. გმირის ცოლმა დროის მოსაგებად და ურჩხულის მოსატყუებლად, ქმარი სახვევში გაახვია, თითქოს უმცროსი ვაჟი იყო. საზრიანმა ქალმა სტუმრის და „ბავშვის“ კვერებით გამოკვება გადაწყვიტა. მართალია, გოლს მიართვა ტკბილეული შიგნით ბრტყელი ტაფებით, ხოლო ქმარს ჩვეულებრივი კვერები. როცა დაუპატიჟებელმა სტუმარმა ყველა კბილი დაიმტვრია, ხოლო „ჩვილმა“ ყველაფერი უკანაკსნელ ნაფშვენამდე შეჭამა, ურჩხულს ისე შეეშინდა, რომ გაქცევა გადაწყვიტა, რადგან გაიფიქრა, როგორ იქნებოდა ამ გიგანტი შვილის მამა. ლეგენდის თანახმად, ცალთვალა შოტლანდიელი თავისი კუნძულისკენ ისე სწრაფად გაიქცა, რომ ხიდის ნაწილი მისი ძლიერი ფეხების ქვეშ ჩაინგრა.

2. ვასილი ნეტარის ტაძარი წითელ მოედანზე (მოსკოვი, რუსეთი)

მოსკოვის და წითელი მოედნის ერთ–ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, ვასილი ნეტარის ტაძარი, რომლის შესახებ გულისამაჩუყებელი ლეგენდა არსებობს. ლეგენდა საუბრობს დაბრმავებულ ხუროთმოძღვარზე, რომელმაც დიდებული ტაძარი ააშენდა. ლეგენდის თანახმად, ივანე მრისხანემ, რომელმაც მისი მშენებლობა წამოიწყო, ბრძანება გასცა, რომ ბარმა და პოსტნიკ ხუროთმოძღვრები დაებრმავებინათ, რომ მსგავსი სილამაზე ვეღარ შეექმნათ.

ცნობილი ფაქტი: პირველ რიგში, დოკუმენტური მტკიცებულებები ნაპოვნია, რომ ლეგენდარული ბარმა და პოსტნიკი ერთი და იგივე ადამიანია. მეორეც, მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ნიჭიერი არქიტექტორი ყაზანის კრემლის და სვიაჟსკის მიძინების მონასტრის მშენებლობაში მონაწილეობდა.

3. ვულკანი ფუძიამა კუნძულ ჰონსიუზე (იაპონია)

იაპონიის ერთ–ერთი ყველაზე ცნობადი ღირსშესანიშნაობა (იაპონელები ფუძისანის მთას უწოდებენ, რომ დიდი პატივისცემა გამოხატონ), რომელიც სხვადასხვა სახის ხელოვნებაში ხოტბის ობიექტი გახდა. ხალხური ეპოსი გამონაკლისი არაა. მასში ლეგენდებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. იაპონელები რბილ ლურჯ ნისლში ჩაძირულ ფუძის მთას წმინდა ადგილად მიიჩნევდნენ, სადაც დედამიწასა და ცას შორის ღვთაებრივი არხები არსებობდა. საუკუნეების განმავლობაში სილამაზის, სიწმინდის და ჰარმონიის კანონი იყო. ერთ–ერთი პოპულარული ვერსიის მიხედვით, წმინდა ნისლიანი მთების გაჩენა უკავშირდება მთვარის ქალს კაგუია ჰიმეს, რომელიც მის ფერდობზე უშვილო წყვილმა იპოვა. ცოლ–ქმარს ნაპოვნი იმდენად გაუხარდათ, რომ საკუთარ ქალიშვილად გაზარდეს. გოგონა მოგვიანებით თავად იმპერატორს შეუყვარდა. ლამაზმა ქალმა იმპერატორთან დაქორწინებაზე უარი თქვა და მთვარეზე დაბრუნება ისურვა. ერთხელ შუაღამით გოგონასთან მთვარის ქვეშევრდომები მივიდნენ და მან დედამიწა დატოვა, ხოლო მმართველს საოცარი საჩუქარი დაუტოვა – სიცოცხლის ელექსირი და წერილი. იმპერატორმა უკვდავება და საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრება არ ისურვა. ბრძანება გასცა, რომ ფუძიამის მთაზე საჩუქარი დაეწვათ, რომელიც დღემდე ცეცხლს აფრთქვევს.

