ურბანული ავეჯის 7 მაგალითი, რომელიც ქუჩებს ამშვენებს და მიზიდულობის ცენტრია

ქალაქის ესთეტიკას ქმნის არა მხოლოდ შთამბეჭდავი არქიტექტურა, პარკის ზონა, არამედ, ერთი შეხედით, უბრალო ობიექტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, ჟურნალ–გაზეთების ჯიხურები და სკამები, რომლებიც შექმნილია დასასვენებლად და სოციალური ურთიერთობის ადგილად. იმის მიხედვით, თუ რამდენად შემოქმედებითად მიუდგნენ ურბანული ავეჯის შექმნას, გადატვირთული ქუჩები და მოედნები უფრო მიმზიდველი და კომფორტული გახდება ან გამვლელები უბრალოდ გულგრილად ჩაუვლიან. Novate გიზიარებთ ურბანული ავეჯის 7 მაგალითს, რომელიც ქუჩებს ამშვენებს და შეხვედრების ადგილია.

1. მრავალფუნქციური სკამი Root Bench იონსანგუს რაიონი (სეული, სამხრეთ კორეა)

სეული სწრაფად მზარდი დიდებული ქალაქია, რომელიც გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით, მაქსიმალური გამწვანებით და ორიგინალური ურბანული ავეჯით. ქალაქის საზოგადოებრივი ზონები მიმზიდველი და კომფორტული რომ გახდეს, სკამის საუკეთესო დიზაინზე კონკურსებსაც აწყობენ. მაგალითად, არქიტექტურულმა ბიურომ Yong Ju Lee Architecture პარკის Hangang ბუნებრივი ზონის მოსაწყობად, სადაც ბევრი ღია მდელოა, შეიმუშავა 30 მ დიამეტრის მრავალფუნქციური დინამიური სკამი Root Bench. გამარჯვებული პროექტი უცნაურ არტობიექტს წააგავს და მისი მთავარი იდეა უხილავი ხისგან წამოსული დაგრეხილი ფესვებია.

ბალახში ოსტატურად ჩამალულ ბეტონის ბაზაზე დაფიქსირებულია ორგანული ფორმის ლითონის კარკასი, რომელიც ბუნებრივი ხით დაფარულია, რომ მაქსიმალურად სასიამოვნო ტაქტილური შეგრძნებები უზრუნველყოს. მდელოზე გაშლილი „ფესვები“ ხან ამოდის, ხან ჩადის და მრავალდონიან ობიექტს ქმნის. ასეთი კონსტრუქციის წყალობით თითოეულ ვიზიტორს შეუძლია იპოვოს კომფორტული ადგილი, სადაც შეძლებს დაჯდეს, იმუშაოს/მაგიდასთან ისადილოს ან უბრალოდ წამოწვეს, ცისფერი/ვარსკვლავებიანი ცის ყურებით ისიამოვნოს. Root Bench–ის უმაღლესი ლენტის ქვეშ (მიწიდან 75 სმ სიმაღლე) დამონტაჟებულია ფერადი ნათურები, რომელიც ღამით ირთვება. ეს არის კომფორტული მაგიდები, ასევე ადგილი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ დაიმალონ, როცა მშობლებთან ერთად პარკში სასეირნოდ მიდიან.

2. სკამი ტრანსფორმერი Polymorphic ნიუ–იორკში (აშშ)

კოლუმბიის უნივერსიტეტის არქიტექტურის, დაგეგმვისა და შენარჩუნების უმაღლესი სკოლის სტუდენტების ჯგუფმა ურბანული ავეჯის უნიკალური პროექტი შეიმუშავეს საკმაოდ მოკრძალებული ბიუჯეტით, მაგრამ ინოვაციურ გამოგონებებსა და კომპიუტერულ პროექტირებაზე შეუზღუდავი წვდომით. მომავალმა არქიტექტორებმა შეიმუშავეს კინეტიკური ინსტალაცია Polymorphic, რომელსაც მჯდომარის სურვილის მიხედვით ფორმის შეცვლა შეუძლია.

