5 ადგილი დედამიწაზე, სადაც ყოველდღიურობა უსასრულო ექსტრემია

მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ექსტრემის მოყვარულები ადრენალინის მორიგი დოზის მისაღებად მიისწრაფვიან. მაღალი მთები, ზღვის სიღრმეები, სპორტის განსაკუთრებული სახეობები – ეს ყველაფერი იმ ადამიანების ცხოვრების ნაწილია, რომელთაც მწვავე შეგრძნებების განცდა სურთ. აი, ზოგიერთ ხალხს ადრენალინით სავსე ცხოვრება არ აურჩევია, უბრალოდ ცხოვრობს იქ, სადაც მუდმივად რაღაც ექსტრაორდინალურს უნდა ელოდოს. Novate გიზიარებთ დედამიწის 5 ადგილს, სადაც თავად ყოველდღიურობა ნამდვილი ექსტრემია.

1. იავას კუნძული (ინდონეზია)

ერთი შეხედვით ასეთ ეგზოტიკურ ადგილას საშიში არაფერია, რომ არა ვულკან მერაპის სიახლოვე. ეს ინდონეზიის 128 ვულკანიდან ყველაზე აქტიურია. ვულკანიდან ლავა მცირე მასშტაბით რეგულარულად, ზუსტად წელიწადში ორჯერ, იფრქვევა. დიდი ამოფრქვევები ყოველ 7 წელიწადში ერთხელ ხდება. ეს ზუსტად ნახევარ მილიონ ინდონეზიელს ხელს არ უშლის, რომ პირდაპირ ვულკანის ძირში იცხოვროს.

2. მოტუო (ჩინეთი)

შედარებით პატარა დასახლება, რომელიც ჩინეთის ათასობით სხვა დასახლებისგან არაფრით გამოირჩევა, რომ არა ის ფაქტი, რომ გარე სამყაროსთან მხოლოდ 200 მეტრიანი დაკიდული ხიდი აკავშირებს. სხვა გზა პერიოდულად ჩამოსულმა მთის ზვავმა და ღვარცოფმა გაანადგურა. სწორედ ამიტომ, მოტუოს მოსახლეობა, რომელიც ზუსტად 10 ათასი მოსახლეა, ყოველდღე სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს, როცა სახლიდან გასვლა სჭირდება.

3. სან პედრო დე ატაკამა (ჩილე)

კლიმატი ადამიანს ბევრ სიურპრიზს უმზადებს. მაგალითად, ჩილეს ატაკამის უდაბნო დედამიწაზე ყველაზე მშრალი უდაბნოა. საშუალო წლიური ნალექი მხოლოდ 10 მმ–ია. ამრიგად, ამ რეგიონში მცენარეულობა და მოსახლეობა ძლიერ შეზღუდულია, ხოლო ზოგჯერ საერთოდ არაა. ჩილელები ასეთ მკაცრ პირობებსაც არ შეუშინდნენ და თითქმის შუა უდაბნოში შექმნეს ქალაქი სან პედრო დე ატაკამა, სადაც დაახლოებით 5 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

4. იტოკორტოორმიიტი (გრენლანდია)

ქალაქი უჩვეულო სახელწოდებით იტოკორტოორმიიტი დედამიწის ყველაზე ჩრდილოეთ ქალაქად ითვლება. მისკენ მიმავალი და გამავალი გზა ნამდვილი ექსტრემალური მოგზაურობაა: თავიდან თვითმფრინავით ფრენა, შემდეგ მეორე რეისი შვეულმფრენით, შემდეგ ნავით მოგზაურობა. გასაკვირი არაა, რომ ხალხმა აქ პოლარულ დათვებთან, ხარვერძებთან და ნამდვილ სელაპებთან შეერთება მხოლოდ 1925 წელს გადაწყვიტა. სწორედ მაშინ ამ მიწაზე პირველი მოსახლეები გამოჩნდნენ. ამ დროისთვის ქალაქის მოსახლეობა 500 კაცამდე გაიზარდა.

5. ტრისტანი-და-კუნია (დიდი ბრიტანეთი)

პიტკერნის და აღდგომის კუნძულებთან ერთად ტრისტანი-და-კუნია პლანეტის ერთ–ერთ ყველაზე შორეულ დასახლებად ითვლება. კუნძული, რომელსაც იგივე სახელი აქვს, სამხრეთ ატლანტის ოკეანის არქიპელაგის ნაწილია. მის ფაუნაში ძუძუმწოვრები არაა, ხოლო ადამიანს მუდმივ საცხოვრებლად კუნძულის მხოლოდ ჩრდილოეთ და ჩრდილო–დასავლეთ ნაწილის გამოყენება შეუძლია. 2008 წლის მონაცემებით კუნძულზე 264 ადამიანი ცხოვრობდა.