საინტერესო ფაქტი: ფუჯის მთა (იგივე ფუძიამი) სტრატოვულკანის მაგალითია, რომელსაც ყოველთვის ცისკენ აშვერილი კონუსის ფორმა აქვს. ბასრი კონუსი გამაგრებული ლავებისა და ვულკანური ფერფლისგან იქმნება, რომელიც პერიოდული აფეთქებების შედეგად წარმოიქმნება. ცნობილია, რომ ვულკანმა ფორმირების 4 ეტაპი გაიარა, ხოლო პირველად 80 ათასი წლის წინ იფეთქა. 781 წლიდან დღემდე ბაზალტის ლავის 12 ცნობილი ამოფრქვევა მოხდა. ყველაზე ძლიერი 800, 864 და 1707 წლებში იყო.

4. რატომ არ არის ვაშინგტონში კაპიტოლიუმზე მაღალი შენობა

ყველას, ვინც ვაშინგტონში ნამყოფია, შემჩნეული აქვს, რომ ქალაქში არაა ეფექტური ცათამბჯენები, რომლითაც აშშ ასე ცნობილია. ამის შესახებ არსებობს ლეგენდა, რომ შტატის დედაქალაქში აკრძალულია კაპიტოლიუმზე მაღალი შენობის აშენება, რადგან კაპიტოლიუმი არის ადგილი, სადაც აშშ–ს კონგრესის მთავარი საკანონმდებლო ორგანო მდებარეობს.

როგორც გაირკვა, 88 მეტრზე მაღალი შენობის მშენებლობის ამკრძალავი დოკუმენტი არ არსებობს. 1910 წლიდან ვაშინგტონში დაწესდა ურბანული დაგეგმარების სტანდარტები, რომლის მიხედვით, ქალაქში ნებადართულია შენობის აღმართვა, რომლის სიმაღლე გარკვეულ პარამეტრებს არ აჭარბებს. მთავარი საზომი ქუჩის სიგანეა, რომელსაც მხოლოდ 6 მ შეგიძლიათ დაუმატოთ, ხოლო მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში გამზირების სიგანე 94 მეტრზე მეტი (88+6) შეუძლებელია.

5. ვულკანი ეტნა კუნძულ სიცილიაზე (იტალია)

კუნძულ სიცილიაზე მდებარე ვულკანი ეტნა ერთ–ერთი ყველაზე მაღალი აქტიური ვულკანია ევროპაში. ვულკანიზაციის პერიოდში 200-ზე მეტჯერ ამოიფრქვა. 1669 წელს ყველაზე გრძელი ამოფრქვევა მოხდა, რომელიც თითქმის 4 თვე გრძელდებოდა და ამ პერიოდში 12 დასახლებული პუნქტი მთლიანად განადგურდა. იმ დღიდან ვულკანი საკმაოდ დიდ ტერიტორიას იკავებს – 1,1 ათასი კვადრატული მეტრი, რაც ვეზუვის ზომას 2,5–ჯერ აღემატება.

ხალხური ეპოსი: ვულკანის სიძლიერის, სიმაღლის და აქტივობის გათვალისწინებით მის შესახებ ბევრი ლეგენდა და ამბავია შეთხზული. ერთ–ერთი ხალხური ვერსიის მიხედვით, გეას და ტარტაროსის ვაჟმა, გიგანტმა ფიტონმა ოლიმპიური ღმერთი ბრძოლაში გამოიწვია, მაგრამ ზევსმა მისი დამარცხება შეძლო. უზენაესი ღმერთი იმდენად განრისხებული იყო, რომ ასთავიან ურჩხულს ეტნას მთა დაადო. იმ დღიდან, როცა ტიფონი ბრაზდება, საშინელი სტიქიური უბედურებები ხდება – ვულკანის ამოფრქვევა და ძლიერი მიწისძვრა.