აღსანიშნავია: სკამს ტრანსფორმირება რომ შეძლებოდა, ააწყვეს 119 ურთიერთდაკავშირებული ორმხრივი სექციებისგან, რომლებიც ჭანჭიკებით და სახსრებით ერთმანეთთან დაკავშირებულია. ეს სექციები ბალანსისთვის ცენტრალურ დაფაზე დაფიქსირებულია. თითოეული დეტალი, რომელიც სკამის სტრუქტურას ქმნის, ციფრული პროექტირებით შექმნეს, რომ ურბანულ ავეჯს ერგონომიული ფორმა ჰქონოდა. ინოვაციური მეთოდების წყალობით პარამეტრული მოდელი მიმზიდველი, ფუნქციური და კომფორტული გამოვიდა.

3. დასაჯდომი წყლის დონის ქვემოთ Vöcklabruck–ში (ავსტრია)

Vöcklabruck–ის პარკში, უფრო ზუსტად ტბაში საინტერესო ობიექტი გამოჩნდა. პატარა გადასახედ მოედანზე რომ აღმოჩნდეთ, ფეხების დასველება ან ნავის მოძებნა არ მოგიწევთ. მოედნის ცენტრში მრგვალი სკამებია დამონტაჟებული. განმარტოებულ ზონაში შეგიძლიათ მოხვდეთ ხიდით, რომელიც, როგორც თავად ატრაქციონი, წყლის დონის ქვემოთ მდებარეობს. ახლა ყველა მსურველს შეუძლია შუა ტბაში დაისვენოს, ტბის ბინადრების ცხოვრებას პლანეტის უმეტესობისთვის მიუწვდომელი პერსპექტივიდან უყუროს, ან უბრალოდ სუფთა ჰაერით და სიგრილით ისიამოვნოს.

4. პვს მილებით შექმნილი ჩახლართული არტსკამი

სხვადასხვა დიამეტრის და ფერის პვს მილები, რომელთაც სულ უფრო ხშირად არა მხოლოდ წყლის მიწოდებისა და განაწილებისთვის იყენებენ, შემოქმედებით ადამიანებს ყველა შესაძლო ექსპერიმენტებს შთააგონებს. ფრანგი დიზაინერი, სებასტიან ვიერინკი (Sebastian Wierinck), რომელიც კომპანიაში OnSite Studio მუშაობს, ამ ნაწარმის არატრადიციული გამოყენებით გამოირჩევა. მან გადაწყვიტა, რომ დამყოლი, ამავდროულად გამძლე და საიმედო საინჟინრო ელემენტები კონცეპტუალური ურბანული ავეჯის შესაქმნელად გამოეყენებინა.

კრეატიული მხატვარი თვლის, რომ „მსგავსი გამომხატველი ექსპერიმენტები თანამედროვე დიზაინის ექსცენტრიული კომპონენტი გახდება, რომელიც შემოქმედებით თავისუფლებას უზრუნველყოფს, უნიკალური სივრცის–ნივთების პროექტირებასა და შექმნის სივრცეში პერსპექტივებს ხსნის. სებასტიან ვაიერინკის ძალისხმევით მსოფლიომ დაინახა ეფექტური მხატვრული ინსტალაციები, რომლებიც პლასტმასის პოლიმერისგან შექმნილია. ეს არის მასალა, რომელიც ადვილად შეგიძლიათ გარდაქმნათ და მოარგოთ გარემოს, სადაც მონტაჟდება. ასე ბევრი ფინანსების დახარჯვაც არ მოგიწევთ, აი შემოქმედს უსასრულოდ შეუძლია იფანტაზიოროს.

5. შთამბეჭდავი საზოგადოებრივი სკამი „გთხოვთ, ჩამოჯექით“ ლონდონში (დიდი ბრიტანეთი)

ლონდონში ბევრი შესანიშნავი ადგილია, სადაც ქუჩაში შეგიძლიათ დაჯდეთ, მაგრამ ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ახალი საზოგადოებრივი სივრცეა კრეატიული ინსტალაცია საინტერესო სახელით Please Be Seated (გთხოვთ, ჩამოჯექით). თავდაპირველად ტალღოვანი ხის სკამები–ქანდაკება ლონდონის ფესტივალის დიზაინის მთავარ ობიექტად იხილეს, მაგრამ ვიზიტორებს და ჟიურის იმდენად მოეწონათ, რომ ლონდონის ერთ–ერთ ყველაზე პროგრესულ უბანში, ბროდგეიტში დაამონტაჟეს.

