1 ხუფი ამ პრეპარატით ბოსტანში მავნებლები მოვიშორე

ალბათ, შეგინიშნავთ, რომ ყოველ წელს გარკვეული ტიპის მავნებელი უფრო აქტიურია, ვიდრე სხვა მწერი. მაგალითად, წელს კომბოსტოს ჩრჩილის შემოსევაა. გასულ ზაფხულს კომბოსტოს რწყილი უფრო აქტიული იყო, ხოლო რამდენიმე წლის წინ ლოქორები.

ბევრი რამ შეიძლება ვივარაუდოთ, მაგრამ ხშირად ეს აიხსნება იმით, რომ ამ მწერების პოპულაციის გასაზრდელად ხელსაყრელი პირობები იქმნება. წელს კომბოსტოს ჩრჩილი თავისი რაოდენობით გვაოცებს. გრილი გაზაფხული გვქონდა, ხშირად წვიმდა და, სავარაუდოდ, მისთვის საკმარისი საკვები იყო.

ზრდასრული არსება კულტურებს დიდად არ აზიანებს და ჯვაროსანთა ოჯახის მცენარეების ნექტარით იკვებება, მაგრამ მუხლუხები ბოსტნეულის კულტურებს ჭამენ. თუ მცენარეს არ შეამოწმებთ, ერთ დღეს შეიძლება მოსავლის გარეშე დარჩეთ.

კომბოსტოს ჩრჩილი სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დროს, დაახლოებით აპრილიდან მაისამდე, აქტიურად ფრენას იწყებს, ხოლო კვერცხებს დებს, როცა კომბოსტო უკვე დარგულია. სწორედ ამიტომ, 20 დღეში მუხლუხოების შემოსევა შეიძლება აღმოაჩინოთ.

ეს პერიოდი ობობის ტკიპასთვისაც ხელსაყრელია. ის ჩვენთვის შეუმჩნევლად ძალიან სწრაფად მრავლდება და მცენარის წვენს წოვს. კიტრის და პომიდვრის კულტურები განსაკუთრებით უყვარს. ხშირად სათბურებში გვხვდება. აქ შედარებით მშრალი ჰაერი და მაღალი ტემპერატურაა, რაც ამ მავნებლისთვის ხელსაყრელი გარემოა.

ობობის ტკიპა იმდენად პატარაა, რომ დათვალიერებისას შეიძლება ვერც დაინახოთ. მწერის არსებობაზე მცენარე მიგანიშნებთ. დაზიანებული ფოთლები ფერმკრთალდება, ყვითლდება და უფრო მშრალი ხდება.

რით დავამუშავოთ პომიდორი, კიტრი, წიწაკა, კომბოსტო და სხვა მცენარე მავნებლების წინააღმდეგ

თუ კულტურამ გარეგნობა შეიცვალა, უპირველესად გაარკვიეთ, რა სჭირს მცენარეს – დაავადება თუ მავნებელი. თუ დაავადებაა, დაადგინეთ, რომელი და ბიოლოგიური საშუალებებით დაამუშავეთ. თუ გაარკვიეთ, რომ მწერები თავს დაესხა, მაშინ კომპლექსური პრეპარატებით დაამუშავეთ.

რეკომენდებულია „ალატარი“. ის ბევრი სახეობის მწერს უმკლავდება. მათ შორისაა ბუგრი, ფსილა, ფრთათეთრა, ნაყოფჭამია, თეთრულა, ხვატრი, ფოთოლჭამია, ცხვირგრძელა, ხახვის და სტაფილოს ბუზები, ასევე ფოთლის რწყილი, ვაშლის და სხვა ჩრჩილი.

კარგია ისიც, რომ პრეპარატი ძალიან სწრაფად და ეფექტურად მოქმედებს. საკმაოდ ეკონომიურია. მაგალითად, 1 ხუფი საშუალება საკმარისია, რომ ყველა კულტურა დაამუშავოთ.

აღსანიშნავია, რომ „ალატარი“ შეიცავს ადჰეზიურ ნივთიერებას, რომელიც წვიმაში ჩამორეცხვას და ფოთლიდან ჩამოყრას ხელს უშლის. ასე დამცავი მოქმედება გრძელდება 20 დღემდე, ამიტომ დამუშავებამდე მწიფე მოსავალი აიღეთ.

მცენარეები კვირაში მინიმუმ ორჯერ შეამოწმეთ. ფოთლების ქვედა მხარეს ყურადღება მიაქციეთ, რადგან მწერები ხშირად იქ სახლდებიან და კვერცხებს დებენ. უხვ მოსავალს და ჯანმრთელ მცენარეს გისურვებთ.