6. ჩინეთის დიდი კედელი

ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ ჩვ.წ–მდე მე-3 საუკუნეში, მეომარი სახელმწიფოების ეპოქაში დაიწყო. ობიექტის სიგრძის (თითქმის 9 კმ) და სამუშაოს სირთულის გათვალისწინებით, კედელს 2 ათასი წელი აშენებდნენ. ამ პერიოდში საქმეში ჩართული მილიონობით ჩინელი დაიღუპა. არსებობს მოსაზრება, რომ დაავადებებით და მძიმე მუშაობით გარდაცვლილები პირდაპირ დამცავ კედელში ჩამარხეს. ეს ფაქტი ბევრი რომანტიკული ლეგენდის გაჩენის მიზეზი გახდა, რომელსაც ტურისტებს უყვებიან.

მენ ძიანგ ნუს შესახებ ლეგენდა ყველაზე გულშემზარავად ითვლება. ლეგენდაში საუბარია გოგონას დაბადებაზე, რომელიც უზარმაზარ გოგრაში, აყიროში იპოვეს. გოგონა ულამაზესი გაიზარდა, რომელიც შეუყვარდა ახალგაზრდას, რომელიც ამ ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობაზე იძულებით სამსახურს გაურბოდა. მალე ახალდაქორწინებულები დააშორეს და მეუღლე მშენებლობაზე წაიყვანეს, სადაც 1 წლის შემდეგ სისუსტისგან დაიღუპა. ახალგაზრდა ბიჭის სხეული უბრალოდ კედელში ჩამარხეს, რაც მენ ძიანგ ნუმ გაიგო. ის გაემგზავრა მთებში, სადაც მეუღლე მუშაობდა და დაიღუპა. ისე ტიროდა, რომ მისი ცრემლებისგან კედლის ნაწილი დაიშალა. როცა იმპერატორმა ნგრევის შესახებ გაიგო, ქვრივის დასჯა ისურვა, მაგრამ მისი სილამაზის შემხედვარემ ეს ვერ გააკეთა. მმართველს სიგიჟემდე შეუყვარდა და ცოლობა სთხოვა. ლამაზმანი დაფიქრდა და დათანხმდა, მაგრამ ერთი პირობით, რომ მის გარდაცვლილ მეუღლეს კედლიდან ამოიღებდნენ და ყველა წესით დაკრძალავდნენ. როცა მოთხოვნები შეასრულეს და იმპერატორმა ქორწილისთვის მზადება დაიწყო, დამწუხრებულმა გოგონამ ზღვაში თავი დაიხრჩო.

თანამედროვე ლეგენდებიც არსებობს, რომელიც ჩინეთის დიდ კედელს უკავშირდება. მაგალითად, ხშირად გვესმის, რომ უზარმაზარი შენობა კოსმოსიდან კარგად ჩანს და გამადიდებელი მოწყობილობები საჭირო არაა. მეცნიერები ამ ფაქტს უარყოფენ იმ მიზეზით, რომ ყველაზე დაბალი ორბიტიდანაც (160 კმ) ასეთი ობიექტის შეუიარაღებელი თვალით დანახვა უბრალოდ შეუძლებელია. უღრუბლო ამინდში ძლიერი ბინოკლით ან მზვერავი მილით შეიარაღებულ ასტრონავტებს შეუძლიათ უდიდესი არქიტექტურული სტრუქტურის კონტურები დაინახონ, მაგრამ ისე უბრალოდ ჩინეთის დიდ კედელს ვერ დაინახავთ.