სკამების თითოეული ელემენტი შექმნილია იმისთვის, რომ ნებისმიერ გარემოს (ქუჩას თუ პარკს) ორგანულად მოერგოს. პროექტის ავტორის, პოლ კოკსეჯის თქმით, სკამების მრუდები არა მხოლოდ ესთეტიკური ფორმებით მიმზიდველია, არამედ რამდენიმე ფუნქციას ასრულებს. „მრუდები ამაღლებულია და საზურგეს და დასაჯდომ ადგილს ქმნის, თან დამატებითი სივრცეა, რომლის ქვეშ ფეხით მოსიარულეს შეუძლია გაიაროს ან გაჩერდეს, რომ წვიმას ან მზეს თავი შეაფაროს. მასზე მეგობართან ერთად შეგიძლიათ დაჯდეთ ან წამოწვეთ და საყვარელი წიგნით წაიკითხოთ“ – ამბობს შემქმნელი. არტობიექტი განსაკუთრებული ტექნოლოგიით ააწყვეს. მხოლოდ მეორადი და აღდგენილი ხის მასალა გამოიყენეს.

6. ურბანული სივრცე დასასვენებელი ზონით Urban Bloom შანხაიში (ჩინეთი)

ბოლო წლებში მსხვილი მეგაპოლისები ყველაფერს აკეთებენ, რომ მოქალაქეებმა ხმაურიანი ქუჩებისგან დასვენება შეძლონ. ამისთვის ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ საზოგადოებრივ სივრცეებს აწყობენ. შანხაიში პატარა პარკი Urban Bloom ექსპერიმენტული პროექტია, რომლის მიზანია კომფორტული დასასვენებელი ადგილი შექმნას, ინდუსტრიული ტერიტორიები და ავტოსადგომები გარდაქმნას.

AIM Architecture და URBAN MATTERS–ის სპეციალისტების ჯგუფმა შეიმუშავა კომპლექსი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ „დაკიდული“ ბურთები, რომლებშიც სტაბილიზებული ხავსი მდებარეობს. ისინი ცვლიან ნამდვილ ხეებს, რომელთა გასაზრდელად დრო და შესაძლებლობა არაა. პოდიუმების მოწყობა საინტერესო გადაწყვეტილება გახდა. სწორედ აქ დასასვენებელი ზონებია: ფართო სკამები და დივნები, რომლებზეც დივნის ბალიშები შეგიძლიათ დააწყოთ. მთელ ამ სივრცეს ბევრი ყვავილის ქოთანი ავსებს. მათი დახმარებით მთელი ტერიტორია სურნელოვან ბაღად გადაქცეულია. სხვათა შორის, Urban Bloom დროებითი ობიექტია, რომელიც ნებისმიერ წუთს ნებისმიერ სხვა ადგილას შეიძლება გადაიტანონ.

7. არტსკამები მინსკის ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღში (ბელარუსია)

ბევრი ფინანსები და დრო საჭირო არაა, რომ მოსაწყენი სკამები ხელოვნების ნიმუშად გადააქციოთ. ეს მინსკის ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღში ჩატარებულმა აქციამ დაადასტურა. პროფესიონალურ ფლორიტიკაში ჩატარებული ჩემპიონატის ფარგლებში მონაწილეებს ბაღის ტრადიციული სკამების ხელმისაწვდომი მასალებით მორთვა დაავალეს. ამისთვის 8 საათი მისცეს. კონკურსანტებმა საოცარი არტობიექტები შექმნეს, რომლებიც ღირსშესანიშნაობად ძალიან სწრაფად გადაიქცა, ვიზიტორებს და ინსტაგრამის ფოტოსესიის მოყვარულებს იზიდავს.