ფოლგაში გახვეული ნათურა: რატომ უნდა გააკეთოთ ასე

ჩვეულებრივი ვარვარის ნათურა ისეთი მარტივი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამის ნათელი მაგალითია ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ფოტოები, სადაც ვარვარის ნათურები ფოლგაში გახვეულია. Novate გიამბობთ, რატომ აკეთებს ზოგიერთი ადამიანი ამას და აქვს თუ არა აზრი.

ვარვარის ნათურა კაცობრიობის უდიდესი გამოგონებაა. ტექნიკური თვალსაზრისით, არც ისე კარგია. პირველ რიგში, ვარვარის ნათურას უმეტესობა ჩვენგანი ოთახების გასანათებლად იყენებს. სუფთა ფიზიკის თვალსაზრისით, ვარვარის ნათურა ამ ამოცანას ძალიან ცუდად უმკლავდება. საქმე იმაშია, რომ ამ ნათურის ეფექტურობა დაბალია: მოხმარებული ძაბვის მხოლოდ 2% გარდაიქმნება ხილულ სინათლედ. სხვა ყველაფერი უსარგებლო ინფრაწითელ გამოსხივებად გადაიქცევა.

ზოგიერთი მარჯვე ადამიანი ამ ინფრაწითელის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობს. ყველას, ვინც ფიზიკას ცოტათი მაინც იცნობს, დასახული ამოცანისთვის პირველად ახსენდება: ნათურის „უსარგებლო“ გამოსხივების გამოყენება სითბოს ენერგიის მისაღებად და ოთახის გასათბობად. უმარტივესი, რაც უნდა გააკეთოთ, ნათურაზე ფოლგის შემოხვევაა. მსგავსი მეთოდი მხოლოდ თეორიულ კონსტრუქციებში მუშაობს და არა პარაქტიკაში. უფრო მეტიც, ჩვეულებრივ სანათში ფოლგაში გახვეული ნათურა გადახურების გამო უფრო სწრაფად გაუარესდება.

ნათურებით გამათბობელი მოწყობილობის შექმნა პრაქტიკულად შესაძლებელია. ამისთვის ეშმაკური კონსტრუქცია უნდა გააკეთოთ. დაგჭირდებათ ფოლგაში გახვეული ბევრი ნათურა, რომელიც ჭრილებიან ლითონის კონტეინერში უნდა მოათავსოთ. კონტეინერი როგორც მინიმუმ ერთი ვენტილატორით უნდა იყოს აღჭურვილი, რომ მოწყობილობა არ გადახურდეს. მარჯვე ოსტატები უფრო ხშირად კომპიუტერის ვენტილატორს იყენებენ. რამდენიმე ნათურის თანმიმდევრული გადაბმით ალუმინის გარსში ჩასმულ მჭიდროდ ჩაწყობილ 75 ვტ–ის ვარვარის ნათურებს 1 კვადრატული მეტრის გათბობა შეუძლიათ. ოღონდ უფრო მარტივია მზა გამათბობელი შეიძინოთ და დაამონტაჟოთ.